მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან
იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

28 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 14.00 სა­ათ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ხარ­ძი­ა­ნი თბი­ლის­ში, მა­რაბ­დის #25-ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ მო­კლეს. ცივ­სის­ხლი­ან­მა მკვლელ­მა, რო­მე­ლიც მოპე­დით მოძ­რა­ობ­და, ბიზ­ნეს­მენს სა­დარ­ბა­ზო­ში ზურ­გი­დან სამი ტყვია ეს­რო­ლა. ხარ­ძი­ა­ნი რეს­პუბ­ლ­იკ­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.­ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის­ საქ­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი იძი­ებს.

მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი­ლე­რი­ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მო­პე­დით მი­ი­მა­ლა. მო­პე­დი სა­მარ­თალ­დამც­ვე­ლებ­მა კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე იპო­ვეს.

იცო­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე ბოლო ობო­ლი არა ვარ, რო­მელ­საც მშო­ბელს, დღი­სით, მზი­სით, მო­უკ­ლა­ვენ, - ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, ბესო ხარ­ძი­ა­ნის შვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" გა­ნუ­ცხა­და.

მი­ხე­ილ ხარ­ძი­ა­ნი, ბესო ხარ­ძი­ა­ნის შვი­ლი: - სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­მა­ჩემ­მა სა­მარ­თა­ლი ვერ იპო­ვა, მე კი სა­მარ­თალს აუ­ცი­ლებ­ლად ვი­პო­ვი, ამას ყვე­ლას ვპირ­დე­ბი.

- კონ­კრე­ტულ პირ­ზე გაქვთ ეჭვი?

- ახლა არა­ფერს ვი­ტყვი, ამის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს პი­რა­დად გა­მო­ვი­ძი­ებ.

- რა­ტომ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებს არ ენ­დო­ბით?

- სა­ერ­თოდ, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ ხდე­ბა, რომ წლე­ბია, უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ხე­ე­ბი იც­ვლე­ბი­ან, მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი კი არ იც­ვლე­ბა. 90-იანი წლე­ბი­დან ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუდ­მი­ვად სა­მარ­თალს ვი­თხოვთ... გია უდე­სი­ა­ნის შე­სა­ხებ მსმე­ნია, მაგ­რამ ახლა ამა­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მალე გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ იყო მა­მა­ჩე­მის მტე­რი და ვინ - მოყ­ვა­რე. გე­კი­თხე­ბით, მე­რამ­დე­ნე ადა­მი­ანს კლა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და დღემ­დე რა­ტომ არა­ვინ აგებს პა­სუხს?! უკან არა­ფერ­ზე და­ვი­ხევ. სა­ერ­თოდ,

თუ სა­ხელ­მწი­ფო თვალს გა­ა­ხელს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თო­რემ იცო­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე ბოლო ობო­ლი არა ვარ, რო­მელ­საც მშო­ბელს, დღი­სით, მზი­სით, მო­უკ­ლა­ვენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

28 მარტს, დაახლოებით 14.00 საათზე ბიზნესმენი ბესო ხარ­ძიანი თბილისში, მარაბდის #25-ში, საკუთარი სახლის წინ მო­კლეს. ცივსისხლიანმა მკვლელმა, რომელიც მოპე­დით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბ­ლ­იკ­ურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.­ ბიზნესმენის მკვლელობის­ საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.

მკვლელობის შემდეგ კილერი­ შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა. მოპედი სამართალდამც­ველებმა კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს.

იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის შვილმა გაზეთ "კვირის პალიტრას" განუცხადა.

მიხეილ ხარძიანი, ბესო ხარძიანის შვილი: - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მამაჩემმა სამართალი ვერ იპოვა, მე კი სამართალს აუცილებლად ვიპოვი, ამას ყველას ვპირდები.

- კონკრეტულ პირზე გაქვთ ეჭვი?

- ახლა არაფერს ვიტყვი, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მამაჩემის მკვლელობის საქმეს პირადად გამოვიძიებ.

- რატომ, საგამოძიებო სტრუქტურებს არ ენდობით?

- საერთოდ, მსგავსი ფაქტები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ წლებია, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაში სახეები იცვლებიან, მმართველობის სტილი კი არ იცვლება. 90-იანი წლებიდან ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ - მოქალაქეები მუდმივად სამართალს ვითხოვთ... გია უდესიანის შესახებ მსმენია, მაგრამ ახლა ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. მალე გამოჩნდება, ვინ იყო მამაჩემის მტერი და ვინ - მოყვარე. გეკითხებით, მერამდენე ადამიანს კლავენ საქართველოში და დღემდე რატომ არავინ აგებს პასუხს?! უკან არაფერზე დავიხევ. საერთოდ,

თუ სახელმწიფო თვალს გაახელს, კარგი იქნება, თორემ იცოდეთ, საქართველოში მე ბოლო ობოლი არა ვარ, რომელსაც მშობელს, დღისით, მზისით, მოუკლავენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია