პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა
მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბის წი­ნა­მორ­ბედ ხელ­მძღვა­ნელ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას საფ­რან­გეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას სა­ჰა­ე­რო უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის არა გა­უქ­მე­ბა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დე­ბა სთხო­ვა. ამ სა­კი­თხზე კი­დევ ერთი კო­მენ­ტა­რი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აღარ გა­ა­კე­თებს.

"კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ და ამ სა­კი­თხზე და­მე­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას აღარ ვა­პი­რებ. მე ალა­სა­ნი­ას შე­ვახ­სე­ნე ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ეც­ვა და ვთხო­ვეთ, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­ე­დოთ ხელ­მო­წე­რის პრო­ცე­დუ­რა. არ იყო ისე, რო­გორც ის აცხა­დებს, რომ უარი ეტქვა ხელ­მო­წე­რა­ზე. ჩვე­ნი თხოვ­ნა იყო, და­ეც­ვა პრო­ცე­დუ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად პრო­ცესს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ეს პრო­ცე­სი დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­მა­ტე­ბით, მათ შო­რის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რა­ზეც ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­უბ­რობს, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რაც უფრო მეტს ვი­სა­უბ­რებთ თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­სა და სა­ი­დუმ­ლო თე­მებ­ზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭო­რა­ო­ბა და მით­ქმა-მოთ­ქმა იქ­ნე­ბა, მით მეტი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა ქვეყ­ნის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა

მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რამდენიმე დღით გადადება სთხოვა

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, უწყების წინამორბედ ხელმძღვანელ ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სატელეფონო საუბრისას საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არა გაუქმება, არამედ რამდენიმე დღით გადადება სთხოვა. ამ საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი თავდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემის შესახებ განცხადებას აღარ გააკეთებს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ საკითხზე დამეტებითი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. მე ალასანიას შევახსენე ის აუცილებელი პროცედურები, რომლებიც უნდა დაეცვა და ვთხოვეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე დღით გადაედოთ ხელმოწერის პროცედურა. არ იყო ისე, როგორც ის აცხადებს, რომ უარი ეტქვა ხელმოწერაზე. ჩვენი თხოვნა იყო, დაეცვა პროცედურები. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს წარმატებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რაზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებსა და საიდუმლო თემებზე ღიად, რაც უფრო მეტი ჭორაობა და მითქმა-მოთქმა იქნება, მით მეტი ზიანი მიადგება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."