საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოკა გაბაშვილი - პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა მოგიწევთ
გოკა გაბაშვილი - პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა მოგიწევთ

თქვენ ამ პარ­ლა­მენ­ტში, ამ ღი­ლა­კე­ბით, რო­მე­ლიც წინ გაქვთ, მო­გი­წევთ პირ­ვე­ლად ბოლო 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­უ­ჯე­ტის სეკ­ვესტრის­თვის ხმის მი­ცე­მა, - ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, გოკა გა­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მე­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტატ­მა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და მთავ­რო­ბას ამ კუ­თხით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­და. "სწო­რედ იმ ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მით, რაც იყო ქა­ღალ­დზე ბი­უ­ჯე­ტის ვი­თომ შეს­რუ­ლე­ბა, 2014 წლის ბო­ლოს, დე­კემ­ბერ­ში, ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა იყო ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მა, ჩვენ გე­უბ­ნე­ბო­დით, რომ თუ ქა­ღალ­დზე გა­ი­წე­რე­ბა ხარ­ჯე­ბი, თუ ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ბა­ზარ­ზე გა­მო­იყ­რე­ბა ლარი, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­რე­ბა ტყუ­ი­ლად, იმი­ტომ, რომ ვერც ერთი პრო­ექ­ტი 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში ვერ შეს­რულ­დე­ბო­და, სწო­რედ ეს და­ი­წყებ­და იმ სპი­რალს, რო­მე­ლიც თვალ­ნათ­ლივ გა­მო­ა­ჩენ­და ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს. დღეს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ოჯახ­ზე მეტს გა­უ­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ოჯახ­ზე მეტი დღეს ვერ იხ­დის თა­ვის კრე­დი­ტებს, ნა­წილს ძა­ლი­ან უჭირს და რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ვერ გა­დახ­დე­ბის. აქ გა­მო­დი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად არის. შე­იძ­ლე­ბა იმათ­თვის, ვი­საც ათასე­ბი და ათი­ა­თასე­ბი აქვთ ან­გა­რიშ­ზე და ვარ­დის­ფრად ხე­დავს ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს უჭირთ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, ისი­ნი ღა­რიბ­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის შე­ფა­სე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბე იზ­რდე­ბა და ამა­ზე არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო დას­კვნე­ბი. "ეს არის ეკო­ნო­მი­კის კრა­ხი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრი­ა­ლებს. ჩვენ 50 წელი დაგ­ვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სტან­დარ­ტებს მი­ვაღ­წი­ოთ. ამ პი­რო­ბებ­ში გა­მო­დის კმა­ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ხა­დუ­რი და ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი შოკი არ არის, არის მცი­რე შო­კუ­ნი­ე­ბი. ეს უტიფ­რო­ბა, ეს და­ცინ­ვა ხალ­ხის სა­უ­ბა­რი იმა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან, რომ ბან­კი­რე­ბი უნდა იქი­რა­ოთ და მრჩევ­ლე­ბი და უნდა ის­წავ­ლოთ და­ბან­დე­ბა და სა­უ­ბა­რი შო­კუ­ნი­ებ­ზე, გან­ცხა­დე­ბა­ზე იმა­ზე, რომ კრი­ზი­სი არ არის და ეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს თქვენ მდგო­მა­რე­ო­ბას და თუ გგო­ნი­ათ სი­ტყვი­ერ კა­მათ­ში სი­ტყვი­ერ გა­და­ლა­პა­რა­კე­ბა­ში, ამა­ში არის საქ­მე და ამა­ში უნდა გა­ი­მარ­ჯვოთ და თუ ამ დარ­ბაზ­ში რა­მეს წარ­მო­აჩ­ნეთ ვარ­დის­ფრად და ამას ხალ­ხი და­ი­ჯე­რებს, ასე არ იქ­ნე­ბა. ეს არის ერთი მო­თა­მა­შის ბრა­ლი, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც მარ­თავს ივა­ნიშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქვეყ­ნი­დან ინ­ვეს­ტო­რე­ბი გარ­ბი­ან და ტო­ვე­ბენ თა­ვის ბიზ­ნე­სებს. "მო­გიყ­ვანთ ერთ მა­გა­ლითს. მა­გა­ლი­თად თენ­გიზ ია­კო­ბაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 3 მი­ლი­ო­ნი ჩა­დე­ბუ­ლი აქვს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში და 25-ის ჩა­დე­ბას კი­დევ აპი­რებ­და, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის სურ­ვი­ლით აუკ­რძა­ლეს მას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა და მან და­ტო­ვა თა­ვის ბიზ­ნე­სი და წა­ვი­და. კონ­კრე­ტუ­ლი მავ­ნებ­ლო­ბა და უნი­ა­თო­ბა ეს თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა. დღეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და "დი­უნგ ბიზ­ნე­სის" მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცველ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ზე, აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე, კი ბა­ტო­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი ის არის რა­საც 2 წლია გან­მავ­ლო­ბა­ში გე­უბ­ნე­ბით", - აღ­ნიშ­ნა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­უ­ჯე­ტი თე­ბერ­ვალ­ში არის დე­ფი­ცი­ტუ­რი, 118 მი­ლი­ო­ნი ლა­რით. "თქვენ ამ პარ­ლა­მენ­ტში ამ ღი­ლა­კე­ბით, რო­მე­ლიც წინ გაქვთ მო­გი­წევთ პირ­ვე­ლად ბოლო 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტის სეკ­ვესტრის­თვის ხმის მი­ცე­მა. არა იმი­ტომ, რომ ხარ­ჯებს და­ზო­გავთ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ფული არ გაქვთ. 3 მი­ლი­არ­დი ახა­ლი ვალი აი­ღეთ. მთავ­რო­ბის ტრი­ბუ­ნა დღეს პა­სუ­ხე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო არის თა­ვი­სუ­ფა­ლი. მთავ­რო­ბის დამ­ცი­ნა­ვი ტონი დის­ტან­ცი­ას ზრდის მთავ­რო­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის", - აღ­ნიშ­ნა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გოკა გაბაშვილი - პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა მოგიწევთ

გოკა გაბაშვილი - პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა მოგიწევთ

თქვენ ამ პარლამენტში, ამ ღილაკებით, რომელიც წინ გაქვთ, მოგიწევთ პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა პარლამეტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მთავრობას ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. "სწორედ იმ ტრაგიკული შეცდომით, რაც იყო ქაღალდზე ბიუჯეტის ვითომ შესრულება, 2014 წლის ბოლოს, დეკემბერში, ბიუჯეტის შესრულება იყო ტრაგიკული შეცდომა, ჩვენ გეუბნებოდით, რომ თუ ქაღალდზე გაიწერება ხარჯები, თუ ჭარბი რაოდენობით ბაზარზე გამოიყრება ლარი, რომელიც გამოიყრება ტყუილად, იმიტომ, რომ ვერც ერთი პროექტი 2014 წლის დეკემბერში ვერ შესრულდებოდა, სწორედ ეს დაიწყებდა იმ სპირალს, რომელიც თვალნათლივ გამოაჩენდა ეკონომიკურ პრობლემებს. დღეს ნახევარ მილიონ ოჯახზე მეტს გაუჭირდა ცხოვრება, ნახევარ მილიონ ოჯახზე მეტი დღეს ვერ იხდის თავის კრედიტებს, ნაწილს ძალიან უჭირს და რეკორდული მაჩვენებელია ვერ გადახდების. აქ გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ ყველაფერი მშვენივრად არის. შეიძლება იმათთვის, ვისაც ათასები და ათიათასები აქვთ ანგარიშზე და ვარდისფრად ხედავს ყველაფერს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს უჭირთ ამ ქვეყანაში ცხოვრება, ისინი ღარიბდებიან", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, დღეს საქართველოში სიღარიბე იზრდება და ამაზე არსებობს საერთაშორისო დასკვნები. "ეს არის ეკონომიკის კრახი, რაც საქართველოში ტრიალებს. ჩვენ 50 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ევროპული ქვეყნების სტანდარტებს მივაღწიოთ. ამ პირობებში გამოდის კმაყოფილი მინისტრი ხადური და ამბობს, რომ არანაირი შოკი არ არის, არის მცირე შოკუნიები. ეს უტიფრობა, ეს დაცინვა ხალხის საუბარი იმაზე ივანიშვილის მხრიდან, რომ ბანკირები უნდა იქირაოთ და მრჩევლები და უნდა ისწავლოთ დაბანდება და საუბარი შოკუნიებზე, განცხადებაზე იმაზე, რომ კრიზისი არ არის და ეს კიდევ უფრო ართულებს თქვენ მდგომარეობას და თუ გგონიათ სიტყვიერ კამათში სიტყვიერ გადალაპარაკებაში, ამაში არის საქმე და ამაში უნდა გაიმარჯვოთ და თუ ამ დარბაზში რამეს წარმოაჩნეთ ვარდისფრად და ამას ხალხი დაიჯერებს, ასე არ იქნება. ეს არის ერთი მოთამაშის ბრალი, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც მართავს ივანიშვილი", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნიდან ინვესტორები გარბიან და ტოვებენ თავის ბიზნესებს. "მოგიყვანთ ერთ მაგალითს. მაგალითად თენგიზ იაკობაშვილი, რომელსაც 3 მილიონი ჩადებული აქვს სამშენებლო მასალების წარმოებაში და 25-ის ჩადებას კიდევ აპირებდა, იუსტიციის მინისტრის სურვილით აუკრძალეს მას ქვეყანაში შემოსვლა და მან დატოვა თავის ბიზნესი და წავიდა. კონკრეტული მავნებლობა და უნიათობა ეს თქვენი ყოველდღიურობაა. დღეს მარგველაშვილი საუბრობდა "დიუნგ ბიზნესის" მნიშვნელობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე, ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე, აღნიშნა ამერიკის ხელშეკრულების მნიშვნელობა, თავისუფალ ვაჭრობაზე, კი ბატონო ეს ყველაფერი ის არის რასაც 2 წლია განმავლობაში გეუბნებით", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, ბიუჯეტი თებერვალში არის დეფიციტური, 118 მილიონი ლარით. "თქვენ ამ პარლამენტში ამ ღილაკებით, რომელიც წინ გაქვთ მოგიწევთ პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში ბიუჯეტის სეკვესტრისთვის ხმის მიცემა. არა იმიტომ, რომ ხარჯებს დაზოგავთ, არამედ იმიტომ, რომ ფული არ გაქვთ. 3 მილიარდი ახალი ვალი აიღეთ. მთავრობის ტრიბუნა დღეს პასუხების არარსებობის გამო არის თავისუფალი. მთავრობის დამცინავი ტონი დისტანციას ზრდის მთავრობასა და ხალხს შორის", - აღნიშნა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."