საქართველოს პარლამენტის წევრი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე სოფელ ლესაში ადგილობრივ მცხოვრებს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზარალებული ზვიად ფუტკარაძე ლანჩხუთში, "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერის მოადგილის, რევაზ კვერენჩხილაძის განცხადებით, ფუტკარაძე საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
ინფორმაციას, რომ მანქანას, რომელიც მოქალაქეს დაეჯახა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი მართავდა, ”გურიის მოამბე” სოფლის მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსმა" თემურ ჩხაიძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.