პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ინტერვიუ თანასოფლელის მიერ მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილის დედასთან
ექსკლუზიური ინტერვიუ თანასოფლელის მიერ მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილის დედასთან

სო­ფელ გურ­ჯა­ან­ში 26 წლის გია ჩუ­გოშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 25 წლის ჯაბა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის დედა ლუდ­მი­ლა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი speqtri.ge-თან ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს. მისი თქმით, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე არ არის და მისი შვი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

"ნა­თე­სა­ვე­ბი ვე­ღარ და­მირ­წმუ­ნე­ბია, რომ ჩემი შვი­ლი ყა­ჩა­ღი არ იყო. რე­ა­ლუ­რად ჩემი შვი­ლი ქურ­დო­ბის­თვის 177-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს, 3 წელი ჩას­ვეს და სამი წელი პი­რო­ბი­თი მის­ცეს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. თქვეს, რომ ორი სვიტ­რი მო­ი­პა­რა, მა­შინ, რო­დე­საც ბიჭი მე­ო­რა­დებ­ში არ ყი­დუ­ლობ­და ტან­საც­მელს და სხვის ხელ­გაყ­რილს არა­ფერს იც­ვამ­და; თქვეს, რომ რა­ღაც ან­ტე­ნი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი მო­ი­პა­რა "ერიქ­სონ ცე", მა­შინ როცა ბოლო გა­მოშ­ვე­ბა, შვი­დას­ლა­რი­ა­ნი, "ლიფ­ტი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი" ეკა­ვა ხელ­ში. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, ცუდი არა­ვის და­უ­შა­ვო, თო­რემ გაგ­რი­ყავ-მეთ­ქი. ორი თვე სა­პა­ტიმ­რო­ში მის სა­ნა­ხა­ვად არ მივ­დი­ო­დი, სა­ნამ სი­მარ­თლე არ და­ვად­გი­ნე. ეს ბრალ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის შე­თი­თხნი­ლი იყო. ვარ­კე­თილ­ში, იმ კორ­პუს­ში ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ცხოვ­რობს. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ბი­ნა­ში, რომ­ლის გა­ქურდვაც ჩემს შვილს ბრალ­დე­ბო­და, არა­ფე­რი იყო, უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ცა­რი­ე­ლია, ყვე­ლა შეძ­ლებ­და იქ შეს­ვლას. ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ეს კორ­პუ­სი ე.წ. პო­ლი­ცი­ის კორ­პუ­სი იყო, სა­დაც მუდ­მი­ვად მიდი-მო­დი­ოდ­ნენ და ბნელ საქ­მე­ებს აკე­თებ­დნენ. ჩემი შვი­ლი მა­შინ მე-3 კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, არა­ფერს ვაკ­ლებ­დით, არა­ფე­რი სჭირ­და სა­მა­გი­სო, რომ რამე მო­ე­პა­რა", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დედა.

ლუდ­მი­ლა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ პო­ლი­ცია ჯა­ბას ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც ავიწ­რო­ებ­და.

"ჯაბა ხში­რად იყო კა­ფე­ში, ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად გურ­ჯა­ა­ნის ცენ­ტრში, პა­პას ბაღ­ში იჯდა ხოლ­მე. პო­ლი­ცი­ის­გან მარ­ტო ის ეს­მო­და, აქ რას უდ­გა­ხარ, იქ რას უდ­გა­ხა­რო, გა­მოჰ­ყავ­დათ წყო­ბი­ლე­ბი­დან. ბო­ლოს, ბავ­შვი რომ შე­წუ­ხე­ბუ­ლა, ერთ-ერ­თის­თვის უთ­ქვამს, ეს მიწა შე­ნი­აო? - უპა­სუ­ხეს არაო, ჰოდა მა­შინ ჩე­მია და უნდა ვი­ა­როო. სპორტდარ­ბაზ­შიც კი და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. მი­ზე­ზი რომ ვე­რა­ფე­რი მო­უ­ძებ­ნეს და შარი ვერ მო­უ­დეს, 173-ე მუხ­ლით, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო ხუ­თას­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, და­უ­წე­რეს", - ამ­ბობს ლუდ­მი­ლა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

მოკ­ლუ­ლის დედა გია ჩუ­გოშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მის შვილ­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს შო­რის ჩხუ­ბი სიმ­ღე­რის გამო არ მომ­ხდა­რა.

"რო­დის იყო ჩემი შვი­ლი ვი­ღა­ცას სიმ­ღე­რას უშ­ლი­და, სიმ­ღე­რაც უყ­ვარ­და და ქე­ი­ფიც. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სი­ტუ­ა­ცია სულ სხვაგ­ვა­რად იყო. რო­გორც მე­უღ­ლე მო­მიყ­ვა, ქუ­ჩა­ში ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა. ჩუ­გოშ­ვი­ლი ჯა­ბას აგი­ნებ­და და უწ­მა­წურ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და. ნას­ვა­მი იყო და ჩემს შვილს ემუქ­რე­ბო­და, რომ სა­ნამ გულ­ში და­ნას არ გა­გიყ­რი და არ გა­მო­გი­ფატ­რი, არ მო­ვის­ვე­ნე­ბო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­ნამ­დე რა მოხ­და, ჩემს მე­უღ­ლეს არ გა­უ­გია, მაგ­რამ სიმ­ღე­რის გამო კონ­ფლიქ­ტი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. მას მერე, რაც ჩუ­გოშ­ვი­ლი სახ­ლში წა­ვი­და, ჯა­ბამ სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა მო­ინ­დო­მა. მა­მა­მისს ეუბ­ნე­ბო­და, უნდა გა­ვარ­კვიო, რა­ტომ მო­მა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფაო. ჩემს მე­უღ­ლეს უთ­ქვამს, გა­მო­ფხიზ­ლდეს და დი­ლა­ზე ნა­ხეო, მაგ­რამ ჯაბა არ დას­თან­ხმე­ბია. თუ მამა ხარ და გიყ­ვარ­ვარ, გა­მომ­ყე­ვიო. მი­ვი­და თუ არა და ჩუ­გოშ­ვი­ლე­ბის ეზოს კარი შე­ა­ღო, პირ­და­პირ გულ­ში ჩას­ცა ჩემს შვილს დანა. ამის და­ნახ­ვა­ზე ჩემი მე­უღ­ლე მი­ვარ­და, რას აკე­თებ, ბი­ჭოო და ისიც დაჭ­რა. არ ვიცი, კარ­თან ელო­დე­ბო­და თუ მო­საკ­ლა­ვად მო­დი­ო­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჯა­ბას მოკ­ვლა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და. დაჭ­რილ­მა ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბიჭი მან­ქა­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნა, ოთხის თერ­თმე­ტი წუთი იყო, რომ და­მი­რე­კა და მი­თხრა, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, გად­მომ­ხე­დეო. ნო­დარ­მა დღემ­დე არ იცის, რომ ჯაბა და­ი­ღუ­პა. ინ­ცი­დენ­ტის დროს ჩუ­გოშ­ვი­ლებს არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ, მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან, რო­დე­საც ჩემ­მა მე­უღ­ლემ ქუ­ჩის კარი და­აბ­რა­ხუ­ნა, და­მეხ­მა­რე­თო", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

ლუდ­მი­ლა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გია ჩუ­გოშ­ვი­ლი შა­რი­ა­ნი იყო და სიმ­თვრა­ლე­ში უმარ­თა­ვი ხდე­ბო­და, ჯა­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მოს­ვლია. მათ კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ქონ­დათ და მხო­ლოდ ჯა­ბას შე­ეძ­ლო ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გიას დამ­შვი­დე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ექსკლუზიური ინტერვიუ თანასოფლელის მიერ მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილის დედასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ თანასოფლელის მიერ მოკლული ჯაბა ელიზბარაშვილის დედასთან

სოფელ გურჯაანში 26 წლის გია ჩუგოშვილმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად თანასოფლელი, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის დედა ლუდმილა ელიზბარაშვილი speqtri.ge-თან ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის და მისი შვილი ყაჩაღობისთვის დაკავებული არ ყოფილა.

"ნათესავები ვეღარ დამირწმუნებია, რომ ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო. რეალურად ჩემი შვილი ქურდობისთვის 177-ე მუხლით გაასამართლეს, 3 წელი ჩასვეს და სამი წელი პირობითი მისცეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, უდანაშაულო იყო. თქვეს, რომ ორი სვიტრი მოიპარა, მაშინ, როდესაც ბიჭი მეორადებში არ ყიდულობდა ტანსაცმელს და სხვის ხელგაყრილს არაფერს იცვამდა; თქვეს, რომ რაღაც ანტენიანი ტელეფონი მოიპარა "ერიქსონ ცე", მაშინ როცა ბოლო გამოშვება, შვიდასლარიანი, "ლიფტიანი ტელეფონი" ეკავა ხელში. ყოველთვის ვეუბნებოდი, ცუდი არავის დაუშავო, თორემ გაგრიყავ-მეთქი. ორი თვე საპატიმროში მის სანახავად არ მივდიოდი, სანამ სიმართლე არ დავადგინე. ეს ბრალდება პოლიციის შეთითხნილი იყო. ვარკეთილში, იმ კორპუსში ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს. გავარკვიეთ, რომ ბინაში, რომლის გაქურდვაც ჩემს შვილს ბრალდებოდა, არაფერი იყო, უპატრონოდ მიტოვებული და ცარიელია, ყველა შეძლებდა იქ შესვლას. ისიც გავარკვიეთ, რომ ეს კორპუსი ე.წ. პოლიციის კორპუსი იყო, სადაც მუდმივად მიდი-მოდიოდნენ და ბნელ საქმეებს აკეთებდნენ. ჩემი შვილი მაშინ მე-3 კურსის სტუდენტი იყო, არაფერს ვაკლებდით, არაფერი სჭირდა სამაგისო, რომ რამე მოეპარა", - ამბობს მოკლულის დედა.

ლუდმილა ელიზბარაშვილი ყვება, რომ პოლიცია ჯაბას ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ავიწროებდა.

"ჯაბა ხშირად იყო კაფეში, ან მეგობრებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პაპას ბაღში იჯდა ხოლმე. პოლიციისგან მარტო ის ესმოდა, აქ რას უდგახარ, იქ რას უდგახარო, გამოჰყავდათ წყობილებიდან. ბოლოს, ბავშვი რომ შეწუხებულა, ერთ-ერთისთვის უთქვამს, ეს მიწა შენიაო? - უპასუხეს არაო, ჰოდა მაშინ ჩემია და უნდა ვიაროო. სპორტდარბაზშიც კი დაიწყო ვარჯიში. მიზეზი რომ ვერაფერი მოუძებნეს და შარი ვერ მოუდეს, 173-ე მუხლით, დაუმორჩილებლობის გამო ხუთასლარიანი ჯარიმა, დაუწერეს", - ამბობს ლუდმილა ელიზბარაშვილი.

მოკლულის დედა გია ჩუგოშვილთან კონფლიქტის დეტალებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის ჩხუბი სიმღერის გამო არ მომხდარა.

"როდის იყო ჩემი შვილი ვიღაცას სიმღერას უშლიდა, სიმღერაც უყვარდა და ქეიფიც. სინამდვილეში, სიტუაცია სულ სხვაგვარად იყო. როგორც მეუღლე მომიყვა, ქუჩაში ხმაური გაიგონა. ჩუგოშვილი ჯაბას აგინებდა და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. ნასვამი იყო და ჩემს შვილს ემუქრებოდა, რომ სანამ გულში დანას არ გაგიყრი და არ გამოგიფატრი, არ მოვისვენებო. სიმართლე გითხრათ, მანამდე რა მოხდა, ჩემს მეუღლეს არ გაუგია, მაგრამ სიმღერის გამო კონფლიქტი ნამდვილად არ ყოფილა. მას მერე, რაც ჩუგოშვილი სახლში წავიდა, ჯაბამ სიტუაციის გარკვევა მოინდომა. მამამისს ეუბნებოდა, უნდა გავარკვიო, რატომ მომაყენა შეურაცხყოფაო. ჩემს მეუღლეს უთქვამს, გამოფხიზლდეს და დილაზე ნახეო, მაგრამ ჯაბა არ დასთანხმებია. თუ მამა ხარ და გიყვარვარ, გამომყევიო. მივიდა თუ არა და ჩუგოშვილების ეზოს კარი შეაღო, პირდაპირ გულში ჩასცა ჩემს შვილს დანა. ამის დანახვაზე ჩემი მეუღლე მივარდა, რას აკეთებ, ბიჭოო და ისიც დაჭრა. არ ვიცი, კართან ელოდებოდა თუ მოსაკლავად მოდიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯაბას მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. დაჭრილმა ჩემმა მეუღლემ ბიჭი მანქანით საავადმყოფოში წაიყვანა, ოთხის თერთმეტი წუთი იყო, რომ დამირეკა და მითხრა, ძალიან ცუდად ვარ, გადმომხედეო. ნოდარმა დღემდე არ იცის, რომ ჯაბა დაიღუპა. ინციდენტის დროს ჩუგოშვილებს არაფერი გაუგიათ, მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ სახლიდან, როდესაც ჩემმა მეუღლემ ქუჩის კარი დააბრახუნა, დამეხმარეთო", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ლუდმილა ელიზბარაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გია ჩუგოშვილი შარიანი იყო და სიმთვრალეში უმართავი ხდებოდა, ჯაბასთან კონფლიქტი არასოდეს მოსვლია. მათ კეთილმეზობლური ურთიერთობა ქონდათ და მხოლოდ ჯაბას შეეძლო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიას დამშვიდება.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა