კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ
ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სკან­და­ლე­ბით გა­იც­ნო. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. წარ­სულ­ში მე­და­ვით­ნე, ამ­ჯე­რად კი ქარ­თვე­ლი სექს-სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი "პლეი ბოის" ზა­ფხუ­ლის სახე ხდე­ბა, სულ მალე ფილმში ცდის სა­კუ­თარ ძა­ლებს. თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლის ფილმში პა­რას­კე­ვას როლს ითა­მა­შებს.

- თა­მუ­ნა, რო­გორ მოხ­ვდით ახალ ფილმში?

- გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი და როლ­ზე ასე და­მამ­ტკი­ცეს. ფილ­მი "რო­ბინ­ზო­ნი და 9 პა­რას­კე­ვა" ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც "კა პრო­დაქ­შე­ნი" და "რუს­თა­ვი 2" წარ­მო­ად­გენს. თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი სახე თა­მა­შობს ამ ფილმში, მათ შო­რის უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც, მაგ­რამ დე­ტა­ლებს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვამ­ხელ. გა­და­ღე­ბე­ბი აპ­რი­ლის ბო­ლოს და­ი­წყე­ბა, სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ­ზე.

- პირ­ვე­ლად გი­წევს ფილმში თა­მა­ში, ხომ არ ნერ­ვი­უ­ლობ?

- ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში თა­მა­ში, თან გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით. კას­ტინგზე ცოტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ როცა მი­თხრეს, რომ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ფილმში დღემ­დე არას­დროს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სულ ცოტა ხნის წინ, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას კლიპ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სულ არ­ხებ­ზე გავა.

- გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ი­ცა­ნი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა?

- კი, გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა.

- "პლეი ბოის" ფო­ტო­სე­სი­ის­თვის რო­დის მი­ემ­გზავ­რე­ბი რუ­სეთ­ში?

- მა­ის­ში მივ­დი­ვარ, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში არის და­გეგ­მი­ლი გა­და­ღე­ბე­ბი. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­მი­ვი­და მოწ­ვე­ვე­ბი. მათ შო­რის ინ­გლი­სი­დან, "ვო­გის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ შე­მომ­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, გა­ვე­სა­უბ­რე მათ. ვი­საც არ სჯე­რა, შე­მიძ­ლია მი­მო­წე­რა ვაჩ­ვე­ნო, ყვე­ლა­ფე­რი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის რო­დის იცლი?

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა. მყავს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ მე ჯერ­ჯე­რო­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. სულ ცოტა ხნის წინ სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო ანო­ნი­მურ­მა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა, ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი სულ ვარ­დე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი და სა­თა­მა­შო და­თუ­ნია იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის მი­ნა­ზე. მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ ღა­მით წვიმ­და, დი­ლით მომ­წე­რეს, ნახე, შენი მან­ქა­ნა რო­გორ არის მორ­თუ­ლიო, როცა ჩა­ვე­დი გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. წვი­მის­გან და­თუ­ნია სულ სვე­ლი იყო და სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­ვაგ­დე. არ ვიცი, ვინ არის ეს უც­ნო­ბი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი. მე უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რთუ­ლია ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხე წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა?

- სულ ვვარ­ჯი­შობ­დი და დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი. ხან ვჭამ­დი, ხან ვშიმ­ში­ლობ­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად. ამი­ტომ ერთ დღე­საც გა­დავ­წყვი­ტე, დი­ე­ტით და ვარ­ჯი­შით მი­მე­ღო სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა. არას­წო­რი ვარ­ჯი­შის გამო, კუნ­თე­ბი მაქვს. ამი­ტომ კვი­რა­ში სამ­ჯერ მწვრთნე­ლის დახ­მა­რე­ბით ვვარ­ჯი­შობ. ძი­რი­თა­დად თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ვარ­ჯი­შის დროს ხან წიგნს ვკი­თხუ­ლობ, ხან ფილ­მს ვუ­ყუ­რებ, ხან მუ­სი­კას ვუს­მენ. რაც უფრო და­ბალ სიჩ­ქა­რე­ზე ვვარ­ჯი­შობ, უფრო მე­ტად იწ­ვე­ბა ცხი­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, დი­ე­ტა­ზე ვარ. დი­ლით მი­ვირ­თმევ 120 გრამ წი­წი­ბუ­რას და ქათ­მის ფი­ლეს, შემ­დეგ მო­ხარ­შულს ან გრილ­ზე შემ­წვარ ხორცს, სო­კოს და ბოსტნე­ულს, გვი­ან ღა­მი­თაც ვჭამ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს უმა­რი­ლო, კარ­გია ლი­მო­ნი, რო­მე­ლიც გემ­რი­ელს ხდის უმა­რი­ლო საკ­ვებს. აქამ­დე არ ვამ­ბობ­დი, 67 კი­ლოგ­რა­მი ვი­ყა­ვი, 5 კილო და­ვი­კე­ლი, კი­დევ მაქვს და­საკ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კილო, ჩემს იდე­ა­ლურ წო­ნას რომ და­ვუბ­რუნ­დე.

- შენს გა­მო­ჩე­ნას დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, ხომ არ ნა­ნობ?

- ხალ­ხმა როცა გა­ი­გო, რომ წარ­სულ­ში მე­და­ვით­ნე ვი­ყა­ვი, ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ამას მოჰ­ყვა ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვად ჩემი ოჯა­ხი­დან წა­მო­ვი­და. არა­ფერს არ ვნა­ნობ. მი­ფიქ­რია, რომ არ მეთ­ქვა, ადრე ეკ­ლე­სი­ა­ში რომ ვმსა­ხუ­რობ­დი, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ამ­ბა­ვი არ ამ­ტყდა­რი­ყო-თქო, მაგ­რამ რაც მოხ­და, მოხ­და. ახლა ხალ­ხს აგ­რე­სია აღარ აქვს, რად­გან სი­მარ­თლე ყვე­ლამ გა­ი­გო.

- აღარ და­დი­ხარ ეკ­ლე­სი­ა­ში?

- აღარ ვმსა­ხუ­რობ ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ დავ­დი­ვარ ტა­ძარ­ში, სახ­ლშიც მაქვს ყვე­ლა წიგ­ნი და ხში­რად ვკი­თხუ­ლობ. ღმერ­თის მწამ­და და მწამს. ამ სკან­და­ლე­ბის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მთა­ვა­რია ადა­მი­ან­მა თვი­თონ მო­ი­ნა­ნი­ოს გულ­წრფე­ლად თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ

ქართველი სექს-სიმბოლო პარასკევას როლში - თამუნა ვაშალომიძეს ქართულ-ბრიტანულ ფილმში უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ

ის საზოგადოებამ სკანდალებით გაიცნო. რამდენიმე თვის წინ მის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. წარსულში მედავითნე, ამჯერად კი ქართველი სექს-სიმბოლო, რომელიც რუსული "პლეი ბოის" ზაფხულის სახე ხდება, სულ მალე ფილმში ცდის საკუთარ ძალებს. თამუნა ვაშალომიძე გიორგი კიკალეიშვილის ფილმში პარასკევას როლს ითამაშებს.

- თამუნა, როგორ მოხვდით ახალ ფილმში?

- გიორგი კიკალეიშვილმა შემომთავაზა ფილმში მონაწილეობის მიღება, ჩვეულებრივად გავიარე კასტინგი და როლზე ასე დამამტკიცეს. ფილმი "რობინზონი და 9 პარასკევა" ქართულ-ბრიტანული პროექტია, რომელსაც "კა პროდაქშენი" და "რუსთავი 2" წარმოადგენს. თითქმის ყველა ცნობილი სახე თამაშობს ამ ფილმში, მათ შორის უცხოელი ვარსკვლავებიც, მაგრამ დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავამხელ. გადაღებები აპრილის ბოლოს დაიწყება, საბერძნეთის კუნძულზე.

- პირველად გიწევს ფილმში თამაში, ხომ არ ნერვიულობ?

- ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა სრულმეტრაჟიან ფილმში თამაში, თან გამოცდილი მსახიობების გვერდით. კასტინგზე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. გადასაღებ მოედანზე მუშაობის გამოცდილება მაქვს, მაგრამ ფილმში დღემდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა. სულ ცოტა ხნის წინ, ირაკლი ფირცხალავას კლიპში მივიღე მონაწილეობა, რომელიც რუსულ არხებზე გავა.

- გადაღებებზე გაიცანი ირაკლი ფირცხალავა?

- კი, გადაღებებზე გავიცანი. ძალიან კარგი ადამიანია. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა.

- "პლეი ბოის" ფოტოსესიისთვის როდის მიემგზავრები რუსეთში?

- მაისში მივდივარ, სწორედ ამ პერიოდში არის დაგეგმილი გადაღებები. სხვადასხვა ქვეყნებიდან მომივიდა მოწვევები. მათ შორის ინგლისიდან, "ვოგის" წარმომადგენლობამ შემომთავაზა თანამშრომლობა, გავესაუბრე მათ. ვისაც არ სჯერა, შემიძლია მიმოწერა ვაჩვენო, ყველაფერი შენახული მაქვს.

- პირადი ცხოვრებისთვის როდის იცლი?

- პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. მყავს თაყვანისმცემლები, მაგრამ მე ჯერჯერობით შეყვარებული არ მყავს. სულ ცოტა ხნის წინ სიურპრიზი მომიწყო ანონიმურმა თაყვანისმცემელმა, ჩემი ავტომობილი სულ ვარდებით იყო დაფარული და სათამაშო დათუნია იყო დამაგრებული მანქანის მინაზე. მაინცდამაინც იმ ღამით წვიმდა, დილით მომწერეს, ნახე, შენი მანქანა როგორ არის მორთულიო, როცა ჩავედი გაოცებული დავრჩი. წვიმისგან დათუნია სულ სველი იყო და სამწუხაროდ, გადავაგდე. არ ვიცი, ვინ არის ეს უცნობი თაყვანისმცემელი. მე უცნაური ადამიანი ვარ, რთულია ჩემი გულის მოგება.

- როგორ მოახერხე წონაში დაკლება?

- სულ ვვარჯიშობდი და დიეტაზე ვიყავი. ხან ვჭამდი, ხან ვშიმშილობდი, ფაქტობრივად. ამიტომ ერთ დღესაც გადავწყვიტე, დიეტით და ვარჯიშით მიმეღო სასურველი ფორმა. არასწორი ვარჯიშის გამო, კუნთები მაქვს. ამიტომ კვირაში სამჯერ მწვრთნელის დახმარებით ვვარჯიშობ. ძირითადად თხილამურებზე, ვარჯიშის დროს ხან წიგნს ვკითხულობ, ხან ფილმს ვუყურებ, ხან მუსიკას ვუსმენ. რაც უფრო დაბალ სიჩქარეზე ვვარჯიშობ, უფრო მეტად იწვება ცხიმები. რაც შეეხება კვებას, დიეტაზე ვარ. დილით მივირთმევ 120 გრამ წიწიბურას და ქათმის ფილეს, შემდეგ მოხარშულს ან გრილზე შემწვარ ხორცს, სოკოს და ბოსტნეულს, გვიან ღამითაც ვჭამ. ყველაფერი უნდა იყოს უმარილო, კარგია ლიმონი, რომელიც გემრიელს ხდის უმარილო საკვებს. აქამდე არ ვამბობდი, 67 კილოგრამი ვიყავი, 5 კილო დავიკელი, კიდევ მაქვს დასაკლები რამდენიმე კილო, ჩემს იდეალურ წონას რომ დავუბრუნდე.

- შენს გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა, ხომ არ ნანობ?

- ხალხმა როცა გაიგო, რომ წარსულში მედავითნე ვიყავი, ამან გააღიზიანა. ამას მოჰყვა ოჯახური სკანდალები, რომელიც თავად ჩემი ოჯახიდან წამოვიდა. არაფერს არ ვნანობ. მიფიქრია, რომ არ მეთქვა, ადრე ეკლესიაში რომ ვმსახურობდი, შეიძლება ასეთი ამბავი არ ამტყდარიყო-თქო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ახლა ხალხს აგრესია აღარ აქვს, რადგან სიმართლე ყველამ გაიგო.

- აღარ დადიხარ ეკლესიაში?

- აღარ ვმსახურობ ეკლესიაში, მაგრამ დავდივარ ტაძარში, სახლშიც მაქვს ყველა წიგნი და ხშირად ვკითხულობ. ღმერთის მწამდა და მწამს. ამ სკანდალების შემდეგ მივხვდი, რომ მთავარია ადამიანმა თვითონ მოინანიოს გულწრფელად თავისი ცოდვები.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება