"ქოცებო გვშია", "ძირს ქოცები", "მიშა გვიშველე" - ეს წარწერები ლაგოდეხში რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობაზე დღეს გამოჩნდა, მათ შორის საკრებულოს ფასადზეც.
წითელი საღებავით გაკეთებულ წარწერებს საკრებულოს თავმჯდომარე მორიგ პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს. გოდერძი ბარბაქაძის განცხადებით, თვითმმართველობა ფაქტზე რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავს, თუმცა წინასწარ ვარაუდობს, რომ წარწერები "პოლიტიკური შეკვეთაა".
წყარო: heretifm.com