მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები
რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები

"ვში­შობ, დღეს ეს სამ­სა­ხუ­რი ზუს­ტად ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც ნა­თია მო­გე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შავ-ბნელ პე­რი­ოდ­ში იქ­ცე­ო­და. პრაქ­ტი­კუ­ლად აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე­ვე იყე­ნებს ამ სამ­სა­ხურს, რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებ­და."

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მაა და­ნიშ­ნი­ლი. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, "კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე" სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მაც და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა. "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლაშა თორ­დი­ას უწყე­ბამ, ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნა პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლი აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის თხოვ­ნით შე­ის­წავ­ლა.

სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის და­წყე­ბამ­დე აუ­დი­ტის დას­კვნის ში­ნა­არ­სი არ ხმა­ურ­დე­ბა, თუმ­ცა ის უკვე გა­და­ე­ცა დაც­ვის მხა­რეს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი სოსო ბა­რა­თაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ აუ­დი­ტის დას­კვნა მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აუ­დი­ტის შე­ფა­სე­ბე­ბი მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. ვში­შობ, დღეს ეს სამ­სა­ხუ­რი ზუს­ტად ისე­ვე იქ­ცე­ვა, რო­გორც ნა­თია მო­გე­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შავ-ბნელ პე­რი­ოდ­ში იქ­ცე­ო­და. პრაქ­ტი­კუ­ლად აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე­ვე იყე­ნებს ამ სამ­სა­ხურს, რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებ­და." - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც უკვე ვთქვით, გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­მა სა­სა­მარ­თლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე გა­დას­ცეს. რო­გორც და­კა­ვე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მათ შო­რის გახ­ლავთ 2013 წლის 26 დე­კემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­უ­ყოს 5 მი­ლი­ო­ნი ლარი ოპ­ტი­კუ­რი ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით". იქვე ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა სა­გა­რეო ვა­ლის ხარ­ჯზე გა­მო­ი­ყო, ვი­ნა­ი­დან ხა­დუ­რის უწყე­ბას და­ე­ვა­ლა, ამა­ვე თან­ხით შე­ამ­ცი­როს "სა­გა­რეო სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და და­ფარ­ვის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები

რატომ არ დაკითხეს "კაბელების საქმეზე" ალასანია და ხადური?! - გახმაურებული საქმის სკანადალური დეტალები

"ვშიშობ, დღეს ეს სამსახური ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ნათია მოგელაძის ხელმძღვანელობის შავ-ბნელ პერიოდში იქცეოდა. პრაქტიკულად აუდიტის სამსახურმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისევე იყენებს ამ სამსახურს, როგორც წინა ხელისუფლება იყენებდა."

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომაა დანიშნილი. როგორც გავარკვიეთ, "კაბელების საქმეზე" სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც დაასრულა მუშაობა. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ლაშა თორდიას უწყებამ, ფინანსური დარღვევების შესახებ დასკვნა პროკურატურას გადასცა. მკითხველს შევახსენებთ, რომ "კაბელების საქმის" ფინანსური ნაწილი აუდიტის სამსახურმა პროკურატურის თხოვნით შეისწავლა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე აუდიტის დასკვნის შინაარსი არ ხმაურდება, თუმცა ის უკვე გადაეცა დაცვის მხარეს. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა მთლიანად პოლიტიზებულია.

"შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის შეფასებები მთლიანად პოლიტიზებულია. ვშიშობ, დღეს ეს სამსახური ზუსტად ისევე იქცევა, როგორც ნათია მოგელაძის ხელმძღვანელობის შავ-ბნელ პერიოდში იქცეოდა. პრაქტიკულად აუდიტის სამსახურმა პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისევე იყენებს ამ სამსახურს, როგორც წინა ხელისუფლება იყენებდა." - აცხადებს ადვოკატი.

როგორც უკვე ვთქვით, გახმაურებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები უკვე გადასცეს. როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, მათ შორის გახლავთ 2013 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული მთავრობის განკარგულება, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 5 მილიონი ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით". იქვე ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა საგარეო ვალის ხარჯზე გამოიყო, ვინაიდან ხადურის უწყებას დაევალა, ამავე თანხით შეამციროს "საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები".

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ