სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?
რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?

აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წუ­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზა­დე­ბა უკვე შე­იმ­ჩნე­ვა. დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­ბე­და დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ჯე­ჯი­ო­ლის და­თეს­ვის, პას­კის რე­ცეპ­ტის, წი­თე­ლი კვერ­ცხის შე­ღებ­ვის დე­ტა­ლებს ეც­ნო­ბი­ან.

ამ­ბე­ბი.ge გთა­ვა­ზობთ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ჟურ­ნა­ლი "კა­რიბ­ჭე"-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ას: "რა­ტომ ვღე­ბავთ სა­აღ­დგო­მოდ კვერ­ცხს და რას მი­ა­ნიშ­ნებს კვერ­ცხის წი­თე­ლი ფერი?"

სა­ერ­თოდ, კვერ­ცხი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი კი არის სიმ­ბო­ლო უფ­ლის აღ­დგო­მი­სა, ასე­ვე მიც­ვა­ლე­ბულ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მი­სა და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­ნი აღ­დგო­მა-გა­ნახ­ლე­ბი­სა: რო­გორც კვერ­ცხის უსი­ცო­ცხლო ნა­ჭუ­ჭი­დან იბა­დე­ბა სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით და­მა­ლუ­ლი იყო, ასე­ვე საფ­ლავ­ში მყო­ფი ქრის­ტეც აღ­სდგა სიკ­ვდი­ლი­სა და ხრწნი­ლე­ბის სა­უფ­ლო­დან. ამი­ტო­მაც ით­ვლე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი უფ­ლის აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლოდ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის მე­ო­რე სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას, მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ასეა გან­მარ­ტე­ბუ­ლი: "ისე­ვე, რო­გორც კვერ­ცხი­დან იბა­დე­ბა ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა და ნა­ჭუ­ჭი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ იწყებს სრულ­ყო­ფილ არ­სე­ბო­ბას, ასე­ვე დე­და­მი­წა­ზე იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლი­სას გან­ვთა­ვი­სუფ­ლდე­ბით მი­წი­ე­რი, ხრწნა­დი სხე­უ­ლი­სა­გან, სულ სხვა, უფრო ამაღ­ლე­ბუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი, უკ­ვდა­ვი ცხოვ­რე­ბით აღვდგე­ბით და ავ­ღორ­ძინ­დე­ბით".

აღ­დგო­მით გა­ი­ღო მა­ნამ­დე დახ­შუ­ლი სა­სუ­ფევ­ლის კარი და გა­ნახ­ლე­ბულ კა­ცობ­რი­ო­ბას და­კარ­გულ სა­მო­თხე­ში - სა­სუ­ფე­ველ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. ადა­მი­ან­თა მა­რა­დი­უ­ლი სიკ­ვდი­ლის, ეშ­მა­კი­სა და ცოდ­ვის მო­ნო­ბის­გან გა­მოხ­სნა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა კი მო­პო­ვე­ბუ­ლია უფალ იესო ქრის­ტეს უწ­მინ­დე­სი სის­ხლით. სწო­რედ ამას მი­ა­ნიშ­ნებს და შეგ­ვახ­სე­ნებს სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის წი­თე­ლი ფერი. რად­გან უფალ­მა და მხსნელ­მა ჩვენ­მა ჩვე­ნი ხსნის­თვის სის­ხლი პა­რას­კევს დაღ­ვა­რა, სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი ვნე­ბის პა­რას­კევს უნდა შე­ი­ღე­ბოს.

სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხის წით­ლად შე­ღებ­ვის ტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ასე­თი გად­მო­ცე­მაც: ზე­ცად ამაღ­ლე­ბამ­დე უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ცი­ქუ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში წარ­გზავ­ნა, რათა ყვე­ლას­თვის ეხა­რე­ბი­ნათ უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მა. სა­ქა­და­გებ­ლად წა­ვი­და მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლიც. მან რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იქა­და­გა ქრის­ტეს მკვდრე­თით აღ­დგო­მა. ბო­ლოს იტა­ლი­ა­ში ჩა­ვი­და, იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს წა­რუდ­გა, კვერ­ცხი გა­უ­წო­და და მი­მარ­თა: "ქრის­ტე აღ­სდგა!" ეს ისე­ვე და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რო­გორც ის, რომ ახლა ეს კვერ­ცხი გა­წით­ლდე­ბაო, უთ­ქვამს იმ­პე­რა­ტორს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კვერ­ცხმა მარ­თლაც იწყო გა­წით­ლე­ბა, ბო­ლოს კი სულ გა­წით­ლდა.

უძ­ვე­ლე­სი ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, აღ­მო­სავ­ლეთ­სა და იუ­დე­ა­ში უმაღ­ლეს პირ­თან პირ­ვე­ლად წარ­დგო­მი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე სა­ჩუ­ქა­რი უნდა მი­ერ­თმი­ათ, ამი­ტო­მაც არ გაჰ­კვირ­ვე­ბია იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უსს მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლის ძღვე­ნი. ქრის­ტეს აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს მორ­წმუ­ნე­ნი ერ­თმა­ნეთს წი­თე­ლი კვერ­ცხის ურ­თი­ერ­თმი­წო­დე­ბი­თაც ულო­ცა­ვენ. კვერ­ცხის ურ­თი­ერ­თგაც­ვლის წე­სიც მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნე­ლი­სა და რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის შეხ­ვედ­რას უკავ­შირ­დე­ბა: მა­რი­ამ­მა იმ­პე­რა­ტორს მო­უ­თხრო იესო ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბა­ზე, მის ჯვარ­ცმა­სა და აღ­დგო­მა­ზე, რა­მაც ტი­ბე­რი­უს­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. იგი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ქრის­ტი­ან­თა ქო­მა­გად დარ­ჩა, ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ანე­ბებ­და. რო­დე­საც იმ­დრო­ინ­დელ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა შე­ი­ტყვეს, თუ რა­ო­დენ ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორ ტი­ბე­რი­უს­ზე კვერ­ცხის ბო­ძე­ბი­თა და სი­ტყვე­ბით - "ქრის­ტე აღ­სდგა!", მისი მი­ბაძ­ვა და­ი­წყეს - აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე ურ­თი­ერ­თს წით­ლად შე­ღე­ბილ კვერ­ცხს გა­დას­ცემ­დნენ სი­ტყვე­ბით - "ქრის­ტე აღ­სდგა!" ეს ჩვე­უ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით მარ­თლმორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ან­თათ­ვის სა­ყო­ველ­თაო წე­სად იქცა.

კვერ­ცხის შე­ღებ­ვას­თან ერ­თად აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე მი­ღე­ბუ­ლია პა­ს­ქის და­ცხო­ბაც, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გოლ­გო­თას აღ­ნიშ­ნავს. კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­სნა - პა­ს­ე­ქი ხომ გოლ­გო­თა­ზე მოხ­და. ამ­დე­ნად, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის სა­გან­გე­ბოდ გა­მომ­ცხვა­რი აფუ­ე­ბუ­ლი ტკბი­ლი პუ­რის სა­ხელ­წო­დე­ბა პა­ს­ქაც აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბი­დან - პა­ს­ე­ქი­დან (გა­მოხ­სნი­დან) მომ­დი­ნა­რე­ობს: უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მამ ადა­მი­ა­ნებს უკ­ვდა­ვე­ბა მო­უ­ტა­ნა. ამის შემ­დგომ გა­ნი­ღო სა­სუ­ფევ­ლის კარი, რო­მე­ლიც მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მამ­დე და­ხუ­რუ­ლი იყო; მის­მა ჯვარ­ცმულ­მა სიკ­ვდილ­მა და შემ­დეგ მკვდრე­თით აღ­დგო­მამ აღას­რუ­ლა ჩვე­ნი გა­მოს­ყიდ­ვა, გა­მოხ­სნა. სწო­რედ ამი­ტომ ეწო­დე­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს პა­ს­ე­ქი ანუ გა­მოხ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?

რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწულისთვის განსაკუთრებული მზადება უკვე შეიმჩნევა. დიასახლისები, განსაკუთრებით ახალბედა დიასახლისები ჯეჯიოლის დათესვის, პასკის რეცეპტის, წითელი კვერცხის შეღებვის დეტალებს ეცნობიან.

ამბები.ge გთავაზობთ მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"-ს მიერ მომზადებულ სტატიას: "რატომ ვღებავთ სააღდგომოდ კვერცხს და რას მიანიშნებს კვერცხის წითელი ფერი?"

საერთოდ, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სააღდგომო კვერცხი კი არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-განახლებისა: როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან იბადება სიცოცხლე, რომელიც სავსებით დამალული იყო, ასევე საფლავში მყოფი ქრისტეც აღსდგა სიკვდილისა და ხრწნილების საუფლოდან. ამიტომაც ითვლება სააღდგომო კვერცხი უფლის აღდგომის სიმბოლოდ. რაც შეეხება სააღდგომო კვერცხის მეორე სიმბოლურ მნიშვნელობას, მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: "ისევე, როგორც კვერცხიდან იბადება ცოცხალი არსება და ნაჭუჭიდან გათავისუფლების შემდეგ იწყებს სრულყოფილ არსებობას, ასევე დედამიწაზე იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით მიწიერი, ხრწნადი სხეულისაგან, სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ავღორძინდებით".

აღდგომით გაიღო მანამდე დახშული სასუფევლის კარი და განახლებულ კაცობრიობას დაკარგულ სამოთხეში - სასუფეველში დაბრუნების საშუალება მიეცა. ადამიანთა მარადიული სიკვდილის, ეშმაკისა და ცოდვის მონობისგან გამოხსნა და განახლებული ცხოვრება კი მოპოვებულია უფალ იესო ქრისტეს უწმინდესი სისხლით. სწორედ ამას მიანიშნებს და შეგვახსენებს სააღდგომო კვერცხის წითელი ფერი. რადგან უფალმა და მხსნელმა ჩვენმა ჩვენი ხსნისთვის სისხლი პარასკევს დაღვარა, სააღდგომო კვერცხი ვნების პარასკევს უნდა შეიღებოს.

სააღდგომო კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადმოცემაც: ზეცად ამაღლებამდე უფალმა იესო ქრისტემ მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნა, რათა ყველასთვის ეხარებინათ უფლის მკვდრეთით აღდგომა. საქადაგებლად წავიდა მარიამ მაგდალინელიც. მან რამდენიმე ქვეყანაში იქადაგა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ბოლოს იტალიაში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსს წარუდგა, კვერცხი გაუწოდა და მიმართა: "ქრისტე აღსდგა!" ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდებაო, უთქვამს იმპერატორს. მოულოდნელად კვერცხმა მართლაც იწყო გაწითლება, ბოლოს კი სულ გაწითლდა.

უძველესი ჩვეულების თანახმად, აღმოსავლეთსა და იუდეაში უმაღლეს პირთან პირველად წარდგომისას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობის მქონე საჩუქარი უნდა მიერთმიათ, ამიტომაც არ გაჰკვირვებია იმპერატორ ტიბერიუსს მარიამ მაგდალინელის ძღვენი. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს მორწმუნენი ერთმანეთს წითელი კვერცხის ურთიერთმიწოდებითაც ულოცავენ. კვერცხის ურთიერთგაცვლის წესიც მარიამ მაგდალინელისა და რომის იმპერატორის შეხვედრას უკავშირდება: მარიამმა იმპერატორს მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მის ჯვარცმასა და აღდგომაზე, რამაც ტიბერიუსზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანთა ქომაგად დარჩა, ქრისტეს მიმდევართა შეურაცხყოფას არავის ანებებდა. როდესაც იმდროინდელმა ქრისტიანებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსზე კვერცხის ბოძებითა და სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა!", მისი მიბაძვა დაიწყეს - აღდგომის დღესასწაულზე ურთიერთს წითლად შეღებილ კვერცხს გადასცემდნენ სიტყვებით - "ქრისტე აღსდგა!" ეს ჩვეულება თანდათანობით მართლმორწმუნე ქრისტიანთათვის საყოველთაო წესად იქცა.

კვერცხის შეღებვასთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე მიღებულია პასქის დაცხობაც, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს. კაცობრიობის გამოხსნა - პასექი ხომ გოლგოთაზე მოხდა. ამდენად, აღდგომის დღესასწაულისთვის საგანგებოდ გამომცხვარი აფუებული ტკბილი პურის სახელწოდება პასქაც აღდგომის დღესასწაულის სახელწოდებიდან - პასექიდან (გამოხსნიდან) მომდინარეობს: უფლის მკვდრეთით აღდგომამ ადამიანებს უკვდავება მოუტანა. ამის შემდგომ განიღო სასუფევლის კარი, რომელიც მაცხოვრის აღდგომამდე დახურული იყო; მისმა ჯვარცმულმა სიკვდილმა და შემდეგ მკვდრეთით აღდგომამ აღასრულა ჩვენი გამოსყიდვა, გამოხსნა. სწორედ ამიტომ ეწოდება აღდგომის დღესასწაულს პასექი ანუ გამოხსნა.

რა ხდებოდა თბილისის მაღაზიებთან, სანამ ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალებოდა

ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ვამბობთ - 13 სასულიერო პირი განცხადებას ავრცელებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - მედიკოსებისგან პაციენტები დაინფიცირდნენ - რას ამბობს კლინიკა "თიმის" ხელმძღვანელი