მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"
"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"

ეს ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მისი შე­ფა­სე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს ეხე­ბა ხოლ­მე.

იუ­მო­რის­ტი დათო გო­გიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად ციყ­ვი, რო­გორც პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, ცდი­ლობს, ჩვენს ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­შიც იპო­ვოს დღე­ვან­დე­ლო­ბის­თვის შე­სა­ტყვი­სი პა­რა­ლე­ლე­ბი... ოპო­ნენ­ტებ­თან ცხა­რე პო­ლე­მი­კა­შიც არის "შემ­ჩნე­უ­ლი", ხში­რად კი გუ­რუ­ლი იუ­მო­რიც სძლევს ხოლ­მე და პუბ­ლი­კას გუ­ლი­ა­ნად აცი­ნებს... მოკ­ლედ, დათო ამ­ჟა­მად "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" მო­რი­გი სტუ­მა­რია.

- ახლა რო­გორ ხარ და რას აკე­თებ?

- სამ­სა­ხურ­ში, GDS-ში მო­ვე­დი და ორ­შა­ბა­თის აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის ეტაპს გავ­დი­ვარ...

- ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა შენ­ზე ხომ არ მოქ­მე­დებს?

- მას შემ­დეგ, რაც 2012 წლის 28 სექ­ტემ­ბერს თემო მჟა­ვი­ას­თან ერ­თად მძი­მე ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და მარ­ცხე­ნა ხელი ლი­თონ­ში მაქვს ჩას­მუ­ლი, რა თქმა უნდა, მოქ­მე­დებს.

- ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რას გა­ნიც­დი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კას. შე­მიძ­ლია და­ვიკ­ვეხ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მაქვს: ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­გობ­რის სეს­ხის თავ­დე­ბი ვარ, ერთ-ერ­თმა ბან­კმა 300 ლარი არ მომ­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ოქ­როს ასო­ე­ბით შევა მსოფ­ლიო ბან­კე­ბის ფუ­ლად საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ში.

- მწვა­ვე სტა­ტუ­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი... რას იტყვი ამა­ზე?

- ეს თა­ვად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად დამ­პოს­ტა­ვი ელექ­ტო­რა­ტის ცალ­კე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სტრე­მის­ტულ­მა აზ­როვ­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ამა­ვე დროს, უმე­ტეს წი­ლად პოს­ტე­ბი იწე­რე­ბა ძა­ლი­ან მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, თავი "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უმაღ­ლე­სი ინ­სტან­ცია" ჰგო­ნი­ათ, არა­და, სა­ცო­და­ო­ბის­გან ხა­ტებს მი­რო­ნი სდის, ზოგ­ჯერ ისეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს წე­რენ. რაც მთა­ვა­რია, და­უ­სა­ბუ­თე­ბელს, შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცია მაქვს ხოლ­მე.

- ვის­თან ისურ­ვებ­დი პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას და დი­ა­ლოგს?

- ალ­ბათ, არ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და არ ვიქ­ნე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი, თუ ვი­ტყვი, რომ ბა­ტო­ნებ­თან - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად. მათ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია ერ­თად და­წე­რეს და ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ბევ­რი შე­კი­თხვაც მაქვს...

- სტა­ტუ­სებ­ში ხში­რად წერ, რომ კარ­გი ინ­ტუ­ი­ცი­ის პატ­რო­ნი ხარ და რა­ღა­ცებს სწო­რად პროგ­ნო­ზი­რებ. რა პროგ­ნოზ­მა გა­გი­მარ­თლა?

- ჩემი პროგ­ნო­ზი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მარ­თლდა, ასე­ვე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­ზე - არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩემს მე­გობ­რებს GDS-ში ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა­სა და მათი გზე­ბი გა­იყ­რე­ბო­და იმი­ტომ, რომ აშ­კა­რა იყო ორი­ვე სუ­ბი­ექ­ტის მხრი­დან მკვეთ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სხვა­ო­ბა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ მათ ბეგ­რა­უნ­დებს... 2006 წელს "ვა­ნოს შოუს" ოთახ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არა­თუ ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კა­ში, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე. იმ სა­უ­ბარს რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი ეს­წრე­ბო­და.

- მო­მა­ვალ­ში რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ვე­ლო­დე­ბი: 1. ჩემს პროგ­ნოზს რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ი­დან გას­ვლა­ზე; 2. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში ადრე თუ გვი­ან, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის, კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მომ­ხრე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მოს­ვლას. ისი­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თად მოვ­ლენ შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში; 3. რუ­სე­თი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­უქ­მებს სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის დო­კუ­მენტს.

- ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას იტყო­დი?

- ვი­საც ჰგო­ნია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" აქ­ცი­ა­ზე 12 ათას კაც­ზე მეტი ვერ გა­მო­იყ­ვა­ნეს და ამით მორ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან სცდე­ბა! პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მზარდ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს. ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში - ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არჩვე­ნე­ბის და­ნიშ­ვნაა.

- სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბა?

- გაბრ­წყინ­დე­ბა, მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი­სა და აშშ-ს გლო­ბა­ლუ­რი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი სქე­მე­ბის და­ტესტვის ლა­ბო­რა­ტო­რია აღარ ვიქ­ნე­ბით, როცა ქარ­თვე­ლე­ბი ამ მი­წის, ბუ­ნე­ბის, ჰა­ე­რის და წყლის ფასს გა­ვი­გებთ, რაც ღმერ­თმა გვი­ბო­ძა.

- ის­ტო­რი­კო­სი იუ­მო­რის­ტად რა­ტომ მუ­შა­ობ?

- ვმუ­შა­ობ­დი ის­ტო­რი­კო­სა­დაც, მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბის დროს, რა­ღაც პე­რი­ო­დი, КВН-ს ვთა­მა­შობ­დი, რა­მაც იუ­მო­რის­ტებ­თან და­მა­ახ­ლო­ვა.

- ლექ­ცი­ებს რა­ტომ აღარ კი­თხუ­ლობ?

- თსუ-ს ქვე­მო ქარ­თლის ფი­ლი­ალ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ლო­მა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბის დროს ფი­ლი­ა­ლე­ბი და­ი­ხუ­რა. თსუ-ში რომ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას­თან ვე­ღარ შე­ვა­თავ­სებ­დი. ამი­ტომ, ტე­ლე­ვი­ზია ვარ­ჩიე.

- რო­გორ გგო­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად გა­ფა­სებს?

- ვფიქ­რობ, კი. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ვე­ზი­ზღე­ბი. დიახ, ისი­ნი უფრო სწო­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან, ვი­ნა­ი­დან ამ სფე­რო­ში არ ელოდ­ნენ ჩემ­გან აკა­დე­მი­უ­რო­ბას და წყო­ბი­დან გა­მო­ვიდ­ნენ... იქ ვურ­ტყამ, სა­დაც სა­ჭი­როა...

- რაში გეხ­მა­რე­ბა გუ­რუ­ლი იუ­მო­რი?

- ნე­ბის­მი­ე­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სის გა­და­ტა­ნა­ში. ზო­გა­დად გუ­რუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი ხალ­ხია, მო­წყე­ნილ გუ­რულს ვერ იპო­ვით.

- წლე­ბია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ, მაგ­რამ ხში­რად ვა­კე­ლებს დას­ცი­ნი. რა­ტომ?

- ჩემი სო­ფე­ლი (ტო­ლე­ბი) სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ ის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად უფრო გუ­რი­აა. ეს რაც ჩემს წარ­მო­მავ­ლო­ბას ეხე­ბა... თბი­ლის­ში ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ, მინ­დო­და ვა­კე­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ მი­თხრეს, - ჯერ MAP-ი უნდა მი­ი­ღოო (იღი­მის). არა, არ დავ­ცი­ნი, რას ამ­ბობთ? მე თბი­ლი­სის ელი­ტა­რულ უბ­ნებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვად ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე. უბ­რა­ლოდ ვა­კის გა­ი­დე­ა­ლე­ბის უსა­ფუძ­ვლო, პრო­ვინ­ცი­ულ ფორ­მა­ზე მე­ცი­ე­ბა ხოლ­მე და ეგ არის...

- თბი­ლის­მა რა შეგ­ძი­ნა და რა წა­გარ­თვა?

- თბი­ლი­სი უდი­დე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სკო­ლაა, ეს რაც შე­ე­ხე­ბა შე­ძე­ნას, წარ­თმე­ვა­ზე კი, რა ვთქვა? - რაც არ მქონ­და, რას წა­მარ­თმევ­და?!

- გულ­წრფელ ღი­მილს რა და ვინ იწ­ვევს?

- ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდას ნო­ბე­ლის პრე­მი­ის იმი­ჯის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ღი­მი­ლი იწ­ვევს...

- რო­გორ გგო­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი მარ­თლა ვერ­ტი­კა­ლუ­რი და ბრუნ­ვა­დია?

- სიყ­ვა­რუ­ლი არის სო­ცი­ა­ლუ­რი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავს ფუ­ლად-საკ­რე­დი­ტო პრო­ცესს და ისე­ვე გა­ნიც­დის ინფლა­ცი­ას, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ვა­ლუ­ტა...

- გუ­რულ დი­ა­ლექ­ტზე ერთი ანეკ­დო­ტიც გვი­თხა­რი და ამა­ვე დი­ა­ლექ­ტზე შე­ნე­ბუ­რად ჭკუ­აც დაგ­ვა­რი­გე...

- გუ­რი­ა­ში, სა­ბავ­შვო ბაღ­ში, 3 წლის ბავ­შვებ­მა ერ­თმა­ნეთს ტუ­ჩებ­ში აკო­ცეს. შე­ზან­ზარ­და ყვე­ლა­ფე­რი და ჩა­მო­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, ისე­თი სკან­და­ლი იყო. პა­ტა­რა გო­გო­ნა ჯერ მას­წავ­ლე­ბელ­მა სცე­მა, მერე - მშო­ბელ­მა. ბო­ლოს ბავ­შვს დე­ი­და ეს­ტუმ­რა და პა­ტა­რას ჭკუ­ის და­რი­გე­ბა და­უ­წყო, იმის ახ­სნა, თუ რა სა­ში­ნე­ლე­ბა და უბე­დუ­რე­ბაა ტუ­ჩებ­ში კოც­ნა. ბავ­შვმა ტი­რი­ლი და­ი­წყო და დე­ი­დას ეუბ­ნე­ბა: "სენც გე­ი­გე დე­ი­და ცემი ბო­ჯო­ბის (ბო­ზო­ბის) ამ­ბა­ვი­იი?!" "რო და­გიფ­ჩე­ნი­ენ მაი პირი და აგი­ღე­რი­ენ მაი თავი ვო­რო­ში­ლო­ვის ცხე­ნი­ვით და დე­ი­ა­რე­ბით აქით-იქით გა­ლი­ცი­ნი­ვით, საქ­მე აკე­თეთ ბი­ძია, საქ­მე­ე­ე­ეე!" - ეს შე­გო­ნე­ბა ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად გა­მი­გო­ნია (იღი­მე­ბა).

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"

"2006 წელს ბიძინა ივანიშვილის არათუ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე"

ეს ადამიანი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი სტატუსებით გამოირჩევა. მისი შეფასებები ძირითადად თანამედროვე ცხოვრების პრობლემურ საკითხებს ეხება ხოლმე.

იუმორისტი დათო გოგიშვილი, მეტსახელად ციყვი, როგორც პროფესიით ისტორიკოსი, ცდილობს, ჩვენს ისტორიულ წარსულშიც იპოვოს დღევანდელობისთვის შესატყვისი პარალელები... ოპონენტებთან ცხარე პოლემიკაშიც არის "შემჩნეული", ხშირად კი გურული იუმორიც სძლევს ხოლმე და პუბლიკას გულიანად აცინებს... მოკლედ, დათო ამჟამად "მოულოდნელი კითხვების" მორიგი სტუმარია.

- ახლა როგორ ხარ და რას აკეთებ?

- სამსახურში, GDS-ში მოვედი და ორშაბათის აკლიმატიზაციის ეტაპს გავდივარ...

- ამინდის ცვალებადობა შენზე ხომ არ მოქმედებს?

- მას შემდეგ, რაც 2012 წლის 28 სექტემბერს თემო მჟავიასთან ერთად მძიმე ავარიაში მოვყევი და მარცხენა ხელი ლითონში მაქვს ჩასმული, რა თქმა უნდა, მოქმედებს.

- ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რას განიცდი?

- საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უსამართლო პოლიტიკას. შემიძლია დავიკვეხნო, რომ საქართველოში თითით საჩვენებელი საკრედიტო ისტორია მაქვს: ვინაიდან ჩემი მეგობრის სესხის თავდები ვარ, ერთ-ერთმა ბანკმა 300 ლარი არ მომცა. აღნიშნული ფაქტი ოქროს ასოებით შევა მსოფლიო ბანკების ფულად საკრედიტო ისტორიაში.

- მწვავე სტატუსებით გამოირჩევი... რას იტყვი ამაზე?

- ეს თავად სოციალურ ქსელებში აქტიურად დამპოსტავი ელექტორატის ცალკეულ წარმომადგენელთა ხშირ შემთხვევაში, ექსტრემისტულმა აზროვნებამ განაპირობა. ამავე დროს, უმეტეს წილად პოსტები იწერება ძალიან მტკიცებით ფორმაში, თავი "ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია" ჰგონიათ, არადა, საცოდაობისგან ხატებს მირონი სდის, ზოგჯერ ისეთ სისულელეებს წერენ. რაც მთავარია, დაუსაბუთებელს, შესაბამისად, ამაზე მწვავე რეაქცია მაქვს ხოლმე.

- ვისთან ისურვებდი პირისპირ შეხვედრას და დიალოგს?

- ალბათ, არ გავკადნიერდები და არ ვიქნები ამბიციური, თუ ვიტყვი, რომ ბატონებთან - ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად. მათ საქართველოს უახლესი ისტორია ერთად დაწერეს და ბუნებრივია, ამ ადამიანებთან ბევრი შეკითხვაც მაქვს...

- სტატუსებში ხშირად წერ, რომ კარგი ინტუიციის პატრონი ხარ და რაღაცებს სწორად პროგნოზირებ. რა პროგნოზმა გაგიმართლა?

- ჩემი პროგნოზი გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით, გამართლდა, ასევე ირაკლი ალასანიაზე - არჩევნებამდე ჩემს მეგობრებს GDS-ში ვეუბნებოდი, რომ ბატონი ბიძინასა და მათი გზები გაიყრებოდა იმიტომ, რომ აშკარა იყო ორივე სუბიექტის მხრიდან მკვეთრი ღირებულებითი სხვაობა და არაადეკვატურად დიდი ამბიციები, ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცნობ მათ ბეგრაუნდებს... 2006 წელს "ვანოს შოუს" ოთახში, ბიძინა ივანიშვილის არათუ ზოგადად პოლიტიკაში, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა ვიწინასწარმეტყველე. იმ საუბარს რამდენიმე სცენარისტი და მსახიობი ესწრებოდა.

- მომავალში რა მოლოდინი გაქვს?

- ველოდები: 1. ჩემს პროგნოზს რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლაზე; 2. საქართველოს პოლიტიკაში ადრე თუ გვიან, რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების, კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე პოლიტიკური ძალების მოსვლას. ისინი წარმომადგენლობითად მოვლენ შემდეგ პარლამენტში; 3. რუსეთი აუცილებლად გააუქმებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების დოკუმენტს.

- ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რას იტყოდი?

- ვისაც ჰგონია, რომ "ნაციონალებმა" აქციაზე 12 ათას კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს და ამით მორჩა ყველაფერი, ძალიან სცდება! პროვოკაციები აუცილებლად მზარდ ხასიათს მიიღებს. ერთადერთი სწორი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნაა.

- საქართველო გაბრწყინდება?

- გაბრწყინდება, მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აშშ-ს გლობალური გეოსტრატეგიული სქემების დატესტვის ლაბორატორია აღარ ვიქნებით, როცა ქართველები ამ მიწის, ბუნების, ჰაერის და წყლის ფასს გავიგებთ, რაც ღმერთმა გვიბოძა.

- ისტორიკოსი იუმორისტად რატომ მუშაობ?

- ვმუშაობდი ისტორიკოსადაც, მაგრამ სტუდენტობის დროს, რაღაც პერიოდი, КВН-ს ვთამაშობდი, რამაც იუმორისტებთან დამაახლოვა.

- ლექციებს რატომ აღარ კითხულობ?

- თსუ-ს ქვემო ქართლის ფილიალში ვმუშაობდი. ლომაიას მინისტრობის დროს ფილიალები დაიხურა. თსუ-ში რომ გამეგრძელებინა საქმიანობა, ტელევიზიაში მუშაობასთან ვეღარ შევათავსებდი. ამიტომ, ტელევიზია ვარჩიე.

- როგორ გგონია, საზოგადოება ადეკვატურად გაფასებს?

- ვფიქრობ, კი. განსაკუთრებით ისინი, ვისაც პოლიტიკური შეხედულების გამო ვეზიზღები. დიახ, ისინი უფრო სწორი შემფასებლები არიან, ვინაიდან ამ სფეროში არ ელოდნენ ჩემგან აკადემიურობას და წყობიდან გამოვიდნენ... იქ ვურტყამ, სადაც საჭიროა...

- რაში გეხმარება გურული იუმორი?

- ნებისმიერი მატერიალური თუ სულიერი კრიზისის გადატანაში. ზოგადად გურულები ძალიან მოტივირებული და მხიარული ხალხია, მოწყენილ გურულს ვერ იპოვით.

- წლებია, თბილისში ცხოვრობ, მაგრამ ხშირად ვაკელებს დასცინი. რატომ?

- ჩემი სოფელი (ტოლები) სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ის ეთნოგრაფიულად უფრო გურიაა. ეს რაც ჩემს წარმომავლობას ეხება... თბილისში ვერაზე ვცხოვრობ, მინდოდა ვაკეში ცხოვრება, მაგრამ მითხრეს, - ჯერ MAP-ი უნდა მიიღოო (იღიმის). არა, არ დავცინი, რას ამბობთ? მე თბილისის ელიტარულ უბნებში შემოქმედებითად და მოქალაქეობრივად ძალიან გავიზარდე. უბრალოდ ვაკის გაიდეალების უსაფუძვლო, პროვინციულ ფორმაზე მეციება ხოლმე და ეგ არის...

- თბილისმა რა შეგძინა და რა წაგართვა?

- თბილისი უდიდესი ცხოვრებისეული სკოლაა, ეს რაც შეეხება შეძენას, წართმევაზე კი, რა ვთქვა? - რაც არ მქონდა, რას წამართმევდა?!

- გულწრფელ ღიმილს რა და ვინ იწვევს?

- ჩემი სოციალურად დაუცველობის განცდას ნობელის პრემიის იმიჯის მქონე ადამიანების ღიმილი იწვევს...

- როგორ გგონია, სიყვარული მართლა ვერტიკალური და ბრუნვადია?

- სიყვარული არის სოციალური გრძნობა, რომელიც ძალიან წააგავს ფულად-საკრედიტო პროცესს და ისევე განიცდის ინფლაციას, როგორც ნებისმიერი ვალუტა...

- გურულ დიალექტზე ერთი ანეკდოტიც გვითხარი და ამავე დიალექტზე შენებურად ჭკუაც დაგვარიგე...

- გურიაში, საბავშვო ბაღში, 3 წლის ბავშვებმა ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. შეზანზარდა ყველაფერი და ჩამოიქცა ქვეყანა, ისეთი სკანდალი იყო. პატარა გოგონა ჯერ მასწავლებელმა სცემა, მერე - მშობელმა. ბოლოს ბავშვს დეიდა ესტუმრა და პატარას ჭკუის დარიგება დაუწყო, იმის ახსნა, თუ რა საშინელება და უბედურებაა ტუჩებში კოცნა. ბავშვმა ტირილი დაიწყო და დეიდას ეუბნება: ,,სენც გეიგე დეიდა ცემი ბოჯობის (ბოზობის) ამბავიიი?!" ''რო დაგიფჩენიენ მაი პირი და აგიღერიენ მაი თავი ვოროშილოვის ცხენივით და დეიარებით აქით-იქით გალიცინივით, საქმე აკეთეთ ბიძია, საქმეეეეე!" - ეს შეგონება ჩემს ბავშვობაში ხშირად გამიგონია (იღიმება).

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია