სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია" - ბატიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გასაჭირი
"მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია" - ბატიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გასაჭირი

სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ბა­ტი­აშ­ვი­ლე­ბის 8-წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია კო­ნი­ა­კის და­სახ­ლე­ბა­ში, ყო­ფი­ლი პო­ლიკ­ლი­ნი­კის, მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობს. სამ­თავ­რო­ბო რე­ფორ­მებ­მა 5-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ღია ცის ქვეშ და­ტო­ვა. ოჯა­ხის უფ­რო­სის, არ­ჩილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და ისი­ნი ვა­ზი­ან­ში, სა­მო­თა­ხი­ან კე­თილ­მო­წყო­ბილ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ქი­რა­საც, რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბა იხ­დი­და, თუმ­ცა ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბა­ტი­აშ­ვი­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა არ ისურ­ვა და მა­თაც სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წი­ათ. თბი­ლის­შიც არა­ერთ ბი­ნა­ში სცა­დეს ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ვერც ქი­რას გას­წვდნენ და აღარც ბი­ნის პატ­რო­ნე­ბი თან­ხმდე­ბოდ­ნენ მრა­ვალ­შვი­ლი­ან, თან სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ცხოვ­რებ­ლის გა­ქი­რა­ვე­ბას. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბაც მა­ლე­ვე იპოვ­ნეს. არ­ჩილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ორ­სულ მე­უღ­ლეს­თან, მაია გო­გი­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად, ხუთი შვი­ლით ცა­რი­ელ შე­ნო­ბას შე­ე­კედ­ლა, სა­დაც არც ელექტრო­ე­ნერ­გია იყო, არც წყა­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, არც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა.

ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა წევ­რი 3 თვის ბარ­ბა­რეა. რო­გორც მაია ყვე­ბა, ის 6 თვის ფეხ­მძი­მე იყო, როცა კი­ბი­დან და­გორ­და და ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო. ჩვი­ლი 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ე.წ ინ­კუ­ბა­ტორ­ში იყო. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ბარ­ბა­რეს ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და და მშობ­ლებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. ჩვილს ფილ­ტვებ­ში სი­თხე აღ­მო­აჩ­ნდა, ბავ­შვი დღემ­დე ავად­მყო­ფობს...

იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დე­ტა­ლუ­რად გა­ი­გოს კონ­კრე­ტუ­ლად რა ხდე­ბა სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ბა­ტი­აშ­ვი­ლე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში, მათ "კვი­რის პა­ლიტ­რა" ეს­ტუმ­რა. მდგო­მა­რე­ო­ბა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­ზე ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. პა­ტა­რებს ჩვე­ნი და­ნახ­ვა ისე გა­უ­ხარ­დათ... მათ ლა­მაზ თვა­ლებ­ში ხა­ლი­სი­სა და იმე­დის ჭინ­კე­ბი, ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის მუ­ხე­და­ვად, მა­ინც დახ­ტი­ან და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­კე­თის კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ... ვე­სა­უბ­რე­ბით არ­ჩილ ბა­ტი­აშ­ვილს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია" - ბატიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გასაჭირი

"მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია" - ბატიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გასაჭირი

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბატიაშვილების 8-წევრიანი ოჯახი დაახლოებით ერთი წელია კონიაკის დასახლებაში, ყოფილი პოლიკლინიკის, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. სამთავრობო რეფორმებმა 5-შვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახის უფროსის, არჩილ ბატიაშვილის თქმით, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა ისინი ვაზიანში, სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობდნენ, ქირასაც, რა თქმა უნდა, მთავრობა იხდიდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ბატიაშვილების მფარველობა არ ისურვა და მათაც საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ. თბილისშიც არაერთ ბინაში სცადეს ცხოვრება, მაგრამ ვერც ქირას გასწვდნენ და აღარც ბინის პატრონები თანხმდებოდნენ მრავალშვილიან, თან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებზე საცხოვრებლის გაქირავებას. ზემოთ აღნიშნული შენობაც მალევე იპოვნეს. არჩილ ბატიაშვილი ორსულ მეუღლესთან, მაია გოგიბერიძესთან ერთად, ხუთი შვილით ცარიელ შენობას შეეკედლა, სადაც არც ელექტროენერგია იყო, არც წყალი და სამწუხაროდ, არც საკანალიზაციო სისტემა.

ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 3 თვის ბარბარეა. როგორც მაია ყვება, ის 6 თვის ფეხმძიმე იყო, როცა კიბიდან დაგორდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ჩვილი 3 თვის განმავლობაში ე.წ ინკუბატორში იყო. რამდენიმე კვირის წინ ბარბარეს ექიმის დახმარება დასჭირდა და მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვილს ფილტვებში სითხე აღმოაჩნდა, ბავშვი დღემდე ავადმყოფობს...

იმისათვის, რომ საზოგადოებამ დეტალურად გაიგოს კონკრეტულად რა ხდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბატიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში, მათ "კვირის პალიტრა" ესტუმრა. მდგომარეობა ზემოთ აღნიშნულზე ბევრად რთული აღმოჩნდა. პატარებს ჩვენი დანახვა ისე გაუხარდათ... მათ ლამაზ თვალებში ხალისისა და იმედის ჭინკები, ურთულესი ცხოვრების პირობების მუხედავად, მაინც დახტიან და ადამიანების სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ... ვესაუბრებით არჩილ ბატიაშვილს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"