პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კორძაია - ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს
ირაკლი კორძაია - ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს

ჟურ­ნა­ლისტ ირაკ­ლი კორ­ძა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ახ­დე­ნენ. ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ირაკ­ლი კორ­ძა­ია "იმე­დის კვი­რის" ეთერ­ში მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბებს მთავ­რო­ბი­სა და პრე­მი­ე­რის მი­ზან­მი­მარ­თულ დის­კრე­დი­ტა­ცი­ად აფა­სე­ბენ.

"მე ვე­რა­ნა­ირ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­ვუ­წევ მთავ­რო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში და ზო­გა­დად გა­მარ­ჯვე­ბის იდე­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვებს. ისი­ნი კონ­კუ­რენ­ცი­ას უბ­რა­ლოდ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. მათ მო­ახ­დი­ნეს ყვე­ლაფ­რის დის­კრე­დი­ტა­ცია, რისი დის­კრე­დი­ტა­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნათ ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, არის გარ­კვე­უ­ლი მცდე­ლო­ბა ხე­ლის გაშ­ვე­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დღე­ვან­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­კენ, თით­ქოს მათ 5 თვე ჰქონ­დათ იმი­სათ­ვის, რომ გა­ერ­კვი­ათ ეს სა­კი­თხე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, კერ­ძოდ, მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ალა­გებს იმას, რაც წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა და ზე­დე­ლაშ­ვილ­მა გა­ა­ფუ­ჭეს", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბას, კორ­ძა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი პა­სუ­ხი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან არ უკ­ვირს. "არ მიკ­ვირს ასე­თი პა­სუ­ხი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან. ღა­რი­ბაშ­ვილს რომ ვამ­ბობ, ვგუ­ლის­ხმობ ჯან­ყა­რაშ­ვილს, ჯან­ყა­რაშ­ვილს რომ ვამ­ბობ, ვგუ­ლის­ხმობ ზე­დე­ლაშ­ვილს, ზე­დე­ლაშ­ვილს რომ ვამ­ბობ, ვგუ­ლის­ხმობ თა­მა­ზაშ­ვილს. მე არ მიკ­ვირს ეს მათ­გან, იმი­ტომ, რომ მათ არ ეძ­ვირ­ფა­სე­ბათ ის გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ 2012 წელს მი­ვაღ­წი­ეთ. მათ არ გა­ნუც­დი­ათ ის ტკი­ვი­ლი, მათ­ზე არ ყო­ფი­ლა ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა, ისი­ნი არ ყო­ფი­ლან მი­ტინ­გებ­ზე ნა­ცე­მი, ისი­ნი არ ყო­ფი­ლან სახ­ლე­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი, არ ყო­ფი­ლან უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში. ერთი შემ­თხვე­ვა იყო, ბა­ტო­ნი თა­მა­ზაშ­ვი­ლი 9 თვე იჯდა ცი­ხე­ში და გა­ხა­დეს მის­გან მა­ჰათ­მა გან­დი", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე: მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა ბესო ხარ­ძი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

იხი­ლეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ თეგ­ზე #ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი

ირაკლი კორძაია - ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს

ირაკლი კორძაია - ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს

ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, მთავრობის დისკრედიტაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ახდენენ. ასე გამოეხმაურა ირაკლი კორძაია "იმედის კვირის" ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას, რომ დაუსაბუთებელ ბრალდებებს მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ.

"მე ვერანაირ კონკურენციას ვერ გავუწევ მთავრობის დისკრედიტაციაში და ზოგადად გამარჯვების იდეის დისკრედიტაციაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს. ისინი კონკურენციას უბრალოდ არ ექვემდებარებიან. მათ მოახდინეს ყველაფრის დისკრედიტაცია, რისი დისკრედიტაციაც შეიძლება მოეხდინათ ამ 2 წლის განმავლობაში.

ჩემი დაკვირვებით, არის გარკვეული მცდელობა ხელის გაშვერის შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობისკენ, თითქოს მათ 5 თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ გაერკვიათ ეს საკითხები. ეს ადამიანები, კერძოდ, მინისტრი ვახტანგ გომელაური ალაგებს იმას, რაც წელიწადნახევრის და 2 წლის განმავლობაში ჯანყარაშვილმა და ზედელაშვილმა გააფუჭეს", - განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებას, კორძაიამ აღნიშნა, რომ ასეთი პასუხი ღარიბაშვილისგან არ უკვირს. "არ მიკვირს ასეთი პასუხი ირაკლი ღარიბაშვილისგან. ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს, ჯანყარაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ზედელაშვილს, ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზაშვილს. მე არ მიკვირს ეს მათგან, იმიტომ, რომ მათ არ ეძვირფასებათ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენ 2012 წელს მივაღწიეთ. მათ არ განუცდიათ ის ტკივილი, მათზე არ ყოფილა ფიზიკური ზეწოლა, ისინი არ ყოფილან მიტინგებზე ნაცემი, ისინი არ ყოფილან სახლებიდან გატაცებული, არ ყოფილან უკანონო პატიმრობაში. ერთი შემთხვევა იყო, ბატონი თამაზაშვილი 9 თვე იჯდა ციხეში და გახადეს მისგან მაჰათმა განდი", - განაცხადა კორძაიამ.

იხილეთ ასევე: მთავრობის ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ