Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი სახლის პირობებში
როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი სახლის პირობებში

სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკვე­ბა­ვი კრე­მის მომ­ზა­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს შე­უძ­ლია და სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გენს სირ­თუ­ლეს.

რაც მთა­ვა­რია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, რომ თქვენ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ინ­გრე­დი­ენ­ტებს შე­არ­ჩევთ. კრე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, მზად­დე­ბა სხვა­დას­ხვა კოს­მე­ტი­კუ­რი ცხი­მის­გან. ჩვენ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ბა­ზი­სო რე­ცეპტს. თქვენ შე­გიძ­ლით მას­ში შე­მა­ვა­ლი ცხი­მე­ბი და ეთერ­ზე­თე­ბი შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი კა­ნის ტი­პის შე­სა­ბა­მი­სად.

ვთქვათ, ნუ­შის ზე­თის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნოთ ზე­ი­თუ­ნის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ზეთი, შის ცხი­მის ნაც­ვლად, კა­კა­ოს ან ქო­ქო­სის ცხი­მი და ა.შ.

კრე­მის მომ­ზა­დე­ბის დროს სა­ჭი­როა შემ­დე­გი პრო­პორ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა: მშრა­ლი კა­ნის­თვის 40% ცხი­მი, 60 პრო­ცენ­ტი წყა­ლი; ნორ­მა­ლუ­რი კა­ნის­თვის - 20 პრო­ცენ­ტი ცხი­მი, 80 პრო­ცენ­ტი წყა­ლი; ცხი­მი­ა­ნი და კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კა­ნის­თვის - 15%-მდე ცხი­მი, 85%-მდე წყა­ლი.

თუმ­ცა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ზუს­ტად ასე­თი თა­ნა­ფარ­დო­ბის დაც­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ას­ტე­რი­ლეთ ყვე­ლა ის ინ­ვენ­ტა­რი, რო­მელ­საც კრე­მის მომ­ზა­დე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნებთ!

კოს­მე­ტი­კუ­რი ზე­თე­ბის შერ­ჩე­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, ხომ არ გაქვთ რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე ალერ­გია. და­ვუშ­ვათ, ალერ­გია გაქვთ ნუ­შ­ზე, ნუ­შის ზეთი ჩა­ა­ნაც­ვლეთ სხვა ზე­თით. ასე­თი კრე­მე­ბი ინა­ხე­ბა მა­ცი­ვარ­ში ან უბ­რა­ლოდ, გრილ ად­გილ­ზე 1-2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­ის­ვით სა­ხე­ზე და ყელ­ზე კრე­მი, კანი მას შე­ი­წოვს, 20-40 წუ­თის შემ­დეგ კი, რაც არ შე­ი­წო­ვე­ბა, ხელ­სა­ხო­ცით მო­ი­ცი­ლეთ.

  • მა­სა­ლა

შის ცხი­მი - 10 გრ

ნუ­შის ზეთი - 10 გრ

სპერ­მა­ცე­ტი - 2 გრ

ცვი­ლი - 4 გრ

გვი­რი­ლის ნა­ყე­ნი ან გა­მოხ­დი­ლი წყა­ლი - 25 მლ

ბო­რაქ­სი - და­ნის წვე­რით

ზე­თო­ვა­ნი "ე" ვი­ტა­მი­ნი - 3 წვე­თი

ვარ­დის ეთერ­ზე­თი - 3 წვე­თი

ჟას­მი­ნის ეთერ­ზე­თი - 4 წვე­თი

  • მომ­ზა­დე­ბა

1. მო­ამ­ზა­დეთ ცხე­ლი ნა­ყე­ნი გვი­რი­ლით:

1 სავ­სე ჩაის კოვზ გვი­რი­ლას და­ას­ხით 50 მლ მდუ­ღა­რე. გა­ა­ჩე­რეთ 40 წუთი. რომ გაგ­რილ­დე­ბა და­უ­მა­ტეთ ბო­რაქ­სი და­ნის წვე­რით და კარ­გად გახ­სე­ნით.

2. შის ცხი­მი, ნუ­შის ზეთი, სპერ­მა­ცე­ტი და ცვი­ლი მო­ა­თავ­სეთ შუ­შის ქი­ლა­ში და დად­გით წყლის აბა­ზა­ნა­ზე და­ბალ ცე­ცხლზე. თან გა­მუდ­მე­ბით ური­ეთ. რო­გორც კი ცვი­ლი და სპერ­მა­ცე­ტი გად­ნე­ბა, გად­მოდ­გით და გა­ა­ცი­ეთ.

3. როცა გვი­რი­ლის ნა­ყე­ნიც და ცხი­მის მა­საც გა­ცივ­დე­ბა, ფრთხი­ლად შე­უ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში, ნელ-ნელა და­ა­მა­ტეთ წყლის მასა ცხი­მი­ან მა­სას და თან თქვი­ფეთ მიქ­სე­რით. სულ ბო­ლოს და­ა­მა­ტეთ ეთერ­ზე­თე­ბი, ”ე” ვი­ტა­მი­ნი და თქვე­ნი მკვე­ბა­ვი კრე­მი მზა­დაა!

როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ სახის მკვებავი კრემი სახლის პირობებში

სახლის პირობებში მკვებავი კრემის მომზადება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია და სულაც არ წარმოადგენს სირთულეს.

რაც მთავარია, დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ საკუთარი თავისთვის მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს შეარჩევთ. კრემები, ძირითადად, მზადდება სხვადასხვა კოსმეტიკური ცხიმისგან. ჩვენ შემოგთავაზებთ საბაზისო რეცეპტს. თქვენ შეგიძლით მასში შემავალი ცხიმები და ეთერზეთები შეცვალოთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.

ვთქვათ, ნუშის ზეთის ნაცვლად გამოიყენოთ ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი, შის ცხიმის ნაცვლად, კაკაოს ან ქოქოსის ცხიმი და ა.შ.

კრემის მომზადების დროს საჭიროა შემდეგი პროპორციების გათვალისწინება: მშრალი კანისთვის 40% ცხიმი, 60 პროცენტი წყალი; ნორმალური კანისთვის - 20 პროცენტი ცხიმი, 80 პროცენტი წყალი; ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის - 15%-მდე ცხიმი, 85%-მდე წყალი.

თუმცა არ არის სავალდებულო ზუსტად ასეთი თანაფარდობის დაცვა. აუცილებლად გაასტერილეთ ყველა ის ინვენტარი, რომელსაც კრემის მომზადების დროს გამოიყენებთ!

კოსმეტიკური ზეთების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხომ არ გაქვთ რომელიმე მათგანზე ალერგია. დავუშვათ, ალერგია გაქვთ ნუშზე, ნუშის ზეთი ჩაანაცვლეთ სხვა ზეთით. ასეთი კრემები ინახება მაცივარში ან უბრალოდ, გრილ ადგილზე 1-2 თვის განმავლობაში. წაისვით სახეზე და ყელზე კრემი, კანი მას შეიწოვს, 20-40 წუთის შემდეგ კი, რაც არ შეიწოვება, ხელსახოცით მოიცილეთ.

  • მასალა

შის ცხიმი - 10 გრ

ნუშის ზეთი - 10 გრ

სპერმაცეტი - 2 გრ

ცვილი - 4 გრ

გვირილის ნაყენი ან გამოხდილი წყალი - 25 მლ

ბორაქსი - დანის წვერით

ზეთოვანი "ე" ვიტამინი - 3 წვეთი

ვარდის ეთერზეთი - 3 წვეთი

ჟასმინის ეთერზეთი - 4 წვეთი

  • მომზადება

1. მოამზადეთ ცხელი ნაყენი გვირილით:

1 სავსე ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 50 მლ მდუღარე. გააჩერეთ 40 წუთი. რომ გაგრილდება დაუმატეთ ბორაქსი დანის წვერით და კარგად გახსენით.

2. შის ცხიმი, ნუშის ზეთი, სპერმაცეტი და ცვილი მოათავსეთ შუშის ქილაში და დადგით წყლის აბაზანაზე დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. როგორც კი ცვილი და სპერმაცეტი გადნება, გადმოდგით და გააციეთ.

3. როცა გვირილის ნაყენიც და ცხიმის მასაც გაცივდება, ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთში, ნელ-ნელა დაამატეთ წყლის მასა ცხიმიან მასას და თან თქვიფეთ მიქსერით. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერზეთები, ”ე” ვიტამინი და თქვენი მკვებავი კრემი მზადაა!