"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს

"ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იუნესკო ორწლიან ვადაში განიხილავს ქართული ანბანისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს. მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ქართული დამწერლობა ოფიციალურად მიიღებს სტატუსს, მაშინ საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება.

საქართველომ "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის" რატიფიცირება 2008 წლის 18 მარტს მოახდინა. მას შემდეგ, 2008 წელს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ "ქართულ პოლიფონიურ სიმღერას" და შემდგომ, 2013 წელს, "ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს" მიენიჭა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია