ვინც იტყვის, რომ ლამაზი ქალი არ უყვარს, იტყუება,- განაცხადა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "პროფილში" სტუმრობისას. მისი თქმით, ლამაზი ქალი კი მოსწონს, თუმცა, ცდილობს მას "ხორციელი" თვალით არ შეხედოს და ჭორია გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის მექალთანეა.
"მე ლამაზი ქალი როგორც უფლის ქმნილება ისე მიყვარს და მომწონს. რა არის ამაში ცუდი? -უფალმა შექმნა ლამაზი ქალი. მე ცოდვილი ბერი ვარ და ვამბობ, რომ ლამაზი ქალი მომწონს. ვთქვა რომ არ მომწონს და წმინდანი ვარ-მეთქი, რომელი უფრო მართალი იქნება? რთულია ლამაზ ქალში რამე ხორციელი ვერ დაინახო, მაშინ ძალიან წმინდანი უნდა იყო. მე რომ ვინმესთან კავშირი მქონდეს ეს თბილისში არ დაიმალება. ყველაფერს ისმენენ და არ დაიმალებოდა მამა ანთიმოზის საყვარელი და შეყვარებული", - განაცხადა მამა ანთიმოზმა.