პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში

სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა­ტი­კა მუდ­მი­ვად უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რიგ­ში და აქ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში, წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია ვიწ­რო­პარ­ტი­ულ­მა ან უწყებ­რივ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა შე­ა­სუს­ტონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა.

"2014 წელს "ჰიბ­რი­დულ­მა" ომებ­მა, ტე­რო­რიზ­მმა, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ზღვრე­ბის ძა­ლა­დობ­რივ­მა შეც­ვლამ მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რა­ო­დენ მას­შტა­ბუ­რი საფრ­თხე­ე­ბი ემუქ­რე­ბა მსოფ­ლიო წეს­რიგს. მო­ვა­ლე­ნი ვართ ზედ­მი­წევ­ნით სწო­რად შე­ვა­ფა­სოთ ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ავა­გოთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გია.

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა უშუ­ა­ლო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ევ­რო­პულ და ევრო-ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან. მიმ­დი­ნა­რე წელს კი­დევ უფრო უნდა გა­ვაღ­რმა­ვოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რო­გორც სა­კუთ­რივ ევ­რო­კავ­შირ­თან და ნა­ტოს­თან, ისე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის თი­თო­ე­ულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან.

ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი როლი და ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რაც სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სათ­ვის; სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბი­თა და სტა­ბი­ლუ­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­თა რი­ცხვის ზრდა ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­აა.

ამ­დე­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა­ტი­კა მუდ­მი­ვად უნდა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რიგ­ში და აქ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო. და­უშ­ვე­ბე­ლია ვიწ­რო­პარ­ტი­ულ­მა ან უწყებ­რივ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა შე­ა­სუს­ტონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა. პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლას - პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენტს თა­ვი­სი უმ­რავ­ლე­სო­ბი­თა და უმ­ცი­რე­სო­ბით", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია ზრდის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის საფრ­თხეს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და შავი ზღვის რე­გი­ონ­ში და ამ­დე­ნად, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კვლავ არ ას­რუ­ლებს 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას, უარს ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა­ზე; გა­სულ წელს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლეს მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მავ­თულხლარ­თე­ბით. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან/სამ­ხრეთ ოსეთ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის გამო, ჩემი მი­მარ­თვის პა­სუ­ხად, პარ­ლა­მენ­ტმა ეს აქ­ტე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად შე­ა­ფა­სა. ეს შე­ფა­სე­ბა ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით კი­დევ ერთხელ დაგ­მეს რუ­სე­თის აგ­რე­სია", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში

საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა.

"2014 წელს "ჰიბრიდულმა" ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ ზედმიწევნით სწორად შევაფასოთ ვითარება და შესაბამისად ავაგოთ ჩვენი სტრატეგია.

საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო გარანტიაა.

ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა. პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველას - პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს თავისი უმრავლესობითა და უმცირესობით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხები ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

"საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს შეფასება ჩვენმა პარტნიორებმაც გაიზიარეს და საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."