საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი
მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი

"ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ნი­ჭი­ერ და შთა­გო­ნე­ბულ რე­ჟი­სორ­თან ვმუ­შა­ობ­დი. სპილ­ბერგთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ იყო რთუ­ლი. გა­და­ღე­ბა­ზე ისე­თი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა, რომ არა­ვის უნ­დო­და სახ­ლში წას­ვლა. ახლა ფილ­მს, რო­გორც ყვე­ლა, თვი­თო­ნაც ვე­ლო­დე­ბი," - ამ­ბობს უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ნი­ნი­ძე, რო­მე­ლიც სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა ფილმში "ჯა­შუ­შე­ბის ხიდი" გა­და­ი­ღო და რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში იხი­ლავს. ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა საბ­ჭო­თა ჯა­შუ­შის ახ­ლე­ბუ­რი სახე შექ­მნა. აღ­ნიშ­ნულ სუ­რათ­ში მთა­ვარ როლს ტომ ჰენ­ქსი თა­მა­შობს. ნა­მუ­შე­ვა­რი ახლა მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­შია.

მე­რაბ ნი­ნი­ძე ამ­ჟა­მად ვე­ნა­შია, სხვა ფილმზე მუ­შა­ობს და ამი­ტომ დღეს თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მისი და კახი კავ­სა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ახა­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი კო­მე­დი­ის "შავი და თეთ­რი" პრე­მი­ე­რას ვერ და­ეს­წრე­ბა. ფილმში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს რუ­სუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - ალექ­სეი ჩა­დო­ვი. მე­რაბს და­ღეს­ტნე­ლის როლი აქვს.

გარ­დაც­ვლი­ლი და­ღეს­ტნე­ლი თაღ­ლი­თი ან­გე­ლო­ზად ევ­ლი­ნე­ბა კაცს, რო­მელ­საც არ უყ­ვარს კავ­კა­სი­ე­ლე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რუ­სულ­მა კრი­ტი­კამ მე­რაბ ნი­ნი­ძის კო­მე­დი­უ­რი როლი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა და მა­ყუ­რე­ბელ­მაც ასე­ვე მი­ი­ღო. მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა "შა­ვი­სა და თეთ­რის" მთა­ვა­რი გმი­რე­ბის - მე­რაბ ნი­ნი­ძის და ალექ­სეი ჩა­დო­ვის გარ­შე­მო.

ფილ­მის რე­ჟი­სო­რია ევ­გე­ნი შე­ლი­ა­კი­ნი.

"ჩემ­თვის არა­ტი­პუ­რი და არა­სა­ხა­სი­ა­თო როლი მომ­ცეს, რაც სა­ჩუ­ქა­რი იყო მსა­ხი­ო­ბის­თვის. გულ­წრფე­ლად ვე­ტყვი მა­ყუ­რე­ბელს, ეს ფილ­მი გულს გა­უხ­სნის ყვე­ლას, რად­გა­ნაც ძალ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი და თბი­ლია, - აცხა­დებს მე­რაბ ნი­ნი­ძე იმ როლ­ზე, რო­მელ­საც სულ მალე ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მარ­თლაც გა­იც­ნობს.

ბოლო დროს კი მსა­ხი­ობს მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა 2003 წელს ოს­კა­რო­სან ფილმში - "არ­სად აფ­რი­კა­ში" ნა­თა­მა­შებ­მა მთა­ვარ­მა როლ­მა მო­უ­ტა­ნა; მისი პარტნი­ო­რი იყო ჯუ­ლი­ან კი­ო­ლე­რი;

ახლა კი ქარ­თვე­ლე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მისი და კახი კავ­სა­ძის ახალ კი­ნო­სა­ხე­ებს იხი­ლა­ვენ.

ლალი ფა­ცია

მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი

მერაბ ნინიძემ სპილბერგის ფილმში საბჭოთა ჯაშუშის ახალი სახე შექმნა - როდის იხილავს სურათს ქართველი მაყურებელი

"ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნიჭიერ და შთაგონებულ რეჟისორთან ვმუშაობდი. სპილბერგთან თანამშრომლობა არ იყო რთული. გადაღებაზე ისეთი პირობები შექმნა, რომ არავის უნდოდა სახლში წასვლა. ახლა ფილმს, როგორც ყველა, თვითონაც ველოდები," - ამბობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც სტივენ სპილბერგმა ფილმში "ჯაშუშების ხიდი" გადაიღო და რომელსაც მაყურებელი ოქტომბერში იხილავს. ქართველმა მსახიობმა საბჭოთა ჯაშუშის ახლებური სახე შექმნა. აღნიშნულ სურათში მთავარ როლს ტომ ჰენქსი თამაშობს. ნამუშევარი ახლა მონტაჟის პროცესშია.

მერაბ ნინიძე ამჟამად ვენაშია, სხვა ფილმზე მუშაობს და ამიტომ დღეს თბილისის კინოთეატრებში მისი და კახი კავსაძის მონაწილეობით ახალი კრიმინალური კომედიის "შავი და თეთრი" პრემიერას ვერ დაესწრება. ფილმში ასევე მონაწილეობს რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი - ალექსეი ჩადოვი. მერაბს დაღესტნელის როლი აქვს.

გარდაცვლილი დაღესტნელი თაღლითი ანგელოზად ევლინება კაცს, რომელსაც არ უყვარს კავკასიელები. როგორც ამბობენ, რუსულმა კრიტიკამ მერაბ ნინიძის კომედიური როლი დადებითად შეაფასა და მაყურებელმაც ასევე მიიღო. მოკლედ, საინტერესო ამბები ვითარდება "შავისა და თეთრის" მთავარი გმირების - მერაბ ნინიძის და ალექსეი ჩადოვის გარშემო.

ფილმის რეჟისორია ევგენი შელიაკინი.

"ჩემთვის არატიპური და არასახასიათო როლი მომცეს, რაც საჩუქარი იყო მსახიობისთვის. გულწრფელად ვეტყვი მაყურებელს, ეს ფილმი გულს გაუხსნის ყველას, რადგანაც ძალზე ადამიანური და თბილია, - აცხადებს მერაბ ნინიძე იმ როლზე, რომელსაც სულ მალე ქართველი მაყურებელი მართლაც გაიცნობს.

ბოლო დროს კი მსახიობს მთავარი წარმატება 2003 წელს ოსკაროსან ფილმში - "არსად აფრიკაში" ნათამაშებმა მთავარმა როლმა მოუტანა; მისი პარტნიორი იყო ჯულიან კიოლერი;

ახლა კი ქართველები დედაქალაქის კინოთეატრებში მისი და კახი კავსაძის ახალ კინოსახეებს იხილავენ.

ლალი ფაცია

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"