პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწია ქართულ გემებს
რა ბედი ეწია ქართულ გემებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­ტის დაშ­ლა-და­ნა­წევ­რე­ბა არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი. თუმ­ცა, ცო­ტამ თუ იცის, რა ბე­დია ეწია გე­მებს, რომ­ლებ­საც დიდი ქარ­თვე­ლე­ბის: "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის", "აკა­კი წე­რეთ­ლის", "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის", "აკა­დე­მი­კოს უზ­ნა­ძის", "ნო­დარ დუმ­ბა­ძის" და სხვა­თა სა­ხე­ლე­ბი ერ­ქვა. ზოგი ჯარ­თად და­იჭ­რა, ზოგი კი უცხო ქვეყ­ნის დრო­შით და­ცუ­რავს... ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­თა კავ­ში­რის წევ­რი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი პა­ა­ტა ტა­ბა­ღუა ესა­უბ­რა, რომ­ლის არა­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ზღვაო სფე­როს ეხე­ბა.

- არა­ერ­თი ტე­ლე­გა­და­ცე­მა მო­მიმ­ზა­დე­ბია შო­რე­ულ სა­ნა­ოს­ნო რე­ი­სებ­ზე და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის მომს­წ­რეც გავმხდარ­ვარ. ამ ხნის მან­ძილ­ზე უიშ­ვი­ა­თე­სი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის თავ­მოყ­რა შევ­ძე­ლი.­ ამა­სო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, ჩვენ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ზღვაო სა­ხელ­მწი­ფოდ ვი­ქე­ცით, დაგ­ვრჩა ფლო­ტი, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში დიდი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო უც­ბად ვერ აე­წყო მე­ნე­ჯმენ­ტი და ვერ დას­აქმდა გე­მე­ბი, რისი პრობ­ლე­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს არ იყო. იმ­ხა­ნად, რა­საკვ­ი­რვე­ლია, ათას­მა მედ­რო­ვემ და ავან­ტი­ურ­ი­­სტმა ამ­ღვრე­ულ წყალ­ში თევ­ზის იო­ლად და­ჭე­რა სცა­და, ხელი შე­უ­წყო პრო­ცე­სე­ბის უარ­ყო­ფი­თად გან­ვი­თა­რე­ბას და ძვირ­ფა­სი გე­მე­ბი ჯარ­თის ფა­სად გა­ი­ყი­და. არა­და, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ­ ჩვე­ნი სა­ნა­ოს­ნოს ბა­ლანსზე 56 გემი ირი­ცხე­ბო­და.

აქე­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი თხე­ვა­დი ტვირ­თის­ გა­დამ­ტა­ნი ტან­კე­რი იყო, 16-17 - ბალ­კე­რი (სამ­შრალტვირ­თო გემი). თი­თოს დაახ­ლო­ე­ბით ოც­და­ათ­კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი ჰყავ­და. ამას ემა­ტე­ბო­და ნავ­სად­გუ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლი, გემთსა­ჭე­რი ფლო­ტი, მე­ზღვა­ურთა ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ნა­პირ­ზე­ იყ­ვნენ და თა­ვი­ანთ რე­ისს ელო­დე­ბოდ­ნენ. შე­დე­გად, სა­ვა­ლა­ლო მო­ცე­მუ­ლო­ბა მი­ვი­ღეთ:

აღარ გვყავს სა­ვაჭ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტი, მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია გემთსა­შე­ნი ფლო­ტი. რა გა­საკ­ვი­რია, რომ აღარც სა­ზღვაო-სამხ­ედრო ფლო­ტი გაგ­ვაჩ­ნია. 1999 წლის­თვის ყვე­ლა­ფერს ბოლო ჰქონ­და მო­ღე­ბუ­ლი.­ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დაგ­ვრჩა და­უ­საქ­მებ­ელი, ბევ­რი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის გემე­ბზე და­საქმდა, თუმ­ცა, ზოგს გა­უ­მარ­თლა და სო­ლი­დურ კომ­პა­ნი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. კი­დევ­ უფრო სა­ვა­ლა­ლო ის არის, რომ ჯარ­თად გა­ყი­დუ­ლი გე­მე­ბი ახლა სხვა ქვეყ­ნე­ბის დრო­შით და­ცუ­რა­ვენ­ და მათ ბი­უ­ჯე­ტებს ავ­სე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს გე­მე­ბი სა­თი­თა­ოდ მყავს გა­მო­ტი­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რა ბედი ეწია ქართულ გემებს

რა ბედი ეწია ქართულ გემებს

საქართველოს ფლოტის დაშლა-დანაწევრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ბედია ეწია გემებს, რომლებსაც დიდი ქართველების: "დავით აღმაშენებლის", "აკაკი წერეთლის", "ილია ჭავჭავაძის", "აკადემიკოს უზნაძის", "ნოდარ დუმბაძის" და სხვათა სახელები ერქვა. ზოგი ჯართად დაიჭრა, ზოგი კი უცხო ქვეყნის დროშით დაცურავს... ამ და სხვა საინტერესო თემებზე "კვირის პალიტრას" კინემატოგრაფთა კავშირის წევრი და კინორეჟისორი პაატა ტაბაღუა ესაუბრა, რომლის არაერთი ნამუშევარი საზღვაო სფეროს ეხება.

- არაერთი ტელეგადაცემა მომიმზა­დებია შორეულ სანაოსნო რეისებზე და უამრავი საინტერესო ამბის მომს­წ­რეც გავმხდარვარ. ამ ხნის მანძილზე უიშვიათესი საარქივო მასალის თავმოყრა შევძელი.­ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ვიქეცით, დაგვრჩა ფლოტი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ. დამოუკიდებელ ქვეყანაში დიდი პოლიტი­კურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო უცბად ვერ აეწყო მენეჯმენტი და ვერ დას­აქმდა გემები, რისი პრობლემაც საბჭოთა კავშირის დროს არ იყო. იმხანად, რასაკვ­ი­რველია, ათასმა მედროვემ და ავანტიურ­ი­­სტმა ამღვრეულ წყალში თევზის იოლად დაჭერა სცადა, ხელი შეუწყო პროცესების უარყოფითად განვითარებას და ძვირფასი გემები ჯართის ფასად გაიყიდა. არადა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ­ ჩვენი სანაოსნოს ბალანსზე 56 გემი ირიცხებოდა.

აქედან ნახევარზე მეტი თხევადი ტვირთის­ გადამტანი ტანკერი იყო, 16-17 - ბალკერი (სამშრალტვირთო გემი). თითოს დაახ­ლოებით ოცდაათკაციანი ეკიპაჟი ჰყავდა. ამას ემატებოდა ნავსადგურების პერსონა­ლი, გემთსაჭერი ფლოტი, მეზღვა­ურთა ის რაოდენობა, რომლებიც ნაპირზე­ იყვნენ და თავიანთ რეისს ელოდებოდნენ. შედეგად, სავალალო მოცემულობა მივიღეთ:

აღარ გვყავს სავაჭრო-საზღვაო ფლოტი, მთლიანად განადგურებულია გემთსაშენი ფლოტი. რა გასაკვირია, რომ აღარც საზღვაო-სამხ­ედრო ფლოტი გაგვაჩნია. 1999 წლისთვის ყველაფერს ბოლო ჰქონდა მოღებული.­ ათასობით ადამიანი დაგვრჩა დაუსაქმებ­ელი, ბევრი უცხოური კომპანიების გემე­ბზე დასაქმდა, თუმცა, ზოგს გაუმართლა და სოლიდურ კომპანიას ემსახურება. კიდევ­ უფრო სავალალო ის არის, რომ ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ­ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ. შეიძლება ითქვას, ეს გემები სათითაოდ მყავს გამოტირებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია