საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესო ხარძიანის საქმეზე ირაკლი კორძაია დაიკითხა
ბესო ხარძიანის საქმეზე ირაკლი კორძაია დაიკითხა

ბიზ­ნეს­მენ ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი კორ­ძა­ია და­ი­კი­თხა. რო­გორც კორ­ძა­ი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი და­კი­თხვა მოხ­და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ირ­გვლივ, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ახ­მო­ვა­ნა.

რო­გორც კორ­ძა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, დე­ტა­ლებ­ზე, რა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბას­თან ისა­უბ­რა, კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კორ­ძა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის გარ­და, იგეგ­მე­ბა მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის სხვა მე­გობ­რე­ბის და­კი­თხვაც.

ირაკ­ლი კორ­ძა­ია მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით და­ი­კი­თხა. ირაკ­ლი კორ­ძა­ია ხარ­ძი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ყოვ­ნე­ბის პრო­ცესს ლაშა ნაც­ვლიშ­ვილ­სა და ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს უკავ­ში­რებს. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ამ 28 მარტს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, 2012 წელს, რო­დე­საც ბესო ხარ­ძი­ა­ნი გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, რო­დე­საც გაჩ­ნდა იმე­დი, რომ ბიზ­ნეს­მე­ნებს, მათ შო­რის ბესო ხარ­ძი­ანს, და­უბ­რუნ­დე­ბო­დათ მათი კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა, გია უდე­სი­ა­ნის გვა­რის გარ­და ამ საქ­მე­ში, მარ­თა­ლია ფა­რუ­ლად, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა სხვა გვა­რე­ბიც. ეს გვა­რე­ბი არი­ან, ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რად აყოვ­ნებ­და ამ პრო­ცესს. ეს არის ბა­ტო­ნი ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც აქვს პირ­და­პი­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ბა­ტონ უდე­სი­ან­თან და სწო­რედ ეს იყო ის დაბ­რკო­ლე­ბა", _ გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ. ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას გა­ნა­ცხა­დე­ბით, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ვა­რა­უ­დე­ბი პირ­და­პირ მი­დის გია უდე­სი­ან­თან.

"ვინც ბესო ხარ­ძი­ანს კარ­გად იც­ნობს, მას პი­რა­დი მტრე­ბი არ ყო­ლია. ერ­თა­დერ­თი მტე­რი რო­მე­ლიც მას ყავ­და, ეს იყო გი­ორ­გი უდე­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში", _ დას­ძი­ნა კორ­ძა­ი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ბესო ხარძიანის საქმეზე ირაკლი კორძაია დაიკითხა

ბესო ხარძიანის საქმეზე ირაკლი კორძაია დაიკითხა

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ირაკლი კორძაია დაიკითხა. როგორც კორძაიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაკითხვა მოხდა იმ ინფორმაციების ირგვლივ, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ გაახმოვანა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, დეტალებზე, რაზეც გამოძიებასთან ისაუბრა, კომენტარს ვერ გააკეთებს გამოძიების ინტერესებდან გამომდინარე. კორძაიას ინფორმაციით, მის გარდა, იგეგმება მოკლული ბიზნესმენის სხვა მეგობრების დაკითხვაც.

ირაკლი კორძაია მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხა. ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ 28 მარტს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება საქმის განვითარებას, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ეს გვარები არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები ბატონ უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება", _ განაცხადა კორძაიამ. ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან.

"ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა, ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში", _ დასძინა კორძაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ