საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა
"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა

ნიკა რუ­რუა რუ­სე­თის კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის და­სა­მა­ცხებ­ლად და­სავ­ლე­თის მხრი­დან მე­თო­დუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო:

"ყვე­ლა იმ­პე­რი­ამ მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, სა­კუ­თა­რი კო­ლო­ნი­ე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­უშ­ვა. ასე მო­იქ­ცა დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, ბელ­გია, ჰო­ლან­დია, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია.

ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა­გან ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მიხ­ვდა ერთ ფუნ­და­მენ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას; კერ­ძოდ იმას, რომ ევ­რო­პუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის მიერ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი ხალ­ხე­ბი­სა და და­მო­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, და იმა­ვე დროს კი სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პით მარ­თვა.

ყვე­ლა ასე მო­იქ­ცა ერთი იმ­პე­რი­ის - რუ­სე­თი იმ­პე­რი­ის გარ­და, რომ­ლის­თვი­საც დღემ­დე მე­ზო­ბე­ლი ხალ­ხე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა-და­მო­ნე­ბა სა­კუ­თა­რი "ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის" საკ­ვან­ძო პი­რო­ბა­თაა მიჩ­ნე­უ­ლი.

კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა დღე­ვან­დელ რუ­სეთს სა­კუ­თა­რი "გან­ვი­თა­რე­ბის­თვის" და "წინსვლი­სათ­ვი­საც" აუ­ცი­ლე­ბელ ფაქ­ტო­რად მი­აჩ­ნია. ამის მა­გა­ლი­თე­ბია ის, რაც ხდე­ბა დღეს უკ­რა­ი­ნის ყი­რიმ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში, აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში, დნესტრის­პი­რეთ­ში და სხვა­გან.

ამ­დე­ნად, დღეს რუ­სე­თი მსოფ­ლმხედ­ვე­ლურ კონ­ფლიქ­ტშია მთელს თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან, და ის მთე­ლი ხალ­ხე­ბი­სათ­ვის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

ამის წა­მა­ლი ერ­თა­დერ­თია - და­სავ­ლე­თის მმარ­თველ წრე­ებ­ში ვი­ზი­ო­ნა­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოს­ვლა და მათი მხრი­დან მე­თო­დუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა რუ­სე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად და მისი კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი იმ­პულ­სე­ბის სა­ბო­ლოო და­სა­სა­მა­რებ­ლად.

ამის გა­სა­ღე­ბი კი ერ­თია - ეს NATO-ს გა­ფარ­თო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის ამ ალი­ან­სში მი­ღე­ბაა. სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, რუ­სე­თი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის მო­ურ­ჩე­ნელ თა­ვის­ტკი­ვი­ლად დარ­ჩე­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტუს­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა

"რუსეთისთვის მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული" - ნიკა რურუა

ნიკა რურუა რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის დასამაცხებლად დასავლეთის მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა საჭირო:

"ყველა იმპერიამ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის ჩათვლით, საკუთარი კოლონიები ერთიმეორის მიყოლებით გაუშვა. ასე მოიქცა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია.

ამ სახელმწიფოთაგან ყოველი მათგანი მიხვდა ერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას; კერძოდ იმას, რომ ევროპული განმანათლებლობის მიერ დამკვიდრებული ღირებულებების გავრცელების შემდეგ უბრალოდ შეუძლებელი იყო დამორჩილებული ხალხებისა და დამონებული ქვეყნების კონტროლქვეშ შენარჩუნება, და იმავე დროს კი საკუთარ სახელმწიფოების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპით მართვა.

ყველა ასე მოიქცა ერთი იმპერიის - რუსეთი იმპერიის გარდა, რომლისთვისაც დღემდე მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დამორჩილება-დამონება საკუთარი "ბედნიერებისათვის" საკვანძო პირობათაა მიჩნეული.

კოლონიზატორული პოლიტიკა დღევანდელ რუსეთს საკუთარი "განვითარებისთვის" და "წინსვლისათვისაც" აუცილებელ ფაქტორად მიაჩნია. ამის მაგალითებია ის, რაც ხდება დღეს უკრაინის ყირიმსა და აღმოსავლეთში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში და სხვაგან.

ამდენად, დღეს რუსეთი მსოფლმხედველურ კონფლიქტშია მთელს თავისუფალ სამყაროსთან, და ის მთელი ხალხებისათვის ცივილიზაციურ პრობლემას წარმოადგენს.

ამის წამალი ერთადერთია - დასავლეთის მმართველ წრეებში ვიზიონარი პოლიტიკოსების მოსვლა და მათი მხრიდან მეთოდური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება რუსეთის დასამარცხებლად და მისი კოლონიზატორული იმპულსების საბოლოო დასასამარებლად.

ამის გასაღები კი ერთია - ეს NATO-ს გაფართოება და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ამ ალიანსში მიღებაა. სანამ ეს არ მოხდება, რუსეთი მთელი მსოფლიოსათვის მოურჩენელ თავისტკივილად დარჩება", - ნათქვამია სტატუსში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."