სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი
კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ახა­ლი მრჩე­ვე­ლი ჰყავს. მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის ერთ-ერთი მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც პი­ა­რის კუ­თხით იმუ­შა­ვებს. რო­გორც მი­ქა­ცა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, უწყე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა მარ­ტი­დან და­ი­წყო.

"ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­დას­ტუ­რებ. მიმ­დი­ნა­რე თვი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად", - გა­ნა­ცხა­და მა­ქა­ცა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­ზა­რე­ბას, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­უღ­ლის, დე­პუ­ტატ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის დახ­მა­რე­ბით და­ი­ნიშ­ნა, ხა­თუ­ნა მა­ქა­ცა­ძე აღ­ნიშ­ნულს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ პი­ა­რის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

"იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცას წარ­მოდ­გე­ნა არ შე­ექ­მნას, თით­ქოს არ­სად არ მი­მუ­შა­ვია და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უც­ბად გავჩნდი, მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ წლე­ბის წინ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა: ჯერ იყო ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ალი­ან­სი, მერე ჩა­ჩა­ვას სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, სა­დაც პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, ამის მერე ვმუ­შა­ობ­დი პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის აპა­რატ­ში, იყო ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, იყო "ფლაი ჯორ­ჯია", "ზე­და­ზე­ნი", სა­დაც ასე­ვე პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, მე და ლუკა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ დავ­ქორ­წინ­დით, მე კი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 1996 წლი­დან, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა მა­ქა­ცა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი

კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მრჩეველი ჰყავს. მინდია ჯანელიძის ერთ-ერთი მრჩევლის თანამდებობაზე ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა, რომელიც პიარის კუთხით იმუშავებს. როგორც მიქაცაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უწყებაში მუშაობა მარტიდან დაიწყო.

"ინფორმაციას ვადასტურებ. მიმდინარე თვიდან დავიწყე მუშაობა მინისტრის მრჩევლად", - განაცხადა მაქაცაძემ.

რაც შეეხება მოსაზარებას, რომ თავდაცვის სამინისტროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მეუღლის, დეპუტატ ლუკა კურტანიძის დახმარებით დაინიშნა, ხათუნა მაქაცაძე აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პიარის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"იმისთვის, რომ ვიღაცას წარმოდგენა არ შეექმნას, თითქოს არსად არ მიმუშავია და თავდაცვის სამინისტროში უცბად გავჩნდი, მინდა განვმარტო, რომ წლების წინ დავიწყე მუშაობა: ჯერ იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მერე ჩაჩავას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც პიარის ხელმძღვანელი ვიყავი, ამის მერე ვმუშაობდი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში, იყო ფინანსთა სამინისტრო, იყო "ფლაი ჯორჯია", "ზედაზენი", სადაც ასევე პიარის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მე და ლუკა წელიწადნახევრის წინ დავქორწინდით, მე კი საქმიანობაში 1996 წლიდან, აქტიურად ვარ ჩართული", - აღნიშნა ხათუნა მაქაცაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."