პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები" - ირაკლი შოთაძე ხარძიანის მკვლელობაზე
"ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები" - ირაკლი შოთაძე ხარძიანის მკვლელობაზე

ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რას საკ­მა­ოდ დიდი ინ­ფორ­მა­ცია აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი შო­თა­ძემ "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­თა შე­დე­გა­დაც გა­მო­ძი­ე­ბამ დიდი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა.

შო­თა­ძე არ აკონ­კრე­ტებს, და­ი­ბა­რე­ბენ თუ არა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გია უდე­სი­ან­სა და ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს და­კი­თხვა­ზე.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ფლობს დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩვენ უკვე ვი­ცით, სად უნდა ვე­ძე­ბოთ შე­სა­ბა­მი­სი მოწ­მე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

ამას­თან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­დი­ას და გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს მოთ­მი­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი და­ი­სა­ჯონ", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, "ხარ­ძი­ა­ნის საქ­მე­ზე, გა­და­დოს ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და აც­ნო­ბოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცხელ ხაზს ყვე­ლა­ფე­რი, რაც იცის ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ".

შო­თა­ძის თქმით, ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის ცხელ ხაზ­ზე ამ დრომ­დე მხო­ლოდ ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ და­რე­კა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები" - ირაკლი შოთაძე ხარძიანის მკვლელობაზე

"ჩვენ უკვე ვიცით, სად ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და მტკიცებულებები" - ირაკლი შოთაძე ხარძიანის მკვლელობაზე

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, განზრახ მკვლელობის საქმეზე ჩატარებულია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება, რომელთა შედეგადაც გამოძიებამ დიდი ინფორმაცია მოიპოვა.

შოთაძე არ აკონკრეტებს, დაიბარებენ თუ არა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს დაკითხვაზე.

"პროკურატურა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ფლობს დიდ ინფორმაციას. ჩვენ უკვე ვიცით, სად უნდა ვეძებოთ შესაბამისი მოწმეები და შესაბამისი მტკიცებულებები. საგამოძიებო მოქმედებები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს", - განაცხადა შოთაძემ.

ამასთან, მთავარი პროკურორის მოადგილე საზოგადოებას, მედიას და გარდაცვლილის ახლობლებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

"პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ", - განაცხადა შოთაძემ.

პროკურორის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, "ხარძიანის საქმეზე, გადადოს ქართული მენტალიტეტი და აცნობოს პროკურატურის ცხელ ხაზს ყველაფერი, რაც იცის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ".

შოთაძის თქმით, ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ცხელ ხაზზე ამ დრომდე მხოლოდ ერთმა მოქალაქემ დარეკა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ