გია ნიკოლაძეს თსუ-მ დოქტორის ხარისხი მიანიჭა

გია ნიკოლაძეს თსუ-მ დოქტორის ხარისხი მიანიჭა

"ნიკოლშოუს" სოლისტი გია ნიკოლაძე ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში პოემაზე მუშაობდა, რომელიც ასე დაასათაურა - "ქართ ზღაპარი ანი ბანი" აი ია". რომლის გამოცემის საკითხიც დიდიხნის განმავლობაში მოუგვარებელი იყო. როგორც იქნა, გადაწყდა და წიგნი დაიბეჭდა, რის გამოც ავტორი გახარებულია.

ამ წიგნის განხილვა სხვადასხვა ადგილას მოეწყო, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და სენსაციური განცხადებები გაკეთდა - თითქმის ყველა კათედრამ (ქიმიის, ფიზიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ასტრო-ფიზიკის) გია ნიკოლაძე სადოქტორო დისერტაციაზე წარადგინა.

წიგნი არის, დედამიწაზე და იმ ყველაფერზე, რაც ცოცხალია. დევებსა და გიგანტებსაც კი ეხება, არგონავტებს...

როგორც ავტორი ამბობს, ამის დაწერა კი ბუნების ძალამ უკარნახა და აიძულა...

1

ეს ლექსი არის ნაკარნახები!/ ნაკარნახევი ისეთი ძალის,/ რომელიც თავის თავში შეიცავს/ ერთობას: ცეცხლის, მიწის და წყალის!/ და რა თქმა უნდა კაცის და ქალის!/

2

თან სიხარული და სიყვარული,/ არა ფარული ყველასთვის თქმული./ ისეთი სრული რომ ყველა გული,/ ყოველი სული და მოარული,

3

თუ შეეხება მას იგი ძალა?!/ თუ ისმინა და არ დაემალა,/ ვერავინ შესძლებს მის უარყოფას,/ გადაკეთებას ან მის დაყოფას.

4

ძალა რომ მართლაც არსებობს იგი/ ამას ამტკიცებს ამ სტროფთა რიგი./ სად შემიძლია მტვერს მე უსუსურს/ ამდენის წერა, თან როგორც მე მსურს.

5

მე მხოლოდ ვიწერ ყურში თქმულს ლამის,/ ხოლო დამწერი ერთია ამის./ გადა-მწერები ვყოფილვართ ყველა!/ და ვინც გვკარნახობს, მასთან არ ბნელა!

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია