პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში
"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში, რა შე­იც­ვა­ლა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ. რა რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­გო­რია მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. კი­თხვებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

მა­ნა­ნა:

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მხრივ ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა. გვი­თხა­რით, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ, რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა პა­ტიმ­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა?

- ჩვენ სულ 14 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არის პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პუნ­ქტე­ბი. 12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გახ­ლავთ ისე­თი, სა­დაც სას­ჯელს იხ­დი­ან მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ორი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა კი არის (მეთ­ვრა­მე­ტე და მე­ცხრა­მე­ტე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა) ე. წ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. მე­ცხრა­მე­ტე გახ­ლავთ ცი­ხის მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც ჩვე­ნი პა­ტიმ­რე­ბი სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სერ­ვისს იღე­ბენ. მე­ცხრა­მე­ტე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრი.

და­ნარ­ჩენ 12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ გახ­ლავთ სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლე­ბი, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი გახ­ლავთ ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იღე­ბენ ამ­ბუ­ლა­ტო­რულ სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტროს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს და­დე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის 50-ზე მეტ კლი­ნი­კას­თან. სამი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ თორ­მე­ტი­დან გახ­ლავთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე და­კონ­ტრაქ­ტე­ბუ­ლი გვყავს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი­ვე ტი­პის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, 50-ზე მეტი ექი­მი-კონ­სულ­ტან­ტი არის ჩვენ­თან და­კონ­ტრაქ­ტე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კვი­რა­ში ორ­ჯერ სის­ტე­მა­ტუ­რად შე­დი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მებს ვგუ­ლის­ხმობ: (დერ­მა­ტო­ლო­გი, კარ­დი­ო­ლო­გი, რენდგე­ნო­ლო­გი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ეხოს­კო­პის­ტე­ბი და სხვა უამ­რა­ვი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­აზ­რე­ბო­დეს, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ჭირ­დეს).

ლალი:

არი­ან თუ არა იზო­ლი­რე­ბუ­ლად ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა აქვს და სად, რა პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ?

-დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით ხუთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა. გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით აღი­ჭურ­ვა და ეს ყვე­ლა­ფე­რი წლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. აქვე დავ­ძენ იმას, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი არის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის წლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ჩვენ შე­ვუ­ერ­თდით ამას და ჩვენს სის­ტე­მა­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სი შევ­თა­ვა­ზეთ.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად ყველ­გან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია პან­დუ­სე­ბი. ამ სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლებ­ში არის ფუნ­ქცი­უ­რი სა­წო­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც წლე­ვან­დელ წელს მოხ­დე­ბა ეს გახ­ლავთ ის, რომ ყვე­ლა პა­ლა­ტა­ში იქ­ნე­ბა სა­პირ­ფა­რე­შო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თო საშ­ხა­პე. ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლი­სა, ერთი სა­კა­ნი იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე იქ­ნე­ბა სა­პირ­ფა­რე­შო, საშ­ხა­პე. მე­ექ­ვსე სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­კეთ­დე­ბა სრუ­ლი რე­მონ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის ჩათ­ვლით, კე­დე­ლი რომ კე­დე­ლია, ისიც კი სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კა­ბი­ნეტ­ში შე­ი­ღე­ბე­ბა ისე, რო­გორც ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის კუ­თხით არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ჩვენს სის­ტე­მა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ყო­ფი­ლი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რთუ­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში მოხ­ვედ­რა. კი­დევ უფრო რთუ­ლია მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მარ­თვა. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გვყავს ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწე­ვენ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მათ, ვი­საც ამ ეტაპ­ზე ფსი­ქო ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ და მიმ­დი­ნა­რე­ობს იმა­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ კლე­ბი­თი დო­ზე­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნოთ.

მი­ნის­ტრის ერთ-ერთი ცალ­სა­ხა გზავ­ნი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­მართ არის ის, რომ ჯან­მრთე­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი და რე­სო­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ოჯახს უნდა და­უბ­რუნ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ჯგუ­ფის სა­ჭი­რო­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ. რო­გორც გი­თხა­რით, მო­იც­ვა ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და სამ თვე­ში ძნე­ლია შე­დეგ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ აქაც ვი­ტყვი, რომ ჩვენ­და გა­სა­ოც­რად, ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან მი­ვი­ღეთ შე­დე­გი და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კი­დევ უფრო და­მი­კე­ლი დო­ზაო, რომ ჩემ­თვის, რო­გორც ექი­მის­თვის, ეს სა­ოც­რე­ბაა.

ასე­ვე მინ­და შე­ჯა­მე­ბა­სა­ვით გა­ვა­კე­თო და მივ­მარ­თო თო­თო­ე­უ­ლი მსჯავ­დე­ბუ­ლის და ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რს, მე­გო­ბარს, ახ­ლო­ბელს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ ის, ვის­ზეც თქვენ ნერ­ვი­უ­ლობთ, იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო დღეს ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არი­ან, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ, გა­რან­ტი მათი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა, მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გახ­ლავთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა, მი­ნის­ტრის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

მკი­თხვე­ლი:

რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია მე­დი­კა­მენ­ტე­ბი?

-ჩვენ სის­ტე­მა­ში სრუ­ლად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. 500 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტს დღეს სის­ტე­მა შე­ის­ყი­დის და აწ­ვდის მსჯავ­რდე­ბუ­ლებს და ბრალ­დე­ბუ­ლებს. ეს არის ბა­ზი­სუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნუს­ხა. აქ არის ყვე­ლა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ და სრუ­ლად მა­რაგ­დე­ბა ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. 20-დან 25-მდე მო­თხოვ­ნა მო­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, რა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­თვი­უ­რად არ­სე­ბობს 10 ათა­სი ლარი მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რის ფარ­გლებ­შიც ჩვენ ვახ­დენთ იმ ბრენ­დუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩვენს ნუს­ხა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ, რომ 10 ათა­სი ლა­რის ფარ­გლებ­ში შე­სა­ძე­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ნუს­ხა­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ.

მკი­თხვე­ლი:

ვის­გან და რო­გორ ხდე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის ანაზ­რა­უ­რე­ბა?

-სა­ხელ­მწი­ფოს აღე­ბუ­ლი აქვს სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ისი­ნი არი­ან სრულ სა­ხელ­მწი­ფო კმა­ყო­ფა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. კვე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით. არ­ცერ­თი თეთ­რი ოჯა­ხის მხრი­დან გა­სა­ღე­ბი არ არის. ის რაც სა­ჭი­რო­ე­ბაა, რაც მათი სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ისი­ნი არი­ან ისეთ გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც მათ­თვის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი არა­სო­დეს აღარ იქ­ნე­ბა და მე შე­და­რე­ბას არ გა­ვა­კე­თებ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვებს, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყო­ვე­ლი თვე ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თვედ იყოს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ერთ დღეს კონ­კრე­ტულ ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ე­ძღვნას. ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ შა­ბა­თი და კვი­რა ჩვენს სტა­ცი­ო­ნარ­ში დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათ­თვის. ასეთ ოპე­რა­ცი­ებ­ში ვგუ­ლის­ხმობ: ცხვი­რის ძგი­დის ოპე­რა­ცი­ას, ტონ­გი­ლო­ქ­ტე­ნი­ებს, გას­ტროს­კო­პი­ის გა­მოკ­ვლე­ვას და დე­ლი­კა­ტურ ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ხში­რად არის სა­ჭი­რო.

ჩვენ­თან მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ის, რომ ექიმ­მა იცის ძა­ლი­ან კარ­გად, რა უნდა შეს­თა­ვა­ზოს პა­ცი­ენტს, (ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან) და თვი­თონ მსჯავ­რდე­ბულ­მა და პა­ცი­ენ­ტმაც იცის, რისი მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლია.

ცხვი­რის ძგი­დე ვახ­სე­ნე, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად არის, როცა ერთი გა­ი­კე­თებს ოპე­რა­ცი­ას, მერე ყვე­ლა ითხოვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა ყვე­ლას­თვის. ვხუმ­რობ ხოლ­მე, რომ კავ­კა­სი­უ­რი ცხვი­რი ჩა­რე­ვას ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ებს, ამი­ტომ ჩვენ გვაქვს კრი­ტე­რი­უ­მი. თუკი სუნ­თქვა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი, ოპე­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს ადა­მი­ა­ნი. ჩვენ ვა­კე­თებთ კარ­დი­ოგ­რა­მას და აქაც, თუკი კარ­დი­ო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ით ჩა­ით­ვა­ლა, რომ მას ცხვი­რით სუნ­თქვა უჭირს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ოპე­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ ვა­კე­თებთ.

ამას ვსა­უბ­რობ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. არ ინერ­ვი­უ­ლონ, რად­გან სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ აქ, სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლი მი­ნის­ტრის თა­ოს­ნო­ბით, არის გა­რან­ტი თი­თო­ე­უ­ლი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა. ასე რომ, გარ­წმუ­ნებთ, რომ თი­თო­ე­უ­ლის შე­სა­ხებ მას ინ­ფორ­მა­ცია აქვს. ჩვენ მას ან­გა­რიშს ვუ­კე­თებთ ყო­ველ­დღი­უ­რად.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსჯავ­რდე­ბულ­მა და ბრალ­დე­ბულ­მა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რა სერ­ვი­სი მო­ი­თხო­ვოს და რა უნდა მი­ე­წო­დოს მას სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

არის შემ­თხვევ­ბი, როცა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვას ვა­ტა­რებთ. რაც კი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ყვე­ლა­ფე­რი არის მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ვიკ­ვლიო თავი. რა თქმა უნდა, ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სულ­ტან­ტე­ბი და ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ას გვაძ­ლევს, რა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მკი­თხვე­ლი:

რა პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი?

-რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის პროგ­რა­მას, ეს პროგ­რა­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ჩარ­თუ­ლო­ბით. ამის­თვის ჩვენ გვაქვს ცალ­კე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც არის აღ­ჭურ­ვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მსგავ­სად. ამ ეტაპ­ზე იქ მკურ­ნა­ლობს 100-მდე მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან და­ბა­ლია დღეს არ­სე­ბუ­ლი ციფ­რი. ერთი სი­ტყვით, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ტენ­დენ­ცი­აა კლე­ბის­კენ.

C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა ერთი წე­ლია, რაც და­ი­წყო. სკი­ნინ­გი დღემ­დე 8 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენ სის­ტე­მა­ში 10 ათა­სამ­დე მსჯავ­რდე­ბუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლია. გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი 228 ადა­მი­ა­ნია. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა და­ი­წყო პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მი­დან და გა­და­ვი­და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის პოგ­რა­მა. 2015 წელს უკვე ამ პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო - 23, სა­ერ­თო ჯამ­ში კი 128 ადა­მი­ა­ნი.

ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ყვე­ლამ ვი­ცით, რა მძი­მეა ჩვე­ნი სის­ტე­მა და ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი არ არის ჩვენ­თვის უცხო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და სწო­რედ სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა არის ამ კუ­თხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

C ჰე­პა­ტიტს რაც შე­ე­ხე­ბა, ამით ყო­ველ­თვის თავს იწო­ნებ­და ჩვე­ნი სის­ტე­მა. პრაქ­ტი­კუ­ლად პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა არის ორ­წლი­ნა­ხევ­რის ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ რე­ფორ­მას რაც შე­ე­ხე­ბა, ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად. პი­რა­დად მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 9 თვი­დან 6 თვე ჩემი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც არის და შე­მიძ­ლია ძა­ლი­ან თა­მა­მად და გულ­წრფე­ლად ვთქვა, რომ რაც დღეს სის­ტე­მა­ში ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით, მსგავ­სი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კებ­შიც კი არ ხდე­ბა და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ის სერ­ვი­სე­ბი, რაც ჩვენ­თან არის.

იხი­ლეთ ვი­დეო

"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში

"კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენ გვაქვს" - რა ხდება ქართულ ციხეებში

რა მდგომარეობაა ქართულ ციხეებში, რა შეიცვალა ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ. რა რეფორმები განხორციელდა და როგორია მსჯავრდებულების და ბრალდებულების სამედიცინო მომსახურება. კითხვებს სასჯელაღსრულების ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი პასუხობს.

მანანა:

როგორც ცნობილია, სამედიცინო მომსახურების მხრივ ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. გვითხარით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ, როგორ და რა პირობებში ხდება პატიმრების მკურნალობა?

- ჩვენ სულ 14 დაწესებულება გვაქვს, ყველა დაწესებულებაში არის პირველადი ჯანდაცვის პუნქტები. 12 დაწესებულება გახლავთ ისეთი, სადაც სასჯელს იხდიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ორი დაწესებულება კი არის (მეთვრამეტე და მეცხრამეტე დაწესებულება) ე. წ. ცენტრალური საავადმყოფოები. მეცხრამეტე გახლავთ ციხის მრავალპროფილიანი ცენტრალური საავადმყოფო, სადაც ჩვენი პატიმრები სტაციონალური მომსახურების სრულ სერვისს იღებენ. მეცხრამეტე დაწესებულება არის ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი.

დანარჩენ 12 დაწესებულებას რაც შეეხება, აქ გახლავთ სამედიცინო ნაწილები, სადაც დასაქმებული გახლავთ ექიმები და ექთნები და 24 საათის განმავლობაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები იღებენ ამბულატორულ სრულ მომსახურებას.

გარდა ამისა, სამინისტროს ხელშეკრულება აქვს დადებული სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტ კლინიკასთან. სამი დაწესებულება ამ თორმეტიდან გახლავთ დასავლეთ საქართველოში. ასევე დაკონტრაქტებული გვყავს დასავლეთ საქართველოს ასეთივე ტიპის ცენტრალური საავადმყოფოები.

გარდა ამისა, 50-ზე მეტი ექიმი-კონსულტანტი არის ჩვენთან დაკონტრაქტებული, რომელიც კვირაში ორჯერ სისტემატურად შედიან დაწესებულებაში, სხვადასხვა პროფილის ექიმებს ვგულისხმობ: (დერმატოლოგი, კარდიოლოგი, რენდგენოლოგი, ენდოკრინოლოგი, ეხოსკოპისტები და სხვა უამრავი, რაც კი შეიძლება მოიაზრებოდეს, ადამიანს შეიძლება დაჭირდეს).

ლალი:

არიან თუ არა იზოლირებულად ის პატიმრები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადება აქვს და სად, რა პირობებში მკურნალობენ?

-დღევანდელი მდგომარეობით ხუთ დაწესებულებაში მოხდა ინფრასტრუქტურის განახლება. გამოკვლევებისთვის საჭირო აღჭურვილობით აღიჭურვა და ეს ყველაფერი წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქვე დავძენ იმას, რომ წლევანდელი წელი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წლად გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენ შევუერთდით ამას და ჩვენს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამატებითი სერვისი შევთავაზეთ.

ინფრასტრუქტურულად ყველგან დამონტაჟებულია პანდუსები. ამ სამედიცინო ნაწილებში არის ფუნქციური საწოლები.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წლევანდელ წელს მოხდება ეს გახლავთ ის, რომ ყველა პალატაში იქნება საპირფარეშო ადაპტირებული და საერთო საშხაპე. ასევე დაწესებულებაში გარდა სამედიცინო ნაწილისა, ერთი საკანი იქნება ადაპტირებული, ასევე იქნება საპირფარეშო, საშხაპე. მეექვსე საპყრობილეში გაკეთდება სრული რემონტი სამედიცინო ნაწილის ჩათვლით, კედელი რომ კედელია, ისიც კი სტომატოლოგიურ კაბინეტში შეიღებება ისე, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით არის აუცილებელი.

ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყოფილი წამალდამოკიდებულები. ასეთი ადამიანებისთვის რთულია ასეთ პირობებში მოხვედრა. კიდევ უფრო რთულია მათი ჯანმრთელობის მართვა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის გვყავს ფსიქოლოგების ჯგუფი, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ წამალდამოკიდებულ ადამიანებს. მათ, ვისაც ამ ეტაპზე ფსიქო ჩარევის საჭიროება აქვთ და მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ კლებითი დოზებისკენ წავიყვანოთ.

მინისტრის ერთ-ერთი ცალსახა გზავნილი ორგანოების მიმართ არის ის, რომ ჯანმრთელი, რეაბილიტირებული და რესოციალიზირებული ადამიანი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს და შესაბამისად, ოჯახისთვის, საზოგადოების და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფის საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. როგორც გითხარით, მოიცვა ყველა დაწესებულება და სამ თვეში ძნელია შედეგზე საუბარი, მაგრამ აქაც ვიტყვი, რომ ჩვენდა გასაოცრად, ისეთ პაციენტებთან მივიღეთ შედეგი და ისეთი ადამიანები გვეუბნებიან, რომ კიდევ უფრო დამიკელი დოზაო, რომ ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ეს საოცრებაა.

ასევე მინდა შეჯამებასავით გავაკეთო და მივმართო თოთოეული მსჯავდებულის და ბრალდებულის ოჯახის წევრს, მეგობარს, ახლობელს და ყველა ადამიანს, რომ ის, ვისზეც თქვენ ნერვიულობთ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს ამ სიტუაციაში არიან, ცალსახად შემიძლია გითხრათ რომ, გარანტი მათი ჯანმრთელობისა, მათი რეაბილიტაციის გახლავთ პენიტენციური სისტემა, მინისტრის, ბატონი გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით.

მკითხველი:

რამდენად ხელმისაწვდომია მედიკამენტები?

-ჩვენ სისტემაში სრულად არის ხელმისაწვდომი მედიკამენტები. 500 დასახელების მედიკამენტს დღეს სისტემა შეისყიდის და აწვდის მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს. ეს არის ბაზისური მედიკამენტების ნუსხა. აქ არის ყველა ჩამონათვალი, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ და სრულად მარაგდება ყველა დაწესებულება. 20-დან 25-მდე მოთხოვნა მოდის დაწესებულებიდან, რა მედიკამენტები გვესაჭიროება. გარდა ამისა, ყოველთვიურად არსებობს 10 ათასი ლარი მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული, რის ფარგლებშიც ჩვენ ვახდენთ იმ ბრენდული მედიკამენტების შეძენას, რომელიც შეიძლება ჩვენს ნუსხაში არ აღმოჩნდეს. ამჟამად ვმუშაობთ, რომ 10 ათასი ლარის ფარგლებში შესაძენი მედიკამენტები ნუსხაში გადავიტანოთ.

მკითხველი:

ვისგან და როგორ ხდება მსჯავრდებულების მკურნალობის ხარჯების ანაზრაურება?

-სახელმწიფოს აღებული აქვს სრული პასუხისმგებლობა ამ ადამიანებზე. ისინი არიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ადამიანები. კვებიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურებით. არცერთი თეთრი ოჯახის მხრიდან გასაღები არ არის. ის რაც საჭიროებაა, რაც მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის აუცილებელია, აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელმისაწვდომი. ისინი არიან ისეთ გარემოში, რომელიც მათთვის ღირსების შემლახავი არასოდეს აღარ იქნება და მე შედარებას არ გავაკეთებ.

რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს, გადავწყვიტეთ, რომ ყოველი თვე ერთი დაწესებულების თვედ იყოს გამოცხადებული იმის პარალელურად, რომ ეს ყველაფერი რაც მიმდინარეობს, ერთ დღეს კონკრეტულ ერთ დაწესებულებას მიეძღვნას. ამაში იგულისხმება ის, რომ შაბათი და კვირა ჩვენს სტაციონარში დატვირთული იქნება იმ ოპერაციების ჩასატარებლად, რაც აუცილებელია მათთვის. ასეთ ოპერაციებში ვგულისხმობ: ცხვირის ძგიდის ოპერაციას, ტონგილოქტენიებს, გასტროსკოპიის გამოკვლევას და დელიკატურ ოპერაციებს, რომლებიც ჩვენი მსჯავრდებულებისთვის ძალიან ხშირად არის საჭირო.

ჩვენთან მნიშველოვანია ის, რომ ექიმმა იცის ძალიან კარგად, რა უნდა შესთავაზოს პაციენტს, (ჩემთვის ეს ადამიანები პაციენტები არიან) და თვითონ მსჯავრდებულმა და პაციენტმაც იცის, რისი მოთხოვნა შეუძლია.

ცხვირის ძგიდე ვახსენე, პერმანენტულად არის, როცა ერთი გაიკეთებს ოპერაციას, მერე ყველა ითხოვს. შეუძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება ყველასთვის. ვხუმრობ ხოლმე, რომ კავკასიური ცხვირი ჩარევას ყოველთვის საჭიროებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს კრიტერიუმი. თუკი სუნთქვა არის შეუძლებელი, ოპერაციას საჭიროებს ადამიანი. ჩვენ ვაკეთებთ კარდიოგრამას და აქაც, თუკი კარდიოლოგის კონსულტაციასთან ერთად კიდევ რამდენიმე ექიმის კონსულტაციით ჩაითვალა, რომ მას ცხვირით სუნთქვა უჭირს და მისი ჯანმრთელობისთვის ოპერაცია აუცილებელია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ.

ამას ვსაუბრობ ოჯახის წევრებისთვის. არ ინერვიულონ, რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ, სამედიცინო ნაწილი მინისტრის თაოსნობით, არის გარანტი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობისა. ასე რომ, გარწმუნებთ, რომ თითოეულის შესახებ მას ინფორმაცია აქვს. ჩვენ მას ანგარიშს ვუკეთებთ ყოველდღიურად.

აქედან გამომდინარე მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა სერვისი მოითხოვოს და რა უნდა მიეწოდოს მას საჭიროებიდან გამომდინარე.

არის შემთხვევბი, როცა მაღალტექნოლოგიურ კვლევას ვატარებთ. რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველაფერი არის მათთვის ხელმისაწვდომი, სრული დაფინანსებით. აქედან გამომდინარე, ამბობენ, რომ თავიდან ბოლომდე უნდა გამოვიკვლიო თავი. რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება არ არსებობს და შესაბამისად, კონსულტანტები და ჩვენი სამედიცინო ნაწილი რეკომენდაციას გვაძლევს, რა სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს.

მკითხველი:

რა პირობებში მკურნალობენ ტუბერკულოზით და C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულები?

-რაც შეეხება ტუბერკულოზის პროგრამას, ეს პროგრამა მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ჩართულობით. ამისთვის ჩვენ გვაქვს ცალკე დაწესებულება, სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი, რომელიც არის აღჭურვილი ინფრასტრუქტურით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში არსებული დაწესებულებების მსგავსად. ამ ეტაპზე იქ მკურნალობს 100-მდე მსჯავრდებული და ბრალდებული. ძალიან დაბალია დღეს არსებული ციფრი. ერთი სიტყვით, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა კლებისკენ.

C ჰეპატიტის პროგრამა ერთი წელია, რაც დაიწყო. სკინინგი დღემდე 8 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. ჩვენ სისტემაში 10 ათასამდე მსჯავრდებული და ბრალდებულია. განკურნების მაჩვენებლი 228 ადამიანია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო პენიტენციური სისტემიდან და გადავიდა სამოქალაქო სექტორში.

ასევე მნიშვნელოვანია სუიციდის პრევენციის პოგრამა. 2015 წელს უკვე ამ პროგრამაში ჩაერთო - 23, საერთო ჯამში კი 128 ადამიანი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველამ ვიცით, რა მძიმეა ჩვენი სისტემა და ემოციური და ფსიქიკური აშლილობები არ არის ჩვენთვის უცხო. აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს დახმარება სჭირდება და სწორედ სუიციდის პრევენციის პროგრამა არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი.

C ჰეპატიტს რაც შეეხება, ამით ყოველთვის თავს იწონებდა ჩვენი სისტემა. პრაქტიკულად პენიტენციური სისტემა არის ორწლინახევრის ყველა იმ სერვისით, რასაც ახორციელებს, მაგრამ რეფორმას რაც შეეხება, ბოლო 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ 9 თვიდან 6 თვე ჩემი თანამონაწილეობაც არის და შემიძლია ძალიან თამამად და გულწრფელად ვთქვა, რომ რაც დღეს სისტემაში ხდება სამედიცინო კუთხით, მსგავსი სამოქალაქო სექტორის კლინიკებშიც კი არ ხდება და კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რაც ჩვენთან არის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას