Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო
ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მის წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 15 აპ­რი­ლის­თვის გა­და­ი­დო. სხდო­მის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორც მხა­რე­ებ­მა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მე­ბი იყო.

15 აპ­რილს წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ვერ მო­ეს­წრო.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ ხელთ არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თეს კო­მენ­ტა­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხდო­მის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზებს, რო­გორც ად­ვო­კატ­მა ლე­ვან სა­მუ­ში­ამ გან­მარ­ტა, ეს უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ხარ­ვე­ზე­ბი იყო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნუ­მე­რა­ცი­ა­ში. ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­სა­მარ­თლეს ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­თან შე­კი­თხვე­ბი ჰქონ­და. შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მო­სამ­ზა­დებ­ლად კი პრო­კუ­რა­ტუ­რას და ად­ვო­კა­ტებს 15-დღი­ა­ნი ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ვერ მო­ეს­წრო შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის და­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე.

ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მათ ხელთ არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დღეს პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თეს კო­მენ­ტა­რე­ბი.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, დაც­ვის მხა­რეს წარ­დგე­ნი­ლი 2200-გვერ­დი­ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში 2000 გვერ­დი გა­და­ტა­ნი­ლი აქვს ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხონ ად­ვო­კა­ტებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა.

"სა­უ­ბა­რია მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა­საც ეყ­რდნო­ბა ბრალ­დე­ბა, უმ­თავ­რე­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მე­ო­რე­ბუ­ლი აქვს დაც­ვის მხა­რეს, ეს არის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და ა. შ. რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დას­ტურ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და ის, რომ მათი ქმე­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი თან­ხის გაფ­ლან­გვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვამ­ბობ, რომ ეს არის აბ­სურ­დუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა.

პრო­კუ­რო­რის ამ შე­ფა­სე­ბებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა დაც­ვის მხა­რის კი­დევ ერ­თმა ად­ვო­კატ­მა სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

"თუკი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს იმას, რომ დაც­ვის მხა­რემ გა­მო­ი­ყე­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას. ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რათა და­ვა­დას­ტუ­როთ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. პირ­ველ რიგ­ში, პი­რებს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი ედე­ბათ 182-ე მუხ­ლით, თან­ხებ­თან, რო­მელ­ზეც სა­უ­ბა­რია ბრალ­დე­ბა­ში, შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვთ. მათ "სილ­ქნეტ­თან" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი და სა­ერ­თოდ, ბრალ­დე­ბა­ში არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი, რომ აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ან­გა­რე­ბა ჰქონ­დათ გა­მიზ­ნუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ცე­სე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბა არის გა­მო­გო­ნი­ლი. ჩვე­ნი­ვე არ­გუ­მენ­ტე­ბით გა­ვა­ბა­თი­ლებთ ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და სოსო ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

15 აპ­რილს, ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 11.00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი, როგორც მხარეებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები იყო.

15 აპრილს წინასასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებების უტყუარობაზე კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

რაც შეეხება სხდომის გადადების მიზეზებს, როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა, ეს უკავშირდება იმას, რომ ხარვეზები იყო დოკუმენტაციის ნუმერაციაში. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებთან შეკითხვები ჰქონდა. შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად კი პროკურატურას და ადვოკატებს 15-დღიანი ვადა განესაზღვრათ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო შუამდგომლობების დაყენება, მათ შორის, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენელმა მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარეს წარდგენილი 2200-გვერდიან მტკიცებულებებში 2000 გვერდი გადატანილი აქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან. პროკურორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხონ ადვოკატებმა საკუთარი პოზიციის გამყარება.

"საუბარია მთავარ მტკიცებულებებზე, რასაც ეყრდნობა ბრალდება, უმთავრესი მტკიცებულებები გამეორებული აქვს დაცვის მხარეს, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა. შ. რომლის საფუძველზეც დასტურდება ბრალდებულებისთვის ბრალეულობა და ის, რომ მათი ქმედებების საფუძველზე მოხდა 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არის აბსურდული", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

პროკურორის ამ შეფასებებზე საპასუხოდ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის კიდევ ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

"თუკი პროკურატურა ამბობს იმას, რომ დაცვის მხარემ გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოიდგინეთ, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ ბრალდებულების უდანაშაულობა. პირველ რიგში, პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 182-ე მუხლით, თანხებთან, რომელზეც საუბარია ბრალდებაში, შემხებლობა არ აქვთ. მათ "სილქნეტთან" განხორციელებულ შესყიდვებზე აქვთ ხელი მოწერილი და საერთოდ, ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი, რომ აღნიშნულ პირებს ანგარება ჰქონდათ გამიზნული. ეს ყველაფერი პროცესების განმავლობაში გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ ბრალდება არის გამოგონილი. ჩვენივე არგუმენტებით გავაბათილებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

15 აპრილს, ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11.00 საათზე განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ