სამართალი
მსოფლიო
სამხედრო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სამინისტრო - სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს
სასჯელაღსრულების სამინისტრო - სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ დღეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ად­მი­ნის­ტრა­ცია აკონ­ტრო­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სის­ტე­მა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მყი­სი­ე­რად, ადეკ­ვა­ტუ­რად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში რე­ა­გი­რებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც წესი, სწო­რედ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხვდე­ბი­ან და მათი მხრი­დან ყო­ველ­თვის არის მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლონ. ამ შემ­თხე­ვე­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლია ის, თუ სა­მი­ნის­ტრო რას უპი­რის­პი­რებს მათ ამ სურ­ვი­ლებს. სა­მი­ნის­ტროს, მი­ნის­ტრის მიდ­გო­მა ცალ­სა­ხაა- ყვე­ლა, ვინც კა­ნონს არ ემორ­ჩი­ლე­ბა ის­ჯე­ბა სრუ­ლი სიმ­კაც­რით, ეს იქ­ნე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი თუ სის­ტე­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია N17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა, როცა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ, რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, ისე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ლი­დე­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ სო­ცი­უმ­ში არ­სე­ბო­ბენ, მათ შო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის ად­გი­ლებ­შიც. ამ დროს მთავ­რია ის, რომ დღეს სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კა არ ახ­დენს ასე­თი ტი­პის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას და კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით იცავს სა­რე­ჟი­მო პი­რო­ბებს. გვსურს შე­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გა­შუ­ქე­ბუ­ლი სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი შიმ­ში­ლო­ბე­ბი­სა თუ თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, უმე­ტე­სად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის­კენ მიდ­რე­კი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არე­უ­ლო­ბე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბა­სა და ამით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის თა­ვი­ან­თი პი­რო­ბე­ბის კარ­ნახს, რაც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში. თუმ­ცა, სწო­რედ სა­მი­ნის­ტროს შე­უ­ვალ­მა და პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ვან­გრი­ეთ წლე­ბის მან­ძილ­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ანარ­ქია, უკა­ნო­ნო­ბა და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი სის­ტე­მა, სა­დაც პრო­ცე­სე­ბი სის­ტე­მუ­რად უწყე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ იმარ­თე­ბა.

ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ მო­მა­ვალ­შიც არ ვართ და­ზღვე­უ­ლი რიგი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან და მსგავ­სი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან, თუმ­ცა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვაგ­რძე­ლებთ შე­უ­რი­გე­ბელ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და სუბკულ­ტუ­რის­კენ მიდ­რე­კი­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი.

ამავდრო­უ­ლად, ჩვენ პა­ტივს ვცემთ და ყუ­რა­დღე­ბით ვუს­მენთ მე­დი­ას, გა­და­მოწ­მე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვმოქ­მე­დებთ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე, კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ სის­ტე­მას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს მი­ნის­ტრი და შე­სა­ბა­მი­სად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს – ად­მი­ნის­ტრა­ცია", -ნათ­ქვა­მია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სასჯელაღსრულების სამინისტრო - სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო - სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს, - ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სისტემაში ნებისმიერი სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მყისიერად, ადეკვატურად და კანონის ფარგლებში რეაგირებს.

"მოგეხსენებათ, კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები, როგორც წესი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან და მათი მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა იმისა, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ შემთხევევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ სამინისტრო რას უპირისპირებს მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა- ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი. ამის ნათელი მაგალითია N17 დაწესებულებაში ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, როგორც მსჯავრდებულები, ისე დაწესებულების დირექტორი.

საგულისხმოა, რომ ლიდერობის მსურველები ნებისმიერ სოციუმში არსებობენ, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ამ დროს მთავრია ის, რომ დღეს სამინისტროს პოლიტიკა არ ახდენს ასეთი ტიპის მსჯავრდებულების წახალისებას და კანონით დადგენილი წესით იცავს სარეჟიმო პირობებს. გვსურს შეგახსენოთ, რომ სატელევიზიო ეთერით გაშუქებული სისტემაში არსებული შიმშილობებისა თუ თვითდაზიანებების შემთხვევები, უმეტესად განპირობებული იყო იმით, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი გავლენების დასაბრუნებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არეულობების ინსპირირებასა და ამით ადმინისტრაციისთვის თავიანთი პირობების კარნახს, რაც არაერთხელ აღინიშნა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებში. თუმცა, სწორედ სამინისტროს შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ უზრუნველყო ის, რომ საბოლოოდ დავანგრიეთ წლების მანძილზე დაწესებულებებში დამკვიდრებული ანარქია, უკანონობა და ჩამოვაყალიბეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჯანსაღი სისტემა, სადაც პროცესები სისტემურად უწყების ადმინისტრაციის მიერ იმართება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული რიგი პროვოკაციებისგან და მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებისგან, თუმცა, კანონის ფარგლებში, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ შეურიგებელ პოლიტიკას, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტისა და სუბკულტურისკენ მიდრეკილი სუბიექტების წინააღმდეგაა მიმართული.

ამავდროულად, ჩვენ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ მედიას, გადამოწმებას ექვემდებარება ჟურნალისტების მიერ მოწოდებული აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ვმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით.

არსებული რეალობის ფონზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ სისტემას სრულად აკონტროლებს მინისტრი და შესაბამისად, დაწესებულებებს – ადმინისტრაცია", -ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ