ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში გარდაცვლილი 25 წლის ზურაბ სამხარაძის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ მათი შვილი შესაძლოა, მოკლული იყოს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა, მშობლების მოთხოვნით, ცხედარი თბილისში გადაასვენეს, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"ოჯახის მოთხოვნით ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაუტარდა. გვითხრეს, რომ პასუხი ორი კვირის შემდეგ იქნება", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ლელიანში გამგეობის სპეციალისტმა ნინო კონტრიძემ.
25 წლის ზურაბ სამხარაძე, სოფელ ლელიანში 27 მარტს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიღუპა, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.