მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"
"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"

თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს სე­რი­ალ "შუა ქა­ლა­ქის" პა­ვი­ლი­ონ­ში ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ვეწ­ვი­ეთ. რო­გორც ყო­ველ­თვის, ნიკა ამ­ჯე­რა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოდ გვე­სა­უბ­რა იმ ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­სი­ა­თებს.

- ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან ზო­გა­დი ცნე­ბაა. ტრა­დი­ცია და ზო­მი­ე­რე­ბა ორი სა­ჭი­რო სი­ტყვაა იმი­ტომ, რომ ჩვენ ხან­და­ხან ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გვღა­ლა­ტობს. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში აღ­ვი­ზარ­დე, ცო­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, მე­ზობ­ლი­სად­მი გულ­კე­თი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გე­ნე­ტი­კას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, მაგ­რამ ერთი თვე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის არ­დაკ­რძალ­ვა რომ ვი­ცით, პა­ტარ­ძლის აბა­ნო­ში წაყ­ვა­ნა კი­დევ კარ­გი რომ აღარ არ­სე­ბობს, თო­რემ ზოგი დე­დამ­თი­ლი დღე­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­იყ­ვან­და და ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­უ­ტა­რებ­და – ეს არ მომ­წონს, ცოტა დრო­მოჭ­მუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბა.

- უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის თე­მა­ზე რო­გო­რია შენი მო­საზ­რე­ბა?

- კა­ნონ­ში რამ­დენ­ჯე­რაც უნდა ჩა­მი­წე­რო, ად­გი­ლი გაქვს ნა­ყი­დი და ტრან­სპორ­ტში მო­ხუცს არ უნდა და­უთ­მოო, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ბავ­შვს თუ ასე ას­წავ­ლი, ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დო­ბა და ქარ­თუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბა სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბას­თან ერ­თად ამა­საც გუ­ლის­ხმობს. უფ­როსს თუ ად­გი­ლი არ და­ვუთ­მეთ, ქალი გა­დავ­თე­ლეთ და მო­ხუცს პა­ტი­ვი არ ვე­ცით, უფრო კარ­გი ქარ­თვე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ვერ ვიქ­ნე­ბით.

- ოჯა­ხის უფ­რო­სის ფე­ნო­მე­ნი რო­გორ გეს­მის?

- რას ნიშ­ნავს ოჯა­ხის უფ­რო­სი? ოჯა­ხი უნდა შედ­გე­ბო­დეს ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლის­გან, თა­ნა­მო­აზ­რე­თა კომ­პა­ნი­ის­გან, სა­დაც ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვად ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს, თო­რემ ქმა­რი რომ ხელს აბ­რა­ხუ­ნებს და ცოლი ფეხ­ზე ფხანს, ან პი­რი­ქით, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც ჩვენ გვინ­და, ამი­ტომ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, დიპ­ლო­მა­ტია და სით­ბო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- ოჯახ­ში გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე რას ფიქ­რობ?

- ეს გენ­დე­რი არ ვიცი მე რა არის. მა­შინ წა­ვი­დეს ქალი და მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იმუ­შა­ოს, ვერ იმუ­შა­ვებს, ხომ?! ბი­ო­ლო­გი­უ­რად ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. დღეს რაც უნდა შე­იც­ვა­ლოს, ქალი და კაცი ერ­თნა­ი­რი ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა­ღა ამით ვინ­მემ ისარ­გებ­ლოს და ქალი და­ჩაგ­როს, ეს ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ვფიქ­რობ, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­უ­სა­ჯო იმ ადა­მი­ანს, ვინც ცოლ­ზე ძა­ლა­დობს, არას­დროს არ უნდა გა­მო­უშ­ვა გა­რეთ.

- რო­გორ ფიქ­რობ, ქა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის ფონ­ზე მა­მა­კა­ცე­ბი შე­სუს­ტდნენ?

- ეს დრომ მო­ი­ტა­ნა, მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი რომ წა­ვიდ­ნენ ევ­რო­პა­ში სა­მუ­შა­ოდ, კა­ცებ­მა ფეხი ვერ მო­ი­კი­დეს და უკან დაბ­რუნ­დნენ, ქა­ლე­ბი უფრო და­საქმდნენ და მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ოჯა­ხებს, მე­ო­რე ნა­ხევ­რებს. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ქარ­თველ­მა კაც­მა ეს ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნა და ცო­ლის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხარ­ჯვა და­ი­წყო.

- რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბას ქორ­წი­ნე­ბამ­დე...

- ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, ვინ­მე გან­ვსა­ჯო, ვი­საც უნდა წი­ნას­წარ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ეს უნდა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ მე მა­ინც ქორ­წი­ლით ოჯა­ხის შექ­მნა მომ­წონს, ლა­მა­ზი ტრა­დი­ცი­აა, მე ასე მერ­ჩივ­ნა და ასე გა­ვა­კე­თე.

- რა­ტომ არის ქა­ლის ღა­ლა­ტი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი და კაცი თუ უღა­ლა­ტებს – არა უშავს?

- თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლ­მა უღა­ლა­ტოს, თა­ვა­დაც არ უნდა გა­ა­კე­თოს ეს. როცა კაცი ამას აკე­თებს, ალ­ბათ, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რამ­დე­ნად სტკენს ცოლს გულს. ვფიქ­რობ, ვი­საც და­უ­კავ­ში­რებ ცხოვ­რე­ბას, მისი ერ­თგუ­ლი უნდა იყო. წამ­ცდა, მთვრა­ლი ვი­ყა­ვი, ხეზე მი­მა­ბა და ძა­ლით მეცა – ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მეს­მის.

- ერთხელ ღა­ლა­ტის გამო ოჯა­ხი უნდა და­ინ­გრეს?

- არ ვიცი, ესეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. კარ­გი კა­ცის ცოლი სხვა­გან არ მი­დის, არც კარ­გი ქა­ლის ქმა­რი. უნდა შექ­მნა ისე­თი სი­ტუ­ა­ცია, რომ გა­ხედ­ვა არ მო­უნ­დეს, მაგ­რამ თუ სხვას­თან წას­ვლის ერთი პრე­ცე­დენ­ტი და­იშ­ვა, ოჯა­ხი უნდა და­ინ­გრეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"

"თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს"

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს სერიალ ''შუა ქალაქის'' პავილიონში ინტერვიუს ჩასაწერად ვეწვიეთ. როგორც ყოველთვის, ნიკა ამჯერადაც საინტერესოდ გვესაუბრა იმ ტრადიციებისა და სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს.

- ტრადიცია ძალიან ზოგადი ცნებაა. ტრადიცია და ზომიერება ორი საჭირო სიტყვაა იმიტომ, რომ ჩვენ ხანდახან ზომიერების გრძნობა გვღალატობს. ძალიან ტრადიციულ ოჯახში აღვიზარდე, ცოლის პატივისცემა, სტუმართმოყვარეობა, მეზობლისადმი გულკეთილი დამოკიდებულება ჩემთვის მისაღებია. ეს ყველაფერი ჩვენს გენეტიკასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ერთი თვე მიცვალებულის არდაკრძალვა რომ ვიცით, პატარძლის აბანოში წაყვანა კიდევ კარგი რომ აღარ არსებობს, თორემ ზოგი დედამთილი დღესაც დიდი სიამოვნებით წაიყვანდა და ექსპერტიზას ჩაუტარებდა – ეს არ მომწონს, ცოტა დრომოჭმული მეჩვენება.

- უფროს-უმცროსობის თემაზე როგორია შენი მოსაზრება?

- კანონში რამდენჯერაც უნდა ჩამიწერო, ადგილი გაქვს ნაყიდი და ტრანსპორტში მოხუცს არ უნდა დაუთმოო, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბავშვს თუ ასე ასწავლი, ძალიან ცუდი იქნება. ჩვენი თვითმყოფადობა და ქართული ნიშან-თვისება სტუმარმასპინძლობასთან ერთად ამასაც გულისხმობს. უფროსს თუ ადგილი არ დავუთმეთ, ქალი გადავთელეთ და მოხუცს პატივი არ ვეცით, უფრო კარგი ქართველები ნამდვილად ვერ ვიქნებით.

- ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმის?

- რას ნიშნავს ოჯახის უფროსი? ოჯახი უნდა შედგებოდეს ბედნიერი წყვილისგან, თანამოაზრეთა კომპანიისგან, სადაც ორი ადამიანი ერთობლივად ცხოვრობს და მოღვაწეობს, თორემ ქმარი რომ ხელს აბრახუნებს და ცოლი ფეხზე ფხანს, ან პირიქით, ასეთი რაღაცები ჩემთვის მიუღებელია. სიწყნარე, სიმშვიდე და კეთილშობილური საქციელია ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ამიტომ ურთიერთგაგება, დიპლომატია და სითბო უმნიშვნელოვანესია.

- ოჯახში გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობ?

- ეს გენდერი არ ვიცი მე რა არის. მაშინ წავიდეს ქალი და მშენებლობაზე იმუშაოს, ვერ იმუშავებს, ხომ?! ბიოლოგიურად ქალი არის ქალი და კაცი არის კაცი. დღეს რაც უნდა შეიცვალოს, ქალი და კაცი ერთნაირი ვერ იქნება, თუმცაღა ამით ვინმემ ისარგებლოს და ქალი დაჩაგროს, ეს ყოვლად მიუღებელია, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯო იმ ადამიანს, ვინც ცოლზე ძალადობს, არასდროს არ უნდა გამოუშვა გარეთ.

- როგორ ფიქრობ, ქალის გაძლიერების ფონზე მამაკაცები შესუსტდნენ?

- ეს დრომ მოიტანა, მამაკაცები და ქალები რომ წავიდნენ ევროპაში სამუშაოდ, კაცებმა ფეხი ვერ მოიკიდეს და უკან დაბრუნდნენ, ქალები უფრო დასაქმდნენ და მიეცათ საშუალება, დახმარებოდნენ ოჯახებს, მეორე ნახევრებს. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა კაცმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა და ცოლის გამოგზავნილი ფულის არასასიამოვნო საქმიანობაში ხარჯვა დაიწყო.

- რაც შეეხება თანაცხოვრებას ქორწინებამდე...

- ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მე რა უფლება მაქვს, ვინმე განვსაჯო, ვისაც უნდა წინასწარ თანაცხოვრება, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ მე მაინც ქორწილით ოჯახის შექმნა მომწონს, ლამაზი ტრადიციაა, მე ასე მერჩივნა და ასე გავაკეთე.

- რატომ არის ქალის ღალატი მომაკვდინებელი და კაცი თუ უღალატებს – არა უშავს?

- თუ კაცს არ უნდა, რომ ცოლმა უღალატოს, თავადაც არ უნდა გააკეთოს ეს. როცა კაცი ამას აკეთებს, ალბათ, ვერ აცნობიერებს, რამდენად სტკენს ცოლს გულს. ვფიქრობ, ვისაც დაუკავშირებ ცხოვრებას, მისი ერთგული უნდა იყო. წამცდა, მთვრალი ვიყავი, ხეზე მიმაბა და ძალით მეცა – ასეთი რაღაცები არ მესმის.

- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?

- არ ვიცი, ესეც ინდივიდუალურია. კარგი კაცის ცოლი სხვაგან არ მიდის, არც კარგი ქალის ქმარი. უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ გახედვა არ მოუნდეს, მაგრამ თუ სხვასთან წასვლის ერთი პრეცედენტი დაიშვა, ოჯახი უნდა დაინგრეს.

გაგრძელება

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"