პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია
გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია

რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტულ-იდე­ო­ლო­გი­ურ კამ­პა­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის კონ­გლო­მე­რა­ტიც არის ჩარ­თუ­ლი. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია 2008-ში, უკ­რა­ი­ნის ომი 2014-ში, დნესტრის­პი­რე­თის პრობ­ლე­მე­ბი, ყო­ვე­ლი­ვე ეს არის მოს­კო­ვის მიერ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნის­თვის ქარ­თვე­ლი, მოლ­დო­ვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ერის დას­ჯა. დღეს ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა რუ­სე­თის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბის კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი პა­რა­დიგ­მი­დან ამოს­ვლა და რუ­სეთ­თან თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის გაღ­რმა­ვე­ბა და დად­გე­ნა. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი უნდა ხვდე­ბოდ­ნენ, რამ­დე­ნაც აქ­ტი­უ­რი ვართ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ცდას არ ვაკ­ლებთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მუხ­ტვას და ამ ძა­ლის­ხმე­ვა­ში ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მეტი მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მიერ ცალ­კე­ულ კრი­ზი­სებ­ზე მსჯე­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. სა­ჭი­როა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა. ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნატო-ს არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზე აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის მიერ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით გაშ­ლი­ლი პრო­პა­გან­დის­ტულ-იდე­ო­ლო­გი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ობი­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოც არის და ამ კამ­პა­ნი­ის ში­ნა­არ­სი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ე.წ. "რბი­ლი ძა­ლით" სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვანს ჩა­მო­ა­შო­რონ.

"ამ კამ­პა­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის კონ­გლო­მე­რა­ტიც არის ხოლ­მე ჩარ­თუ­ლი. ამ შე­მო­ტე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის შიგ­ნით და­სავ­ლუ­რი დღის წეს­რი­გის უფრო მძლავ­რი კონ­სო­ლი­და­ცია", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბი­დან თეგ­ზე #გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში

გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია

გიორგი მარგველაშვილი - აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია

რუსეთის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ კამპანიაში ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატიც არის ჩართული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირეთის პრობლემები, ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ერის დასჯა. დღეს ჩვენი ამოცანაა რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების სფეროების კონფრონტაციული პარადიგმიდან ამოსვლა და რუსეთთან თანასწორობის პრინციპებზე აგებული პოლიტიკის გაღრმავება და დადგენა. ჩვენი პარტნიორები უნდა ხვდებოდნენ, რამდენაც აქტიური ვართ ამ მიმართულებით, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობის განმუხტვას და ამ ძალისხმევაში ჩვენი პარტნიორების მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არ არის. საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობისას უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს არაწევრი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტერესებზე აქტიური მსჯელობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოც არის და ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. "რბილი ძალით" საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ჩამოაშორონ.

"ამ კამპანიაში ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატიც არის ხოლმე ჩართული. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით დასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის მოხსენებიდან თეგზე #გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."