სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ და გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ამ ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს, ბზის მოჭ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლოა ბზა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მამ­დე ერთი კვი­რით ადრე, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იჭ­რე­ბა და იყი­დე­ბა.

კოლ­ხუ­რი ბზა ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბაა, არის კოლ­ხუ­რი ტყე­ე­ბის ერთ-ერთი დო­მი­ნან­ტი და უძ­ვირ­ფა­სე­სი მცე­ნა­რე. მის გაზ­რდას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი სჭირ­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბა არე­ა­ლის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ით, რისი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზიც სწო­რედ უკონ­ტრო­ლო ჭრაა. ამის გამო, კოლ­ხუ­რი ბზა შე­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ბზის კო­რო­მებ­ში უკა­ნას­კნე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლინ­და და­ა­ვა­დე­ბა - ე.წ.ბზის სი­დამ­წვრე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამო თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ბზის უნი­კა­ლუ­რი კო­რო­მე­ბი და იგი­ვე საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ქვეყ­ნის სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ბზებ­საც.

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბზის კო­რო­მე­ბის სა­ტყეო პა­თო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა მის მარ­თვას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტყის ფონდში. კოლ­ხუ­რი ბზის გა­და­შე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის არ­სე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მკაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი ბზის მოჭ­რა­ზე და სა­მარ­თალ­დამ­რღვევ­ზე გავ­რცელ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სან­ქცი­ე­ბი. კერ­ძოდ, ტყე­ში ბზის მოჭ­რა, ამო­ძირ­კვა ან ტო­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა და აღ­ნიშ­ნულ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ასე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სის უკა­ნო­ნო მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად გა­რე­მო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა­ზე.

სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბის ოდე­ნო­ბა მერ­ყე­ობს ორა­სი­დან ხუ­თას ლა­რამ­დე, ხოლო თუ გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი აჭარ­ბებს 1000 ლარს - აღიძ­ვრე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ბზა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­პო­ვე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნერ­გე­ე­ბი­დან, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბუ­ლი პლან­ტა­ცი­ე­ბი­დან - ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ხე-მცე­ნა­რის შე­სა­ბა­მი­სი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი ერთი მხრივ, ბზის მოჭ­რი­სა­გან რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და მე­ო­რე მხრივ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტო­ტე­ბის შე­ძე­ნი­სა­გან.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი ბზა ეკ­ლე­სი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა და ჩვე­ნი სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით მი­ვაღ­წევთ იმას, რომ ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნოთ გა­რე­მოს.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გამ­კაც­რე­ბუ­ლია კონ­ტრო­ლი ვე­ლუ­რად მზარ­დი კოლ­ხუ­რი ბზის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით.

კოლ­ხუ­რი ბზის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ას 150–დან 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ას­თან ერ­თად, ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­რე­მო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხოლო თუ ზი­ა­ნი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდეს, ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.

კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება - ე.წ.ბზის სიდამწვრე, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე.

საჯარიმო სანქციების ოდენობა მერყეობს ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთი მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით.

კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია