საგამოძიებო სამსახურმა ბაზრის ვეტექიმები დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ბაზრის ვეტექიმები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ბაზრის მოქმედი ვეტექიმები ხვიჩა ბიჭიაშვილი და მამუკა მჟავანაძე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დადგენილია, რომ ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე.

"გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ