არჩილ თალაკვაძე რაფალიანცის საქმეზე - მე ცოტა მიკვირს, როცა ჩვენსკენ იშვერენ ხელს

არჩილ თალაკვაძე რაფალიანცის საქმეზე - მე ცოტა მიკვირს, როცა ჩვენსკენ იშვერენ ხელს

10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში ისაუბრა. თალაკვაძეს უკვირს, როდესაც მათკენ იშვერენ ხელს, რადგან მათ არასწორად დაწყებული და ხარვეზიანი საქმის გადაბარება მოუწიათ.

"მე ცოტა მიკვირს, ხშირად, როცა რაფალიანცის საქმეზე საუბრობენ, ჩვენსკენ იშვერენ ხოლმე ხელს გარკვეული პოლიტიკური პარტიის ლიდერები. ეს საქმე ჩვენ გადმოგვცეს მას შემდეგ, რაც ამ საქმეში თავიდან იყო უამრავი ხარვეზი დაშვებული, რომელმაც პრინციპულად შეუშალა ხელი ამ საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას. ჩვენ როდესაც გადმოვიბარეთ დაზიანებული და არასწორად დაწყებული საქმე, მთელი რიგი შანსები იყო გაშვებული ხელიდან, რომ ის დროულად და ეფექტურად გამოძიებულიყო. დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამის გამოძიებაზე და ისევ ისე გამოვიდა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს შეცდომები დაუშვეს, ჩვენ გვაბრალებენ და ჩვენ გვთხოვენ ამ საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ