პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავას უნიკალური საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას - მსახიობის დღემდე უცნობი ფოტოალბომი
ია ფარულავას უნიკალური საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას - მსახიობის დღემდე უცნობი ფოტოალბომი

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ძვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­ციფ­რე­ბაა, რა­ზეც ად­რეც ვწერ­დით. ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სო­ფელ-სო­ფელ, ოჯახ-ოჯახ და­დი­ან და უზარ­მა­ზარ სა­მუ­შა­ოს ატა­რე­ბენ. ყო­ვე­ლი ფოტო ხომ ერთი პა­ტა­რა ამ­ბა­ვია და ასე დაგ­როვ­და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოდ­ქ­ცე­უ­ლი ამ­ბა­ვი წარ­სუ­ლი­დან.

ბოლო დროს ბიბ­ლი­ო­თე­კამ თხოვ­ნით თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებ­საც მი­მარ­თა, - სა­კუ­თა­რი არ­ქი­ვე­ბი­დან მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი. ჰოდა, უმ­რავ­ლე­სო­ბა ინ­ტე­რე­სი­თა და სი­ხა­რუ­ლით ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

- ეს ჩვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სა და "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია - "ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე", რო­მე­ლიც ოჯახ-ოჯახ სი­ა­რულ­სა და ფო­ტო­ე­ბის გა­ციფ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მე თან­და­თან მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა.

ამას­თან, დიდი ხანი არ არის, რაც სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხუ­რი ალ­ბო­მე­ბის გა­ციფ­რე­ბაც და­ვი­წყეთ - აქ მხო­ლოდ ის სუ­რა­თე­ბი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, სა­დაც თვი­თონ არის ესა თუ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლი, არა­მედ ვხვდე­ბით სხვა პი­როვ­ნე­ბებ­საც, რო­მელ­თა ფო­ტო­ებ­საც იგი ინა­ხავს.

ცოტა ხნის წინ სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი გა­სა­ციფ­რებ­ლად გად­მოგ­ვცა მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ.

- ანუ დაგ­თან­ხმდათ, ხომ?

- ია მო­ვი­და, მო­ი­ტა­ნა თა­ვი­სი ფო­ტო­არ­ქი­ვი და ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში (თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი), თა­ნამ­შრომ­ლებს სუ­რა­თე­ბის წარ­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა­სა და აღ­წე­რი­ლო­ბა­ში თა­ვად­ვე ეხ­მა­რე­ბო­და... რო­გორც ვიცი, ამ ფაქ­ტით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია. მას მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ვი აქვს.

გვინ­და, მსა­ხი­ობ ია ფა­რუ­ლა­ვას მიერ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი ფოტო წარ­მო­გიდ­გი­ნოთ.

სუ­რათ­ზე, რომ­ლი­თაც სტა­ტია იხ­სნე­ბა, პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, ქვეყ­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად არის ასა­ხუ­ლი (რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ).

აქ კი იას მამა, სკულპ­ტო­რი და მო­ქან­და­კე - ოთარ ფა­რუ­ლა­ვაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ფოტო ლოს-ან­ჯე­ლეს­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც მამა სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის - იას ბი­უსტზე მუ­შა­ობ­და.

ია დე­დას­თან - დო­ნა­რა იმე­და­ძეს­თან ერ­თად (ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა) არის. ქალ­ბა­ტო­ნი დო­ნა­რა წარ­სულ­ში მო­ცეკ­ვა­ვე და მო­დე­ლი გახ­ლდათ. დედა-შვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­ზე სი­ეტ­ლში არი­ან წლე­ბის წინ გა­და­ღე­ბუ­ლე­ბი.

ია და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე - მა­მი­და და ძმის­შვი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ქრის­ტი­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი მა­მი­და, ისე­ვე რო­გორ, მა­მი­დას ის.

ეს ფოტო ია ფა­რუ­ლა­ვას თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს ასა­ხავს. სპექ­ტაკლზე "ჯერ და­ი­ხოც­ნენ მერე იქორ­წი­ნეს" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სა­კურ­სო ნა­მუ­შე­ვა­რია, სა­დაც ლე­ვან წუ­ლა­ძე, რო­გორც იას თა­ნა­კურ­სე­ლი, ისეა აღ­ბეჭ­დი­ლი.

ლალი ფა­ცია

Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ია ფარულავას უნიკალური საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას - მსახიობის დღემდე უცნობი ფოტოალბომი

ია ფარულავას უნიკალური საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას - მსახიობის დღემდე უცნობი ფოტოალბომი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ძველი, ისტორიული და უნიკალური ფოტოების გაციფრებაა, რაზეც ადრეც ვწერდით. ბიბლიოთეკის თანამშრომლები სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ დადიან და უზარმაზარ სამუშაოს ატარებენ. ყოველი ფოტო ხომ ერთი პატარა ამბავია და ასე დაგროვდა ბევრი საინტერესო ფოტოდქცეული ამბავი წარსულიდან.

ბოლო დროს ბიბლიოთეკამ თხოვნით თბილისში ცნობილი ადამიანების ოჯახებსაც მიმართა, - საკუთარი არქივებიდან მიეწოდებინათ ფოტოალბომები. ჰოდა, უმრავლესობა ინტერესითა და სიხარულით ერთვება ამ საქმეში.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- ეს ჩვენი ბიბლიოთეკისა და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტია - "ციფრული ფოტომატიანე", რომელიც ოჯახ-ოჯახ სიარულსა და ფოტოების გაციფრებას გულისხმობს. საქმე თანდათან მასშტაბური ხდება.

ამასთან, დიდი ხანი არ არის, რაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ოჯახური ალბომების გაციფრებაც დავიწყეთ - აქ მხოლოდ ის სურათები არ იგულისხმება, სადაც თვითონ არის ესა თუ ის ცნობილი ადამიანი გამოსახული, არამედ ვხვდებით სხვა პიროვნებებსაც, რომელთა ფოტოებსაც იგი ინახავს.

ცოტა ხნის წინ საკუთარი ფოტოები გასაციფრებლად გადმოგვცა მსახიობმა ია ფარულავამ.

- ანუ დაგთანხმდათ, ხომ?

- ია მოვიდა, მოიტანა თავისი ფოტოარქივი და ჩვენს ლაბორატორიაში (თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი), თანამშრომლებს სურათების წარწერების გაკეთებასა და აღწერილობაში თავადვე ეხმარებოდა... როგორც ვიცი, ამ ფაქტით ძალიან კმაყოფილია. მას მართლაც საინტერესო და უნიკალური არქივი აქვს.

გვინდა, მსახიობ ია ფარულავას მიერ ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული ფოტოალბომიდან რამდენიმე საზოგადოებისთვის უცნობი ფოტო წარმოგიდგინოთ.

სურათზე, რომლითაც სტატია იხსნება, პოპულარული მსახიობი, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის ასახული (როგორც ცნობილია, ისინი თანაკლასელები იყვნენ).

აქ კი იას მამა, სკულპტორი და მოქანდაკე - ოთარ ფარულავაა აღბეჭდილი. ფოტო ლოს-ანჯელესშია გადაღებული, როდესაც მამა საკუთარი ქალიშვილის - იას ბიუსტზე მუშაობდა.

ია დედასთან - დონარა იმედაძესთან ერთად (ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა) არის. ქალბატონი დონარა წარსულში მოცეკვავე და მოდელი გახლდათ. დედა-შვილი აღნიშნულ ფოტოზე სიეტლში არიან წლების წინ გადაღებულები.

ია და ქრისტინე იმედაძე - მამიდა და ძმისშვილი. ცნობილია, რომ ქრისტინეს ძალიან უყვარს თავისი მამიდა, ისევე როგორ, მამიდას ის.

ეს ფოტო ია ფარულავას თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტობის პერიოდს ასახავს. სპექტაკლზე "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს" მუშაობის პერიოდია დაფიქსირებული. საკურსო ნამუშევარია, სადაც ლევან წულაძე, როგორც იას თანაკურსელი, ისეა აღბეჭდილი.

ლალი ფაცია

Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია