საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა
როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ტე­რი­ტო­რია XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აით­ვი­სეს, მა­ნამ­დე ის ერთ "ვე­რან­სა და უდა­ბურ" ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და, სა­დაც თით­ქმის სრუ­ლი­ად არ იყო სიმწვა­ნე. მთაწ­მინ­დის მო­ტიტ­ვლე­ბუ­ლი ფერ­დო­ბე­ბი­დან ნი­აღ­ვარს ქვი­შა და შლა­მი ჩა­მოჰ­ქონ­და, რო­მე­ლიც მთის ქვე­ვით არ­სე­ბულ ქუ­ჩებს ანაგ­ვი­ა­ნებ­და...

...და იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტზე (ახ­ლან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი), "ევ­რო­პუ­ლი თბი­ლი­სი" იწყებ­და სი­ცო­ცხლეს და მო­სახ­ლე­ო­ბაც ნელ-ნელა ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ სა­მოსს ევ­რო­პუ­ლი კოს­ტი­მე­ბით ანაც­ვლებ­და, მა­მა­და­ვი­თის მთა თბი­ლი­სელ­თა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. გაჩ­ნდა იდეა, რომ მთაწ­მინ­და შე­იძ­ლე­ბო­და, მშვე­ნივ­რად გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო ისე, რომ ხალ­ხს იქ სე­ირ­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და.

ბევ­რს სურ­და მშე­ნე­ბა­რე ქა­ლა­ქი­სათ­ვის ზე­ვი­დან გად­მო­ე­ხე­და და თბი­ლი­სის ხე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რიც და­ეტ­კბო, ამი­ტომ იქ ასას­ვლე­ლი გზის გაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. მთაწ­მინ­დის რე­ლი­ე­ფის შე­სა­ფე­რი­სი კი სამ­თო-სა­ბა­გი­რო რკი­ნიგ­ზა, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი თუ იქ­ნე­ბო­და. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვი­დან "ფუ­ნის" წარ­მოდ­გე­ბა და ბა­გირს, თოკს ნიშ­ნავს. ასე­თი გზე­ბი მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გაჰ­ყავ­დათ და ისი­ნი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ.

გა­მოჩ­ნდა საქ­მის მო­თა­ვეც - თბი­ლი­სის "კონ­კის" დი­რექ­ტო­რი, ბელ­გი­ე­ლი ინ­ჟი­ნე­რი ალ­ფონს რობი. მა­ნამ­დე, მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თგვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და. ხან "ქა­ლა­ქის მა­მე­ბი" იყე­ნებ­დნენ ფუ­ლის მო­სახ­ვე­ჭად და ხა­ნაც - კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე, 1901 წელს, ერ­თმა რე­ვო­ლუ­ცი­ონრ­მა, გი­ორ­გი ლე­ლაშ­ვილ­მა იქ არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბა მო­ა­წყო, რო­მე­ლიც პროკ­ლა­მა­ცი­ებს ბეჭ­დავ­და და თბი­ლის­ში ავ­რცე­ლებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ერთხანს მთაწ­მინ­დის ფერ­დო­ბებ­ზე არა­ლე­გა­ლურ კრე­ბებს ატა­რებ­და სტა­ლი­ნიც.

ალ­ფონს რო­ბიმ ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბის იდეა 1896 წელს წა­მო­ა­ყე­ნა. თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბას გა­აც­ნო და ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა ითხო­ვა. ჯერ იყო და, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი სამი წელი გა­ი­წე­ლა, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბამ ინ­ჟი­ნერს მხო­ლოდ 1900 წლის ზამ­თარ­ში დარ­თო ნება, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბა და­ე­წყო, მაგ­რამ ამ დროს ბელ­გი­ელ­მა მთაწ­მინ­დის მიწა ნაკ­ვე­თე­ბად დაყო და ასე ვთქვათ, აგა­რა­კე­ბის სა­ხით მის გა­ყიდ­ვას შე­უდ­გა. რო­გორც ჩანს, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხმა მის­თვის მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, მაგ­რამ შე­ძე­ნი­ლი მი­წე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი გა­ნა­წყენ­დნენ და რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი აღ­ძრეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა

როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა

ფუნიკულიორის ტერიტორია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აითვისეს, მანამდე ის ერთ ''ვერანსა და უდაბურ'' ადგილს წარმოადგენდა, სადაც თითქმის სრულიად არ იყო სიმწვანე. მთაწმინდის მოტიტვლებული ფერდობებიდან ნიაღვარს ქვიშა და შლამი ჩამოჰქონდა, რომელიც მთის ქვევით არსებულ ქუჩებს ანაგვიანებდა...

...და იმ პერიოდში, როდესაც გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი), ''ევროპული თბილისი'' იწყებდა სიცოცხლეს და მოსახლეობაც ნელ-ნელა ტრადიციულ ქართულ სამოსს ევროპული კოსტიმებით ანაცვლებდა, მამადავითის მთა თბილისელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა იდეა, რომ მთაწმინდა შეიძლებოდა, მშვენივრად გაშენებულიყო ისე, რომ ხალხს იქ სეირნობის საშუალება ჰქონოდა.

ბევრს სურდა მშენებარე ქალაქისათვის ზევიდან გადმოეხედა და თბილისის ხედით საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმარიც დაეტკბო, ამიტომ იქ ასასვლელი გზის გაყვანა გახდა საჭირო. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი კი სამთო-საბაგირო რკინიგზა, ფუნიკულიორი თუ იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუნიკულიორი ლათინური სიტყვიდან ''ფუნის'' წარმოდგება და ბაგირს, თოკს ნიშნავს. ასეთი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჰყავდათ და ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

გამოჩნდა საქმის მოთავეც - თბილისის ''კონკის'' დირექტორი, ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი. მანამდე, მთაწმინდა სპეკულაციის ერთგვარ წყაროს წარმოადგენდა. ხან ''ქალაქის მამები'' იყენებდნენ ფულის მოსახვეჭად და ხანაც - კერძო მესაკუთრეები. რევოლუციური მოძრაობის გარიჟრაჟზე, 1901 წელს, ერთმა რევოლუციონრმა, გიორგი ლელაშვილმა იქ არალეგალური სტამბა მოაწყო, რომელიც პროკლამაციებს ბეჭდავდა და თბილისში ავრცელებდა. ცნობილია, რომ ერთხანს მთაწმინდის ფერდობებზე არალეგალურ კრებებს ატარებდა სტალინიც.

ალფონს რობიმ ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა 1896 წელს წამოაყენა. თავისი გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობას გააცნო და ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა ითხოვა. ჯერ იყო და, მოლაპარაკების პროცესი სამი წელი გაიწელა, ქალაქის მმართველობამ ინჟინერს მხოლოდ 1900 წლის ზამთარში დართო ნება, ფუნიკულიორის მშენებლობა დაეწყო, მაგრამ ამ დროს ბელგიელმა მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და ასე ვთქვათ, აგარაკების სახით მის გაყიდვას შეუდგა. როგორც ჩანს, ფუნიკულიორის მშენებლობის საკითხმა მისთვის მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ შეძენილი მიწების მფლობელები განაწყენდნენ და რობის წინააღმდეგ საჩივარი აღძრეს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს