ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდ სააკაშვილი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის თავს არიდებს. პატარა ნიკოლოზისგან განსხვავებით, ის დედასაც არ დაჰყვებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. ედუჩა სააკაშვილმა საშუალო განათლება თბილისში, 53-ე სკოლაში მიიღო. 2013 წელს კი სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა და სუორტმორის კოლეჯში ჩააბარა, ფიზიკის განხრით. რჩევა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მისცა. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.
სუორტმორის კოლეჯი "ფორბსის" საიტზე გამოქვეყნებული "აშშ-ის 50 საუკეთესო უნივერსიტეტის" რეიტინგში მე-10 ადგილზეა. ამავე საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოლეჯის სტუდენტთა ერთი-მეხუთედი დოქტორის ხარისხს ეუფლება.
ედუჩას ამერიკაში მშობლები ხშირად ვერ ნახულობენ, რადგან მათ ამერიკაში ცხოვრება არ უწევთ. სანდრა რულოვსი ძირითადად პატარა ნიკოლოზის აღზრდით არის დაკავებული, რომელიც საქართველოში სწავლობს. როდესაც პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ქონება დააყადაღა ნიკოლოზს და სანდრა რულოვსს 6 თვით ჰოლანდიაში მოუწიათ ცხოვრებამ, პატარა ნიკოლოზი საქართველოში უკვე დაბრუნდა. ნიკოლოზი დედასთან ერთად ედუჩას ეწვია სუორტმორის კოლეჯში და ერთად გადაღებული ფოტოები სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ედუჩა სააკაშვილს ძირითადად უცხოელი მეგობრები ჰყავს, თუმცა რამდენიმე ქართველთანაც მეგობრობს. მათ იშვიათად ხვდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ედუჩას რჩეული არ ჰყავს და ახლა მთელ დროს სწავლას უთმობს. საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს. ედუჩა სააკაშვილი 2011 წელს გინესის რეკორდსმენიც გახდა. მან მარჯვენა ხელით "აიპადზე" ინგლისური ანბანი ყველაზე სწრაფად, 5,26 წამში აკრიფა და წინამორბედის მაჩვენებელი წამნახევარით გააუმჯობესა. ექსპრეზიდენტის ვაჟი პირველი ქართველია, რომელმაც აღნიშნულ სფეროში რეკორდი დაამყარა.
თამარ ბოჭორიშვილი