პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახურის განმარტება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის
შემოსავლების სამსახურის განმარტება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დღე­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა.

რო­გორც ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღეს, 1 აპ­რილს და­ი­წყო და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის და­საბ­რუ­ნებ­ლად დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის ატ­ვირ­თვა შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დზე.

"უკვე ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის­თვის ატ­ვირ­თუ­ლი იყო 3 000-ზე მეტი დეკ­ლა­რა­ცია. ამ წუ­თებ­ში ძა­ლი­ან დიდი რი­გე­ბია შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სერ­ვის-ცენ­ტრებ­ში, ასე­ვე სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ფი­ლი­ა­ლებ­ში. მინ­და მო­ვუ­წო­დო და თხოვ­ნით მივ­მარ­თო და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით მო­სარ­გებ­ლე პი­რებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დღე­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა. ასე მხო­ლოდ ვა­ფერ­ხებთ სის­ტე­მას, ხელს ვუშ­ლით გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას. პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნე­თის საქ­მი­ა­ნო­ბას, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის სა­წინ­და­რი. და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა ყვე­ლა მო­სარ­გებ­ლე პირს", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა 30 სექ­ტემ­ბრამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მი­სი­ვე თქმით, წელს აქვთ სი­ახ­ლე­ე­ბიც.

"და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის დეკ­ლა­რა­ცი­ას მი­ე­ნი­ჭე­ბა რი­გი­თის ნო­მე­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად იმ პი­რებს, რო­მელ­თაც შე­ავ­სეს დეკ­ლა­რა­ცია შე­უძ­ლი­ათ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით აკონ­ტრო­ლონ იმ დღის მო­ნა­ცე­მე­ბით რო­მელ დეკ­ლა­რა­ცი­ებს და­უბ­რუნ­დათ თან­ხა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შემოსავლების სამსახურის განმარტება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის

შემოსავლების სამსახურის განმარტება დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 1 აპრილს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე.

"უკვე ღამის პირველი საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია. ამ წუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში, ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას, ხელს ვუშლით გამართულ მუშაობას. პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ სისტემის გამართულად მუშაობის საწინდარი. დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი დაუბრუნდება ყველა მოსარგებლე პირს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე ინფორმაციით დეკლარაციების შევსება 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი. მისივე თქმით, წელს აქვთ სიახლეებიც.

"დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას მიენიჭება რიგითის ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად იმ პირებს, რომელთაც შეავსეს დეკლარაცია შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით აკონტროლონ იმ დღის მონაცემებით რომელ დეკლარაციებს დაუბრუნდათ თანხა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია