პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ
ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ახალ­ცი­ხე­ში მცხოვ­რებ 37 წლის ქალს ორი კვი­რაა უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. ორი შვი­ლის დედა ანა­ი­და ოგა­ნე­სი­ა­ნი სახ­ლი­დან 18 მარტს დი­ლით გა­ვი­და და მას შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც და­კარ­გუ­ლის დედა მა­რე­ტა ოგა­ნე­სი­ა­ნი ამ­ბობს, ქა­ლიშ­ვილს ბო­ლოს 18 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:00 სა­ა­თის­თვის ესა­უბ­რა, თუმ­ცა უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავს. სა­ღა­მოს რომ და­აგ­ვი­ა­ნა, და­უ­რე­კა, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი იყო. ოჯახ­მა დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით პო­ლი­ცი­ას 20 მარტს მი­მარ­თა.

"ორი ღამე რომ არ მო­ვი­და, პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვე­დი და გან­ვა­ცხა­დე. აქამ­დე ასე გა­უფრ­თხი­ლებ­ლად არ­სად წა­სუ­ლა. ვერ ვხვდე­ბი, სად უნდა წა­სუ­ლი­ყო", - ამ­ბობს და­კარ­გუ­ლის დედა.

და­კარ­გუ­ლის დედა ამ­ბობს, რომ 18 მარტს, სა­ღა­მოს, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ანა­ი­და ბი­ძას­თან მი­ვი­და:

"ბი­ძა­მი­სის­გან მალე წა­მო­სუ­ლა, უთ­ქვამს მეჩ­ქა­რე­ბაო. ჩემ­მა მაზლმა გა­მო­ა­ცი­ლა და და­ი­ნა­ხა, რო­გორ ჩაჯ­და ტაქ­სი­ში. მეტი არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლის დედა.

მა­რე­ტა ოგა­ნე­სი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ მისი შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტაქ­სის მძღოლ­მა უნდა იცო­დეს: "ის კი ამ­ბობს, არა­ფე­რი ვი­ციო. ტაქ­სის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­საც ვაც­ნო­ბე. სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტი სახ­ლში აქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი არ იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს მა­რე­ტა ოგა­ნე­სი­ა­ნი.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ანა­ი­და ოგა­ნე­სი­ანს 14 და 7 წლის შვი­ლე­ბი ჰყავს, ხოლო მე­უღ­ლე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. თა­ვად და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია ახალ­ცი­ხის ბა­ზარ­ში, სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ახალციხეში ორი შვილის დედას ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

ახალციხეში მცხოვრებ 37 წლის ქალს ორი კვირაა უშედეგოდ ეძებენ. ორი შვილის დედა ანაიდა ოგანესიანი სახლიდან 18 მარტს დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. როგორც დაკარგულის დედა მარეტა ოგანესიანი ამბობს, ქალიშვილს ბოლოს 18 მარტს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ესაუბრა, თუმცა უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს. საღამოს რომ დააგვიანა, დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ოჯახმა დახმარების თხოვნით პოლიციას 20 მარტს მიმართა.

"ორი ღამე რომ არ მოვიდა, პოლიციაში წავედი და განვაცხადე. აქამდე ასე გაუფრთხილებლად არსად წასულა. ვერ ვხვდები, სად უნდა წასულიყო", - ამბობს დაკარგულის დედა.

დაკარგულის დედა ამბობს, რომ 18 მარტს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ანაიდა ბიძასთან მივიდა:

"ბიძამისისგან მალე წამოსულა, უთქვამს მეჩქარებაო. ჩემმა მაზლმა გამოაცილა და დაინახა,  როგორ ჩაჯდა ტაქსიში. მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს გაუჩინარებულის დედა.

მარეტა ოგანესიანი ფიქრობს, რომ მისი შვილის შესახებ ინფორმაცია ტაქსის მძღოლმა უნდა იცოდეს: "ის კი ამბობს, არაფერი ვიციო. ტაქსის შესახებ პოლიციასაც ვაცნობე. საქართველოს პასპორტი სახლში აქვს დატოვებული, ამიტომ მგონია, რომ საქართველოდან წასული არ იქნება", - ამბობს მარეტა ოგანესიანი.

გაუჩინარებულ ანაიდა ოგანესიანს 14 და 7 წლის შვილები ჰყავს, ხოლო მეუღლე რუსეთში ცხოვრობს. თავად დაახლოებით ორი წელია ახალციხის ბაზარში, სარეცხი საშუალებების განყოფილებაში მუშაობს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია