საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია. მათივე განმარტებით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან და იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

"საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.5 მლრდ აშშ დოლარი (25.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 35.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 251.8 მლნ აშშ დოლარი (469.2 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 829.3 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 578.7 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.5 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.7 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (6.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.8 მლრდ აშშ დოლარი (5.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი (15.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 51.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.2 მლრდ აშშ დოლარია (5.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.

2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 160.4 მლნ აშშ დოლარით (289.3 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 399.8 მლნ აშშ დოლარით (721.1 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო სხვა ცვლილებების გამო - 36.8 მლნ აშშ დოლარით (66.5 მლნ ლარით). ამავე კვარტალში საკურსო ცვლილების გამო მთლიანი საგარეო ვალი 176.1 მლნ აშშ დოლარით (317.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ფასის ცვლილებების გამო - 100.2 მლნ აშშ დოლარით (180.7 მლნ ლარით).

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 92.8 მლნ აშშ დოლარით (167.4 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ვალი 209.0 მლნ აშშ დოლარით (377.0 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო შესაბამისად 83.2 და 33.0 მლნ აშშ დოლარით (150.1 და 59.5 მლნ ლარით) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.5 მლნ აშშ დოლარით (19.0 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი (10.6 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.6 მლნ აშშ დოლარით (8.3 მლნ ლარით) შემცირდა. 2014 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 251.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 208.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 8.9 მლნ აშშ დოლარით (16.0 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან 24.3 მლნ აშშ დოლარით (43.8 მლნ ლარი) შემცირება გამოწვეული იყო საკურსო ცვლილებებით, ხოლო ფასის ცვლილების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები 16.1 მლნ აშშ დოლარით (29.0 მლნ ლარით) შემცირდა. ამავე დროს, ოპერაციული ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალი 31.5 მლნ აშშ დოლარით (56.7 მლნ ლარით) გაიზარდა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 22.5 მლნ აშშ დოლარით (40.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 12.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით) გაიზარდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 10.6 მლნ აშშ დოლარი (19.1 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 98.1 და 9.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (177.0 და 16.5 მლნ ლარი), ხოლო ფასის და საკურსო ცვლილებების შედეგად, შესაბამისად 51.1 და 33.6 მლნ აშშ დოლარით (92.2 და 60.6 მლნ ლარით) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 64.4 მლნ აშშ დოლარით (116.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული და სხვა ცვლილებების შედეგად ზრდამ, შესაბამისად, 65.8 და 27.7 მლნ აშშ დოლარი (118.7 და 50.0 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად კლებამ 29.1 მლნ აშშ დოლარი (52.5 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 141.0 მლნ აშშ დოლარით (254.4 მლნ ლარით) გაიზარდა და 12.6 მლრდ აშშ დოლარი (23.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 19.3 მლნ აშშ დოლარით (34.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 864.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი, ძველი სტატისტიკური ცხრილების პარალელურად იწყებს საგარეო ვალის დამატებითი სტატისტიკური ცხრილის გამოქვეყნებას საგარეო ვალის 2013 წლის განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შედგენილია საგადასახდელო ბალანის სახელმძღვანელოს მეექვსე რედაქციაში წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი მეთოდოლოგიური ცვლილებები:

- გაუქმდა სავალო ინსტრუმენტი "ვადაგადაცილებული დავალიანება". ვადაგადაცილებული დავალიანება ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩართულია ძირითად ინსტრუმენტში. ადრე აღირიცხებოდა ცალკე პუნქტად, როგორც მოკლევადიანი სავალო ინსტრუმენტი;

- დარიცხული პროცენტი ჩართულია შესაბამის ინსტრუმენტებში, ანუ გრძელვადიან სავალო ინსტრუმენტზე დარიცხული პროცენტი ჩაირთვება გრძელვადიან ვალში, ხოლო მოკლევადიან სავალო ინსტრუმენტზე დარიცხული პროცენტი - მოკლევადიან ვალში. წინა რედაქციით დარიცხული პროცენტი, როგორც გრძელ ასევე მოკლევადიან ვალზე, აისახებოდა მოკლევადიან სავალო ინსტრუმენტში.

- სავაჭრო კრედიტების საგადასახდელო ბალანსის მეექვსე რედაქციაში ახლებურად აღრიცხვამ, გამოიწვია რიცხობრივი სხვაობა ძველი რედაქციის სავაჭრო კრედიტებსა და ახალი რედაქციის სავაჭრო კრედიტებს შორის. შესაბამისად, ახალი რედაქციის მიხედვით მთლიანი საგარეო ვალი რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე მთლიანი საგარეო ვალი ძველი რედაქციის მიხედვით", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."