სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა ნანუაშვილი - ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა
უჩა ნანუაშვილი - ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გა­სუ­ლი წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი რჩე­ბა. რო­გორც ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეს კი­თხვე­ბი რამ­დე­ნი­მე საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბობს.

"ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი რჩე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რის, რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მის­თვის სა­ი­დუმ­ლო გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა, რა­მაც გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ხელი შე­უ­შა­ლა დაც­ვის მხა­რეს შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მა ჰქო­ნო­და საქ­მის მა­სა­ლებ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და საქ­მის მა­სა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს მო­ეხ­სნა გრი­ფი. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია სო­ფელ ლა­ფან­ყურ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის, არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის და არც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან ეფექ­ტი­ა­ნი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის და ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ებ­ზე. ნა­ნუ­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ შემ­თხვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვას გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბით და­მა­ჯა­რე­ბე­ლი პა­სუ­ხე­ბი უნდა გა­ე­ცეს უმოკ­ლეს ვა­დებ­ში.

"ასე­ვე, დღემ­დე უც­ნო­ბია 2013-14 წლებ­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი, მათ შო­რის არის თბი­ლი­სის მე­რი­ის და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დოდ უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის, ივა­ნე მე­რა­ბაშ­ვი­ლის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სა­ვა­რა­უ­დო უკა­ნო­ნო გაყ­ვა­ნის და ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ცე­მის საქ­მე­ე­ბი. კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა სა­ვა­რა­უ­დოდ დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი კვლავ რჩე­ბა ე.წ. ტრაქ­ტო­რე­ბის საქ­მე­ზე, რაც გა­მო­ძი­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პროგ­რე­სი არ შე­იმ­ჩნე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

უჩა ნანუაშვილი - ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა

უჩა ნანუაშვილი - ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა

ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რჩება. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, ეს კითხვები რამდენიმე საქმესთან მიმართებაში არსებობს.

"ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოეხსნა გრიფი. ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ ოფიციალური გამოძიების შედეგები. ინფორმაცია ამის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი არც დაზარალებული ოჯახებისთვის, არც დაინტერესებული პირებისთვის და არც ფართო საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიების წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილის და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ნანუაშვილის შეფასებით, ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯარებელი პასუხები უნდა გაეცეს უმოკლეს ვადებში.

"ასევე, დღემდე უცნობია 2013-14 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის არის თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანის და ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმეები. კანონის მოთხოვნათა სავარაუდოდ დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები კვლავ რჩება ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნევა", - განაცხადა ნანუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."