საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი" - რა უშლის ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას
"ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი" - რა უშლის ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა ხალ­ხს ჯე­რაც არ და­უ­კარ­გავს იმე­დი, რომ ლარი მო­მა­ვალ­ში დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და შე­საძ­ლოა გამ­ყარ­დეს კი­დეც. მა­ნამ­დე კი, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას ათას­გვა­რი მი­ზე­ზით ხსნი­ან: და­წყე­ბუ­ლი სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რე­ბით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ლა­რის კურ­სი დგინ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამ სის­ტე­მა­ში 2009 წლი­დან ჩა­ერ­თო. ანა­ლი­ტი­კოს­თა ნა­წი­ლი ეჭ­ვობს, რომ ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მა 100%-ით და­ხუ­რუ­ლია და სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ლა­რის მას­შტა­ბუ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბაც სპე­კუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად და­ი­წყო. "სპე­კუ­ლა­ცია არის ერთ-ერთი, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი ას­პექ­ტი ვა­ლუ­ტის კურ­სის ფრო­მი­რე­ბის დროს. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, სპე­კუ­ლა­ცი­ურ სქე­მებს ლა­რის კურ­სის ფორ­მი­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვენ­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა თუ რო­მე­ლი­მე მო­თა­მა­შეს ძა­ლი­ან დიდი კა­პი­ტა­ლი არა აქვს ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე როტ­შილდს ან სო­როსს ჰქონ­და. კურ­სის ცვლი­ლე­ბა ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გო­რია ქვეყ­ნის სა­ვაჭ­რო და სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სი, ან რო­გო­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბი­საა უცხო­ე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით, მა­გა­ლი­თად, სპე­კუ­ლან­ტებ­მა რო­გორც უნდა მო­ინ­დო­მონ, 1 დო­ლა­რი ვე­რაფ­რით გახ­დე­ბა 3 ლარი იმი­ტომ, რომ ეს რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი კურ­სი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა bpn.ge-სთან სა­უბ­რი­სას ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა სოსო არჩვა­ძემ.

ლა­რის კურ­სზე ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზე­გავ­ლე­ნას გა­მო­რი­ცხავს ეკო­ნო­მი­კის მაც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლიც.

"ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მა ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მო­ი­ღეს. ეს მე­ქა­ნიზ­მი უფრო მოქ­ნი­ლია, ვიდ­რე სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა იყო, რად­გან მა­ნამ­დე ბირ­ჟა­ზე კურ­სი დგინ­დე­ბო­და დრო­ის შე­ზღუ­დულ მო­ნაკ­ვეთ­ში, ზოგ­ჯერ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი. ბლუმ­ბერ­გის სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, ლა­რის კურ­სი მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლე სუ­ბი­ექ­ტე­ბი ბან­კე­ბი არი­ან, ამი­ტო­მაც, ბან­კე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არ უნდა იყონ სხვა­დას­ხვა სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი გა­რი­გე­ბით. მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბით ნიშ­ნავს, რომ დღეს თუ რა­ღა­ცას მო­ი­გე­ბენ, ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ა­გე­ბენ და ეს მო­გე­ბაც გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა. თუმ­ცა ლა­რის კურ­სზე დღეს იმ­დე­ნი რამ ახ­დენს გავ­ლე­ნას, რომ სპე­კუ­ლა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­საც გა­მოვ­რი­ცხავ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კურ­სის ფორ­მი­რე­ბი­სას გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი რიგი სა­გა­რეო და სა­ში­ნაო ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მოქ­მე­დებს. ამ კურ­სის ფორ­მი­რე­ბა­ში არა ერთი სუ­ბი­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მა­ინც ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბია", - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი" - რა უშლის ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას

"ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი" - რა უშლის ხელს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა, თუმცა ხალხს ჯერაც არ დაუკარგავს იმედი, რომ ლარი მომავალში დასტაბილურდება და შესაძლოა გამყარდეს კიდეც. მანამდე კი, ლარის გაუფასურებას ათასგვარი მიზეზით ხსნიან: დაწყებული საგარეო თუ საშინაო ფაქტორებით და დამთავრებული ბლუმბერგის სისტემით, რომლის მიხედვითაც ლარის კურსი დგინდება. საქართველო ამ სისტემაში 2009 წლიდან ჩაერთო. ანალიტიკოსთა ნაწილი ეჭვობს, რომ ბლუმბერგის სისტემა 100%-ით დახურულია და სპეკულაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ლარის მასშტაბური გაუფასურებაც სპეკულაციის შედეგად დაიწყო. "სპეკულაცია არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ასპექტი ვალუტის კურსის ფრომირების დროს. თუმცა, ჩემი აზრით, სპეკულაციურ სქემებს ლარის კურსის ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვენლობა არ ენიჭება თუ რომელიმე მოთამაშეს ძალიან დიდი კაპიტალი არა აქვს ისევე, როგორც თავის დროზე როტშილდს ან სოროსს ჰქონდა. კურსის ცვლილება ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყნის სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსი, ან როგორი ინტენსივობისაა უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები და ტრანზაქციები. დღესდღეობით, მაგალითად, სპეკულანტებმა როგორც უნდა მოინდომონ, 1 დოლარი ვერაფრით გახდება 3 ლარი იმიტომ, რომ ეს რეალობას მოწყვეტილი კურსი იქნება", - აღნიშნა bpn.ge-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.

ლარის კურსზე ბლუმბერგის სისტემის მნიშვნელოვან ზეგავლენას გამორიცხავს ეკონომიკის მაცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილიც.

"ბლუმბერგის სისტემა ამ რამდენიმე წლის წინ შემოიღეს. ეს მექანიზმი უფრო მოქნილია, ვიდრე სავალუტო ბირჟა იყო, რადგან მანამდე ბირჟაზე კურსი დგინდებოდა დროის შეზღუდულ მონაკვეთში, ზოგჯერ 1 საათის განმავლობაშიც კი. ბლუმბერგის სისტემის მიხედვით, ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამ სისტემის მონაწილე სუბიექტები ბანკები არიან, ამიტომაც, ბანკები დაინტერესებულნი არ უნდა იყონ სხვადასხვა სპეკულაციური გარიგებით. მათი დაინტერესება სპეკულაციებით ნიშნავს, რომ დღეს თუ რაღაცას მოიგებენ, ხვალ აუცილებლად წააგებენ და ეს მოგებაც განეიტრალდება. თუმცა ლარის კურსზე დღეს იმდენი რამ ახდენს გავლენას, რომ სპეკულაციის არსებობასაც გამოვრიცხავ. მიუხედავად ამისა, კურსის ფორმირებისას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მთელი რიგი საგარეო და საშინაო ფაქტორები, რომელიც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს. ამ კურსის ფორმირებაში არა ერთი სუბიექტი მონაწილეობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ძლიერი მაინც ეროვნული ბანკი და სამთავრობო სტრუქტურებია", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."