პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა
ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის და ბრედ პი­ტის ნა­სუნ­თქი ჰა­ე­რით სავ­სე ქილა

რო­დე­საც ჯოლი და პიტი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოჩ­ნდნენ, ჟურ­ნა­ლის­ტმა მიკრო­ფო­ნის ნაც­ვლად ქილა გა­უშ­ვი­რა და წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქი­ლა­ში ასუნ­თქავ­და. სა­ბო­ლო­ოდ ქილა აუქ­ცი­ონ­ზე 530 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

სე­ლინ­ჯე­რის უნი­ტა­ზი

ცნო­ბი­ლი მწერ­ლის პი­რა­დი სივ­რცე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ირ­ღვა. რა­რი­ტე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა რიკ კოლ­მა აუქ­ცი­ონ­ზე სე­ლინ­ჯე­რის გა­უ­სუფ­თა­ვე­ბე­ლი უნი­ტა­ზი გა­ი­ტა­ნა და ფა­სად ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ა­დო.

რო­ნალდ რე­ი­გა­ნის სის­ხლი

"იბე­ის" აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად გა­ი­ტა­ნეს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის სის­ხლი. სის­ხლი აუქ­ცი­ონ­ზე ექი­მებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს, მათ სის­ხლის შეგ­რო­ვე­ბა 1981 წელს პრე­ზი­დენტზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად შეძ­ლეს. რო­დე­საც ფასი 10 000 დო­ლარ­ზე ავი­და, გა­ყიდ­ვა შე­წყდა, რად­გან ამ ფაქ­ტის ირ­გვლივ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა. სა­ბო­ლო­ოდ, ექი­მებ­მა სის­ხლი რე­ი­გა­ნის ფონდს გა­დას­ცეს.

სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ცხვირ­სა­ხო­ცი

ერთ-ერთ ღა­მის შო­უ­ში სტუმ­რად მი­სულ­მა იო­ჰან­სონ­მა ერთჯე­რად ცხვირ­სა­ხოც­ში და­ა­ცე­მი­ნა, შემ­დეგ შე­ფუ­თა ის პა­კეტ­ში და ხელი მო­ა­წე­რა. ნახ­მა­რი ცხვირ­სა­ხო­ცი 5 300 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ქველ­მოქ­მე­დე­ბას მოხ­მარ­და.

მერ­ლინ მონ­როს მკერ­დის რენტგე­ნი

ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ლე­გენ­და­რულ ლა­მაზ­მანს უკავ­შირ­დე­ბა, ხში­რად ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობს. 28 წლის მონ­როს რენტგე­ნუ­ლი ფოტო, რო­მე­ლიც 1954 წელს გა­კეთ­და, 45 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ნასუნთქი ჰაერით სავსე ქილა

როდესაც ჯოლი და პიტი ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ, ჟურნალისტმა მიკროფონის ნაცვლად ქილა გაუშვირა და წყვილი რამდენიმე წამის განმავლობაში ამ ქილაში ასუნთქავდა. საბოლოოდ ქილა აუქციონზე 530 დოლარად გაიყიდა.

სელინჯერის უნიტაზი

ცნობილი მწერლის პირადი სივრცე მისი გარდაცვალების შემდეგ დაირღვა. რარიტეტების კოლექციონერმა რიკ კოლმა აუქციონზე სელინჯერის გაუსუფთავებელი უნიტაზი გაიტანა და ფასად ერთი მილიონი დოლარი დაადო.

რონალდ რეიგანის სისხლი

"იბეის" აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს ამერიკის პრეზიდენტის სისხლი. სისხლი აუქციონზე ექიმებმა გამოიტანეს, მათ სისხლის შეგროვება 1981 წელს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შეძლეს. როდესაც ფასი 10 000 დოლარზე ავიდა, გაყიდვა შეწყდა, რადგან ამ ფაქტის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. საბოლოოდ, ექიმებმა სისხლი რეიგანის ფონდს გადასცეს.

სკარლეტ იოჰანსონის გამოყენებული ცხვირსახოცი

ერთ-ერთ ღამის შოუში სტუმრად მისულმა იოჰანსონმა ერთჯერად ცხვირსახოცში დააცემინა, შემდეგ შეფუთა ის პაკეტში და ხელი მოაწერა. ნახმარი ცხვირსახოცი 5 300 დოლარად გაიყიდა და ქველმოქმედებას მოხმარდა.

მერლინ მონროს მკერდის რენტგენი

ნივთები, რომლებიც ლეგენდარულ ლამაზმანს უკავშირდება, ხშირად ძალიან ძვირად ფასობს. 28 წლის მონროს რენტგენული ფოტო, რომელიც 1954 წელს გაკეთდა, 45 000 დოლარად გაიყიდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება