მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი პოლიტიკური ლიდერი მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში - IRI-ს პერსონალური რეიტინგები
რომელი პოლიტიკური ლიდერი მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში - IRI-ს პერსონალური რეიტინგები

სა­ერ­თა­შო­რი­ოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის, IRI-ს კვლე­ვის თა­ნახ­მად, პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის მო­წო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს აქვს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან აც­ნო­ბეს, IRI-ს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვის ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და­ე­მა­ტა პერ­სო­ნა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი, რო­მე­ლიც სხვა კი­თხვა­რებ­თან ერ­თად თავ­და­პირ­ვე­ლად არ გან­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში და­ვით სერ­გე­ენ­კო ლი­დე­რობს, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხულ­თა 62%-ს მოს­წონს, 24%-ს არ მოს­წონს, 5%-ს მის შე­სა­ხებ არ სმე­ნია, ხოლო 9%-ს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს.

ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მოს­დევს, რო­მელ­საც ასე­ვე 62%-ს მოს­წონს, თუმ­ცა და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის მას უფრო ცუდი ბა­ლან­სი აქვს, ვიდ­რე და­ვით სერ­გე­ენ­კოს. კერ­ძოდ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ მოს­წონს 30%-ს, 1%-ს მის შე­სა­ხებ არ სმე­ნია, ხოლო 7%-ს პა­სუ­ხი არ აქვს.

გა­მო­კი­თხულ­თა 57%-ს მოს­წონს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, არ მოს­წონს 34%-ს. ასე­ვე, 57%-იანი მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი აქვს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს, რო­მე­ლიც 36%-ს არ მოს­წონს. ხუ­თე­უ­ლის ბოლო წევ­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხულ­თა 56%-ს მოს­წონს, ხოლო 39%-ს - არა.

სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბი კი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მოს­წონს გა­მო­კი­თხულ­თა 51%-ს, არ მოს­წონს 41%-ს; კახა კა­ლა­ძე 48%-ს მოს­წონს, 44%-ს - არა; გა­მო­კი­თხულ­თა 47%-ს მოს­წონს და­ვით ბაქ­რა­ძე, ხოლო 45%-ის­თვის ის მო­სა­წო­ნი არ არის.

ყვე­ლა სხვა პო­ლი­ტი­კოსს, რომ­ლის რე­ი­ტინ­გიც IღI-მ გა­ზო­მა, მო­წო­ნე­ბი­სა და არ­მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის უარ­ყო­ფი­თი ბა­ლან­სი აქვს. მათ შო­რის, თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია არ მოს­წონს გა­მო­კი­თხულ­თა 46%-ს და მოს­წონს – 40%-ს. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი არ­მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (70%) "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს აქვს. მო­წო­ნე­ბის და არ მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის ბა­ლან­სის შე­დე­გად, ბურ­ჯა­ნა­ძე­ზე ცუდი შე­დე­გე­ბი აქვთ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს (21%-ს – მოს­წონს, 48%-ს – არა), ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს (16%-ს მოს­წონს, 51%-ს – არა) და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს (15%-ს მოს­წონს, 65%-ს – არა).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რომელი პოლიტიკური ლიდერი მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში - IRI-ს პერსონალური რეიტინგები

რომელი პოლიტიკური ლიდერი მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში - IRI-ს პერსონალური რეიტინგები

საერთაშორიოს რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან აცნობეს, IRI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს დაემატა პერსონალური რეიტინგები, რომელიც სხვა კითხვარებთან ერთად თავდაპირველად არ განსაჯაროებულა.

კვლევის შედეგების თანახმად, მოწონების რეიტინგში დავით სერგეენკო ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ჯანდაცვის მინისტრს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მოსდევს, რომელსაც ასევე 62%-ს მოსწონს, თუმცა დადებით და უარყოფით მაჩვენებლებს შორის მას უფრო ცუდი ბალანსი აქვს, ვიდრე დავით სერგეენკოს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არ მოსწონს 30%-ს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.

გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, არ მოსწონს 34%-ს. ასევე, 57%-იანი მოწონების მაჩვენებლი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომელიც 36%-ს არ მოსწონს. ხუთეულის ბოლო წევრია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს - არა.

სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება: თეა წულუკიანი მოსწონს გამოკითხულთა 51%-ს, არ მოსწონს 41%-ს; კახა კალაძე 48%-ს მოსწონს, 44%-ს - არა; გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე, ხოლო 45%-ისთვის ის მოსაწონი არ არის.

ყველა სხვა პოლიტიკოსს, რომლის რეიტინგიც IღI-მ გაზომა, მოწონებისა და არმოწონების მაჩვენებლებს შორის უარყოფითი ბალანსი აქვს. მათ შორის, თბილისის მერი დავით ნარმანია არ მოსწონს გამოკითხულთა 46%-ს და მოსწონს – 40%-ს. ყველაზე მაღალი არმოწონების მაჩვენებელი (70%) "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს აქვს. მოწონების და არ მოწონების მაჩვენებლებს შორის ბალანსის შედეგად, ბურჯანაძეზე ცუდი შედეგები აქვთ ალექსი პეტრიაშვილს (21%-ს – მოსწონს, 48%-ს – არა), ზურაბ ჯაფარიძეს (16%-ს მოსწონს, 51%-ს – არა) და გუბაზ სანიკიძეს (15%-ს მოსწონს, 65%-ს – არა).

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."