საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა რი­გი­თი წევ­რი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ე­ბის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

"არას­დროს მო­უ­მარ­თავს პრე­ზი­დენტს რა­ი­მე კი­თხვით, თუ რას აკე­თებს ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭო, უშ­ლის თუ არა რო­მე­ლი­მე სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბა­ში ხელს. მე მინ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვუ­მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვა­ში და არა პრე­ზი­დენტს, თუ რა მიზ­ნით შევ­ქმე­ნით ეკო­ნო­მი­კუ­რი და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ე­ბი. პრე­ზი­დენტს რომ მო­ე­მარ­თა კი­თხვით, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ დროს ამას მო­ვა­ხერ­ხებ­დით. მე მახ­სოვს, რომ ამ სა­კი­თხზე ჩვენ გვქონ­და სა­უ­ბა­რი. ეს მო­დე­ლი ჩვენ გად­მო­ვი­ღეთ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აქვს მსგავ­სი ტი­პის სა­თათ­ბი­რო­ე­ბი. ასე­ვე აქვს ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, აშშ-ის პრე­ზი­დენტს. რა­ი­მე ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, მე შე­ვე­ცა­დე, რომ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გაზ­რდის მიზ­ნით შე­მექ­მნა საბ­ჭო­ე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის შე­ნიშ­ვნა, თუ კრი­ტი­კა მი­ნის­ტრე­ბის მი­სა­მარ­თით პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან, რომ მი­ნის­ტრე­ბი საბ­ჭოს რი­გით წევ­რე­ბად ით­ვლე­ბი­ან. უკაც­რა­ვად და ამ საბ­ჭოს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ მე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არის ხელ­მძღვა­ნე­ლი, იქ ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა რი­გი­თი წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ იდენ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბაა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­თხვე­ვა­შიც.

"ასე რომ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თვის ასე­თი დო­ნის და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. მინ­და, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, მათ შო­რის, პრე­ზი­დენტს, რომ რო­დე­საც სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე, არ და­ა­ვი­წყდეს არა­ვის, რომ ასე­თი სა­უბ­რე­ბით ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს ვავ­ნებთ და ვაკ­ნი­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭოს შექ­მნის იდეა მას ეკუთ­ვნის, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრებს შო­რის არ იყო ეფექ­ტუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცია. პრე­მი­ე­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფო­ლე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მნის კუ­თხით.

"სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ორი ათე­უ­ლი საბ­ჭო გვაქვს თით­ქოს მთავ­რო­ბას, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ჩვენ შევ­ქმე­ნით ორი საბ­ჭო რე­ა­ლუ­რად, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნა. მე მათ და­სა­ბუ­თე­ბა წარ­ვუდ­გი­ნე ყვე­ლას, პირ­ველ რიგ­ში, გუნდს, მთავ­რო­ბას, კო­ა­ლი­ცი­ას და პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს კა­ნო­ნი, ვი­ნა­ი­დან სა­ჭი­რო იყო ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის, ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის, თავ­დაც­ვის და მარ­თლწეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტრა­ტე­გი­ულ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა და მსჯე­ლო­ბა. ეს მთავ­რო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, აღარ არის პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა და კომ­პე­ტენ­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო სა­ჭი­რო საბ­ჭოს შექ­მნა. ეს ორი­ვე საბ­ჭო წარ­მო­ად­გენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს და კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, ვინც კი­დევ ვერ გა­ი­გო, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­უ­რი არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ყვე­ლა სა­ხის კრი­ზი­სის მარ­თვა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის შექ­მნის იდეა სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლის­ფუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი­დან, 2005 წლი­დან მო­დი­ო­და და მათ ვერ შეძ­ლეს მსგავ­სი ტი­პის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შექ­მნა, ხოლო 2008 წლის ომის დროს ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რომ კო­ორ­დი­ნა­ცია არ იყო და თბი­ლი­სის მერი იძ­ლე­ო­და ბრძა­ნე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტში წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მა­შინ, როცა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს აფერ­ხებს სხვა­დას­ხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის საბ­ჭო და შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტი­კის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მუ­რი პა­რა­ლე­ლიზ­მის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. "წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია სწო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მუ­რი პა­რა­ლე­ლიზ­მის პი­რო­ბებ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა რო­დე­საც, ერ­თის მხრივ, გვყავს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, მე­ტიც ვიცე-პრე­მი­ე­რი, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს აფერ­ხებს სხვა­დას­ხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ფი­ლის საბ­ჭო და შე­სა­ბა­მი­სი თე­მა­ტი­კის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი. ამი­ტომ, სწრა­ფად უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის სა­თა­ნა­დო ნდო­ბი­თა და ფუნ­ქცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მოსაზრებაზე - ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია

სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, იქ მინისტრი იქნება რიგითი წევრი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ საკოორდინაციო საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

"არასდროს მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით, თუ რას აკეთებს ეკონომიკური საბჭო, უშლის თუ არა რომელიმე სამინისტროს მუშაობაში ხელს. მე მინდა, მოსახლეობას განვუმარტო ამ შემთხვევაში და არა პრეზიდენტს, თუ რა მიზნით შევქმენით ეკონომიკური და კრიზისების მართვის საბჭოები. პრეზიდენტს რომ მოემართა კითხვით, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს ამას მოვახერხებდით. მე მახსოვს, რომ ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს მოდელი ჩვენ გადმოვიღეთ ისრაელიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს აქვს მსგავსი ტიპის სათათბიროები. ასევე აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის პრეზიდენტს. რაიმე ახალი გამოგონება არ ყოფილა, პირიქით, მე შევეცადე, რომ კოორდინაციის გაზრდის მიზნით შემექმნა საბჭოები. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის შენიშვნა, თუ კრიტიკა მინისტრების მისამართით პრეზიდენტის მხრიდან, რომ მინისტრები საბჭოს რიგით წევრებად ითვლებიან. უკაცრავად და ამ საბჭოს ვხელმძღვანელობ მე, პრემიერ-მინისტრი. სადაც პრემიერ-მინისტრი არის ხელმძღვანელი, იქ ბუნებრივია, მინისტრი იქნება რიგითი წევრი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ იდენტური ვითარებაა მთავრობის სხდომის შემთხვევაშიც.

"ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ასეთი დონის დამაკნინებელი შეფასება. მინდა, ყველას მოვუწოდო, მათ შორის, პრეზიდენტს, რომ როდესაც საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებაზე, არ დაავიწყდეს არავის, რომ ასეთი საუბრებით ჩვენ სახელმწიფოს ვავნებთ და ვაკნინებთ", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკურ საბჭოს შექმნის იდეა მას ეკუთვნის, ვინაიდან მინისტრებს შორის არ იყო ეფექტური კოორდინაცია. პრემიერისთვის გაუგებარია, თუ რომელი კომპანიის წარმომადგენელი გამოთქვამს უკმაყოფოლებას ხელოვნური ბარიერების შექმნის კუთხით.

"საუბარი იმაზე, რომ ორი ათეული საბჭო გვაქვს თითქოს მთავრობას, ძალიან არასერიოზულია. ჩვენ შევქმენით ორი საბჭო რეალურად, სხვადასხვა ადამიანს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა. მე მათ დასაბუთება წარვუდგინე ყველას, პირველ რიგში, გუნდს, მთავრობას, კოალიციას და პარლამენტმა მიიღო უსაფრთხოების საბჭოს კანონი, ვინაიდან საჭირო იყო ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობა და მსჯელობა. ეს მთავრობის კომპეტენციას მიეკუთვნება, აღარ არის პრეზიდენტის უფლება და კომპეტენცია. აქედან გამომდინარე იყო საჭირო საბჭოს შექმნა. ეს ორივე საბჭო წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, ვინც კიდევ ვერ გაიგო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და ყველა სახის კრიზისის მართვა მის კომპეტენციაში შედის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების საბჭოს და კრიზისების მართვის ცენტრის შექმნის იდეა საქართველოს პარტნიორების მხრიდან ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისფულების პერიოდიდან, 2005 წლიდან მოდიოდა და მათ ვერ შეძლეს მსგავსი ტიპის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, ხოლო 2008 წლის ომის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კოორდინაცია არ იყო და თბილისის მერი იძლეოდა ბრძანებებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს. "წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."