"პალიტრა TV"-ის ეთერში, გადაცემა "ბიზნესPRESS"-ში ცეზარ ჩოჩელის ბიზნესისტორიას 6 აპრილს, 22:30 საათზე იხილავთ. გადაცემაში ბიზნესმენი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან მეგობრობაზე, ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე, გუბერნატორობის პერიოდსა და სხვა მრავალ საკითხზე საუბრობს. ცეზარ ჩოჩელმა წამყვანის იმ შეკითხვასაც უპასუხა გულწრფელად, რომელიც მისი და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობრობას შეეხებოდა.
"აქ ისეთი არაფერი არ მაქვს, რაც შეიძლება გავუგზავნო. ადამიანი არ უნდა ფასდებოდეს მისი მდგომარეობის მიხედვით. ის მეგობარი ვინც გყავდა უნდა გყავდეს. მე და ვანოს გვქონდა კონკრეტულად პიროვნული ურთიერთობა. რახან ახლა დაჭერილია და როგორც ზოგიერთები იქცევა, ვიღაცა ვიღაცას აგინებს, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. ადამიანმა საკუთარი თავის გადარჩენის გამო სხვაზე არ უნდა გადაიარო. მე არც დღეს მრცხვენია და არც ხვალ შემრცხვება. იყო მეგობარი და არის მეგობარი", -აღნიშნა ინტერვიუში ჩოჩელმა.