პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ
გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ

კომ­პა­ნია "თე­ლა­სის" მე­ნე­ჯე­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნი­სა და ნიკა ჩე­მი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამი მო­სა­მარ­თლის მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი დევ­ნის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თა­ვენ.

რო­გორც ად­ვო­კა­ტებ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ, გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა და მალ­ხაზ ჯან­გი­რაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ, მაია ოშ­ხა­რელ­მა და გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვილ­მა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, ძა­ლა­ში და­ტო­ვეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გვი­ჩი­ა­ნი და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა ჩე­მია გამ­ტყუნ­დნენ და უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა 15-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლით შე­ეც­ვა­ლათ.

ად­ვო­კა­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნის თა­რი­ღი გა­ა­ყალ­ბეს და 13 მარ­ტი მი­უ­თი­თეს, რე­ა­ლუ­რად კი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი 25 მარ­ტის შემ­დეგ, ანუ მას შემ­დეგ, რაც ად­ვო­კა­ტებ­მა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს გან­ცხა­დე­ბით და საქ­მის დიდი პა­ლა­ტის პი­რო­ბებ­ში გან­ხილ­ვა მო­ი­თხო­ვეს.

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო სა­ჩი­ვარს არ იხი­ლავ­და. 25 მარტს კი­დევ ერთხელ მი­მარ­თეს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის დიდი პა­ლა­ტის პი­რო­ბებ­ში გან­ხილ­ვის მო­თხოვ­ნით და გან­ცხა­დე­ბას და­ურ­თეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი.

"გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის მე­ო­რე დღეს ჩვენ მი­ვი­ღეთ კონ­ვერ­ტში ჩა­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძის, მაია ოშ­ხა­რე­ლი­სა და გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვი­ლის გა­ნა­ჩე­ნით ძა­ლა­ში რჩე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ რომ თა­რი­ღი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ ფოს­ტას 13 მარ­ტი­დან 26 მარ­ტამ­დე დრო არ დას­ჭირ­დე­ბო­და კონ­ვერ­ტის ჩვე­ნამ­დე მო­სა­ტა­ნად. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­სა­ხე­ლე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მას შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნეს რაც ჩვენ მივ­მარ­თეთ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს და მო­ვი­თხო­ვეთ, რომ საქ­მე გა­ნე­ხი­ლა დიდ პა­ლა­ტას", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ ჯან­გი­რაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, რაც გვი­ჩი­ა­ნის და ჩე­მი­ას საქ­მე­ზე უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის "ბოლო კუ­დის მოქ­ნე­ვაა".

კერ­ძოდ, ჭკა­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­დან ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვი­ლი იმ დროს, რო­დე­საც გია გვი­ჩი­ანს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო და მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და.

"იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, რო­მე­ლიც ახლა მი­ი­ღო, შავ­ლი­აშ­ვილს სურს, თავი გა­და­ირ­ჩი­ნოს. ამ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა სას­წრა­ფო წე­სით, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის მის­ვლამ­დე მი­ი­ღეს ეს სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

გვი­ჩი­ა­ნი­სა და ჩე­მი­ას ად­ვო­კა­ტებს იმე­დი აქვთ, რომ ნინო გვე­ნე­ტა­ძე მომ­ხდარს სწორ სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ

კომპანია "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, მაია ოშხარელმა და გიორგი შავლიაშვილმა დაჩქარებული წესით, ძალაში დატოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გვიჩიანი და მასთან ერთად ბრალდებული ნიკა ჩემია გამტყუნდნენ და უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეეცვალათ.

ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლეებმა აღნიშნული განაჩენის თარიღი გააყალბეს და 13 მარტი მიუთითეს, რეალურად კი განაჩენი გამოტანილი 25 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს განცხადებით და საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვა მოითხოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასული წლის აგვისტოში გაასაჩივრეს და თვეების განმავლობაში უზენაესი სასამართლო საჩივარს არ იხილავდა. 25 მარტს კიდევ ერთხელ მიმართეს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვის მოთხოვნით და განცხადებას დაურთეს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების ხელმოწერები.

"განცხადების შეტანის მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ კონვერტში ჩადებული გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლეების პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელისა და გიორგი შავლიაშვილის განაჩენით ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ მივიჩნევთ რომ თარიღი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არის გაყალბებული, იქიდან გამომდინარე რომ ფოსტას 13 მარტიდან 26 მარტამდე დრო არ დასჭირდებოდა კონვერტის ჩვენამდე მოსატანად. გადაწყვეტილება დასახელებულმა მოსამართლეებმა მას შემდეგ გამოიტანეს რაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვეთ, რომ საქმე განეხილა დიდ პალატას", - განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, რაც გვიჩიანის და ჩემიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განახორციელა, ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის "ბოლო კუდის მოქნევაა".

კერძოდ, ჭკადუას განცხადებით, სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი იმ დროს, როდესაც გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა.

"იმ გადაწყვეტილებით კი, რომელიც ახლა მიიღო, შავლიაშვილს სურს, თავი გადაირჩინოს. ამ მოსამართლეებმა სასწრაფო წესით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მისვლამდე მიიღეს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება", - განაცხადა ჭკადუამ.

გვიჩიანისა და ჩემიას ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ნინო გვენეტაძე მომხდარს სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ