"ლუფთანზას" მფრინავთა სკოლის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ანდრეას ლუბიცს დეპრესია აწუხებდა

"ლუფთანზას" მფრინავთა სკოლის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ანდრეას ლუბიცს დეპრესია აწუხებდა

ავიაკომპანია "ლუფთანზას" მფრინავთა სკოლის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ მფრინავ ანდრეას ლუბიცს, რომელმაც გასულ კვირას "ჯერმანვინგის" თვითმფრინავი განზრახ დააჯახა მთებს, დეპრესია აწუხებდა.

"ევრონიუსის" ცნობით, ლუბიცმა 2009 წელს მფრინავთა სკოლაში სწავლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწორედ მწვავე დეპრესიის გამო შეწყვიტა. როგორც ირკვევა, ლუბიცი ვიდრე მფრინავის ლიცენზიას მიიღებდა, თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი. "ლუფთანზაში" ადასტურებენ, რომ ანდრეას ლუბიცმა რამდენიმე წლის წინ მფრინავთა სკოლაში ტრენინგები დროებით შეწყვიტა, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, ხოლო როდესაც დაუბრუნდა ის კურსებს, ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმების დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მან დაძლია მწვავე დეპრესიის პერიოდი.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ "ლუფთანზა" მფრინავების შერჩევის დროს სათანადო პროცედურებს არ მიმართავს, შესაძლოა, კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრან.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა