სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს - დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყო
ვინ მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს - დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყო

და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის და­საბ­რუ­ნებ­ლად დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნა დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა. და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გაც­ნო­ბებთ, რომ თუ თქვენ მიერ 2014 წელს მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი არ აღე­მა­ტე­ბა 6 000 ლარს, უფ­ლე­ბა გაქვთ შე­სა­ბა­მი­სი კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მი­ხედ­ვით ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი და­სა­ბეგ­რი შე­მო­სავ­ლი­დან გა­მოქ­ვი­თოთ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მი - 1800 ლარი და მო­ი­თხო­ვოთ აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­დახ­დი­ლი შე­სა­ბა­მი­სი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა. კერ­ძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მი­ღე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი 1800-დან 6000 ლა­რამ­დეა, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა გაქვთ მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან და­იბ­რუ­ნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლა­რამ­დეა, დაბ­რუ­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა (მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან) კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის 20 %", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მიზ­ნით, 2015 წლის 1 აპ­რი­ლი­დან 2015 წლის 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, უნდა მოხ­დეს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა.

"პი­რა­დი ნომ­რის მი­თი­თე­ბით უნდა გა­არ­კვი­ოთ, სარ­გებ­ლობთ თუ არა და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოქ­ვით­ვის უფ­ლე­ბით, შემ­დეგ შე­ავ­სოთ ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცია და შე­ი­ტყოთ თქვენ­თვის და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა. თუ თქვენ არ მი­ე­კუთ­ვნე­ბით და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მით მო­სარ­გებ­ლე პირ­თა კა­ტე­გო­რი­ას, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში პი­რა­დი ნომ­რის მი­თი­თე­ბის შემ­დგომ ვე­ღარ გა­ნაგ­რძობთ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბას და ამის შე­სა­ხებ სის­ტე­მა გაც­ნო­ბებთ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, დეკ­ლა­რი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ან/და მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

"ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­დგომ, თქვენ მიერ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, და­გიბ­რუნ­დე­ბათ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა "და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოქ­ვით­ვის შე­სა­ხებ" დეკ­ლა­რა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ი­დან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას­თან, თუ თქვენ 2013 კა­ლენ­და­რუ­ლი წლის მი­ხედ­ვით ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალ­ზე არ გი­სარ­გებ­ლი­ათ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­მოქ­ვით­ვის უფ­ლე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს, არა­უგ­ვი­ა­ნეს 2015 წლის 30 სექ­ტემ­ბრი­სა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, შე­გიძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დეთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრს შემ­დეგ ნო­მერ­ზე: (995 32) 22 99 299 ან, მი­მარ­თოთ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე - info@rs.ge. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ, გა­ეც­ნოთ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვებ­ვერ­დზე - www.rs.ge გან­თავ­სე­ბულ ხში­რად დას­მულ კი­თხვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს - დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყო

ვინ მიიღებს დაუბეგრავ მინიმუმს 2015 წელს - დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყო

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების წარდგენა დღეიდან დაიწყება. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

"სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი - 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 %", - ნათქვამია განცხადებაში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მოხდეს დეკლარაციის შევსება.

"პირადი ნომრის მითითებით უნდა გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

"ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა "დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ" დეკლარაციის რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა", - ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299 ან, მიმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე - info@rs.ge. ასევე, შეგიძლიათ, გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებვერდზე - www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია