მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა
ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა

ე. წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მო­ტი­ვი მხა­რე­თა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი მა­სა­ლე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა გახ­და. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლე და­ვით ჯუ­ღელ­მა დამ­სწრე­ებს დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა სთხო­ვა სხდო­მის იმ ნა­წილ­ში, რო­მელ­ზეც სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. კერ­ძოდ, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნუს­ხა უნდა წა­რად­გი­ნონ, რო­მელ­შიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­სე­ბობს სა­ი­დუმ­ლო მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი.

მას შემ­დეგ რაც ნუს­ხას წა­რად­გე­ნენ და და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ, პრო­ცე­სი მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, კვლავ გა­იხ­სნე­ბა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­ხურ­ვამ­დე ე. წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ხუ­თი­ვე პირ­მა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნო­ბენ. სხდო­მის და­ხურ­ვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში რჩე­ბი­ან თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, იგი სხდო­მის გახ­სნას და­ე­ლო­დე­ბა და პრო­ცესს და­ეს­წრე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა

ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა

ე. წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დროებით დაიხურა. აღნიშნულის მოტივი მხარეთა მტკიცებულებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების დასაშვებობაზე მსჯელობა გახდა. კერძოდ, მოსამართლე დავით ჯუღელმა დამსწრეებს დარბაზის დატოვება სთხოვა სხდომის იმ ნაწილში, რომელზეც საიდუმლო მასალების შესახებ იქნება საუბარი. კერძოდ, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების ნუსხა უნდა წარადგინონ, რომელშიც როგორც ცნობილია, არსებობს საიდუმლო მოწმეთა ჩვენებები.

მას შემდეგ რაც ნუსხას წარადგენენ და დასაშვებობაზე იმსჯელებენ, პროცესი მოსამართლის განცხადებით, კვლავ გაიხსნება.

სასამართლო სხდომის დახურვამდე ე. წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულმა ხუთივე პირმა წარდგენილ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სხდომის დახურვის შემდეგ სასამართლოში რჩებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლები.

როგორც ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი სხდომის გახსნას დაელოდება და პროცესს დაესწრება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ