პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა
საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლის "დე­და­მი­წის სა­ა­თი" აღი­ნიშ­ნა. "გა­მო­ი­ყე­ნე შენი ძალა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად" - "დე­და­მი­წის სა­ა­თის" მე­ცხრე რა­უნ­დი მსოფ­ლი­ო­ში - 2015 წლის 28 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით სა­ღა­მოს 20:30-21:30-მდე აღი­ნიშ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ამ აქ­ცი­ას 7 წლის წინ შე­უ­ერ­თდა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ვი­დეო "სა­ქარ­თვე­ლო - 2065 წელი" ვრცელ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებ­ზე "მო­მავ­ლი­დან" მო­უ­თხრობ­და.

"დე­და­მი­წის სა­ათ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის "მრგვალ ბაღ­ში" ჯგუ­ფი "ყვე­ლას" კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­მა კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის "ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ" წარ­მო­ად­გი­ნეს. მთე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაღ­ში სან­თლე­ბით აწყო­ბი­ლი "დე­და­მი­წის სა­ა­თის" ლოგო - 60+ ენთო.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლის­ში ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შუ­ქე­ბი ჩა­აქ­რეს: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შე­ნო­ბებ­ში; გა­რე­გა­ნა­თე­ბა გა­მორ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლურ შე­ნო­ბებ­ში – მე­რი­ა­სა და საკ­რე­ბუ­ლო­ში. ასე­ვე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში, სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში, "მშვი­დო­ბის ხიდ­ზე", ნა­რი­ყა­ლას ცი­ხე­სი­მაგ­რე­ზე, ძვე­ლი თბი­ლი­სის შე­ნო­ბებ­ში, რუს­თა­ვე­ლი­სა და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბებ­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე წმ. გი­ორ­გის მო­ნუ­მენტზე.

"დე­და­მი­წის სა­ა­თის" მთა­ვა­რი მი­ზა­ნია: კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდა, სა­კუ­თა­რი ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა და შეც­ვლა გა­რე­მოს სა­სარ­გებ­ლოდ. ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ამ დღეს მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი ერთი სა­ა­თით ბნელ­დე­ბა, რაც "დე­და­მი­წის სა­ა­თის" აქ­ცი­ი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას ადას­ტუ­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან: გა­ე­რო-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლი (CENN), WWF და კავ­კა­სი­ის ბუ­ნე­ბის ფონ­დი (CNF).

ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო: ნილს სკო­ტი, გა­ე­რო-ს ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში; მაია ბი­თა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე; ნინო ხა­ტის­კა­ცი, ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე, ნანა ჯა­ნა­შია, CENN აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი; გი­ორ­გი სა­ნა­დი­რა­ძე, WWF კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი; და თეა ბარ­ბა­ქა­ძე, CNF წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ხა­ლი­სე­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა

საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა

საქართველოში 2015 წლის "დედამიწის საათი" აღინიშნა. "გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად" - "დედამიწის საათის" მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - 2015 წლის 28 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-21:30-მდე აღინიშნა. საქართველო ამ აქციას 7 წლის წინ შეუერთდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინტერაქტიული ვიდეო "საქართველო - 2065 წელი" ვრცელდებოდა, რომელიც მომხმარებლებს კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგებზე "მომავლიდან" მოუთხრობდა.

"დედამიწის საათთან" დაკავშირებით, თბილისის "მრგვალ ბაღში" ჯგუფი "ყველას" კონცერტი გაიმართა, მოძრაობის თეატრის მსახიობებმა კი აქციის მონაწილეებისთვის "ცეცხლოვანი შოუ" წარმოადგინეს. მთელი ღონისძიების განმავლობაში ბაღში სანთლებით აწყობილი "დედამიწის საათის" ლოგო - 60+ ენთო.

ღონისძიების ფარგლებში თბილისში ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩააქრეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გარეგანათება გამორთეს საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქალაქის მუნიციპალურ შენობებში – მერიასა და საკრებულოში. ასევე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, "მშვიდობის ხიდზე", ნარიყალას ციხესიმაგრეზე, ძველი თბილისის შენობებში, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე.

"დედამიწის საათის" მთავარი მიზანია: კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ტრადიციისამებრ, ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნების ყველა ცნობილი ღირსშესანიშნაობები ერთი საათით ბნელდება, რაც "დედამიწის საათის" აქციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).

ღონისძიებას დაესწრო: ნილს სკოტი, გაერო-ს ელჩი საქართველოში; მაია ბითაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; ნინო ხატისკაცი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი სანადირაძე, WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი; და თეა ბარბაქაძე, CNF წარმომადგენელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია