''კომედი შოუს'' მსახიობ ვასო ფხაკაძესა და ლიკა მეტრეველს ცოტა ხნის წინ გოგონა შეეძინათ. წყვილმა ბავშვს ნინა დაარქვა.
თუმცა ოჯახურ თემებზე ინტერვიუებში საუბარს ვასო და ლიკა თავს არიდებდნენ და ბავშვის ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნებასაც ერიდებოდნენ.
რამდენიმე საათის წინ კი წყვილმა ნინასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში ნინათი ბევრი აღფრთოვანდა და წერდნენ, რომ ბავშვი დედასავით ლამაზია.
როგორც ჩანს, ვასოს და ლიკას ცრურწმენების სჯერათ, რადგან ნინას ფოტოები საჯარო მხოლოდ მას შემდეგ გახადეს, რაც ნინა გაქრისტიანდა.
სალომე დადიანი